სპეციალური ფასდაკლებები საბარათე გადახდებზე ქართულ მაღაზიებში | Jolo.ge


სპეციალური ფასდაკლებები საბარათე გადახდებზე ქართულ მაღაზიებში

სპეციალური ფასდაკლებები საბარათე გადახდებზე ქართულ მაღაზიებში

განვადებებზე დაწესებულმა საბანკო რეგულაციებმა სამომხმარებლო ბაზარი როგორც საოჯახო ტექნიკის, ისე ყველა სხვა მიმართულებით, საგრძნობლად შეამცირა.

მომხმარებლები, რომლებიც სასურველ პროდუქციას აქამდე განვადებით ყიდულობდნენ, იძულებულები არიან ან უარი თქვან შენაძენზე ან მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეარჩიონ.

შესაბამისად, აღნიშნულმა ვითარებამ, უამრავ მაღაზიას საქართველოში გაყიდვების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ზრდა საბარათე გადახდების მიმართულებით. ანუ მომხმარებლები, რომლებსაც განვადება არ უმტკიცდებათ, არჩევანს სტანდარტულ საბარათე ანგარიშსწორებაზე აკეთებენ.

ამ კუთხით, რამდენიმე ცნობილმა მაღაზიამ, მათ შორის ინტერნეტშიც, შეიმუშავა სპეციალური მარკეტინგული კამპანია, რომელიც სწორედ საბარათე გადახდების წახალისებას ეხება.

მაგალითად, ინტერნეტ მაღაზია www.isurve.ge მომხმარებელს ნებისმიერ ამ ტიპის გადახდაზე დამატებით ფასდაკლებას სთავაზობს.

აქციის პირობების მიხედვით, 10-დან 1500 ლარამდე შენაძენზე, თუ მომხმარებელი თანხას საბანკო ბარათით გადაიხდის, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებს.

პირობები არ ზღუდავს არც ნივთის ტიპს და არც რეგიონს, საიდანაც განხორციელდა შესყიდვა.

ამასთან, ისევ ძალაში რჩება უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სტანდარტული გარანტია და სხვა დამატებითი პირობები, რომლითაც მყიდველები მაღაზიაში აქამდეც სარგებლობდნენ.

მაღაზიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული აქციის შედეგებს ყურადღებით აკვირდებიან და მისი გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღებენ, თუმცა ზოგადი გამოხმაურება როგორც სოციალურ ქსელებში, ისე მომხმარებლებთან პირად საუბრებში, საკმაოდ დადებითია.

ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით მსგავსი ტიპის შეთავაზებები კიდევ რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიასა და დიდ ქალაქებში მდებარე სტანდარტულ შოურუმებში იგეგმება.

ეს ყველაფერი ქართულ სამომხმარებლო ბაზარს გარკვეულწილად ახალ ეტაპზე აიყვანს და ამით ის მსოფლიო ბაზრებს დაემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ უცხოეთში ბარათით, თუმცა საკრედიტო ბარათით გადახდა საკმაოდ პოპულარული ალტერნატივაა, მაშინ როცა ამ კუთხით საქართველოში რეგულაციები ამ ტიპის დაკრედიტებასაც შეეხო.

 

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გსურთ შეიძინოთ მოთხოვნადი, პრესტიჟული და შემოსავლიანი პროფესია?

«სადღესასწაულო დიზაინი და ბიზნესი»  — 6 სექტემბერი-6 ოქტომბერი მოგბეზრდათ ერთფეროვანი და უინტერესო საქმის კეთება? გრძნობთ, რომ შემოქმედებითი ასპარეზი გჭირდებათ, მაგრამ


„მარცხი, ეს არის შესაძლებლობა, რომ თავიდან დაიწყო, ოღონდ უფრო ჭკვიანურად“…

1. ბიზნესი ჰგავს კაცს, რომელიც ნავში ზის და დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მას არჩევანი არა აქვს, თუ გაჩერდება, დინება უკან წაიღებს.


„ჭიტა“ პატარების ოცნებებს ასრულებს

“ჭიტას” საქველმოქმედო ფონდი,  ერთგული მომხმარებლის მხარდაჭერით წინა საახალწლო აქციას აგრძელებს. ეს საახალწლო აქცია მრავალშვილიანი და ლეიკემიით დავადებული ბავშვების დასახმარებლად ეწყობა.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*