სოფო ფოცხვერაშვილის შემოქმედება და მეზღაპრე ინგულა | Jolo.ge


სოფო ფოცხვერაშვილის შემოქმედება და მეზღაპრე ინგულა

სოფო ფოცხვერაშვილის შემოქმედება და მეზღაპრე ინგულა

ბავშვებს ჯერ ემიგრანტი პოეტი გააცნო, მერე კი თითოეული მოიხმო და წამყვანის როლი მოარგო. გზადაგზა, საბავშვო პოეტ სოფო ფოცხვერაშვილთან ერთად იმ ფერად ლექსებს აცოცხლებდა, პატარებს, ასე ძალიან რომ მოსწონთ . „ასკინკილა“ „წიწილა“ „მოცეკვავე კაკადუ“, „ქურდბაცაცა ფისო“, „მანჭია და პრანჭია“… მოგვიანებით ლექსების გმირები ერთგული ძაღლის, როკის ისტორიამ ჩაანაცვლა, ბოლოს კი ბავშვები სოფოს გამოცანებმა გაართო. 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებამ და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ საუცხოო საღამო მოუწყვეს პოეტსაც და პატარებსაც.

ვუსმენდი ქალბატონ ინგას და მეც ბავშვობაში დაბრუნებას ვნატრობდი… რამდენიმე ხნით დავბრუნდი კიდეც, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.

მინდოდა იმ ბავშვების ტოლი ვყოფილიყავი, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკაში ისხდნენ და ამ საოცარ ქალბატონს ასე მონუსხულები შესცქეროდნენ.

მინდოდა მეც ამეღო მკითხველის ბარათი და ამ ბავშვებთან ერთად ხშირად მემოგზაურა იმ  ჯადოსნურ სამყაროში, რომელშიც ჩვენი მასპინძლის დამსახურებით მთელი დარბაზი აღმოვჩნდით.

შეიძლება სტუმრად კარგი პოეტი გყავდეს, ლექსებიც შესანიშნავი იყოს, მაგრამ თუ საჭირო ემოციით ვერ დამუხტავ გარემოს, თუ ვერ აიყოლებ პატარებს, იმ შედეგს ვერაფრით მიიღებ, რისთვისაც ბავშვებისა და პოეტის შეხვედრა დაგეგმე. 

ბედნიერებაა, როდესაც ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნებას ასე კარგად ფლობ… როდესაც იმის ძალა გაქვს დიდიც ბავშვად აქციო, საფიქრალ –საზრუნავი რამდენიმე ხნით დაავიწყო და იმ წუთით აცხოვრო რომელშიც რეალურად არის. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია პოეტის შემოქმედება ისე კარგად გააცნო ბავშვებს, რომ ეს პოეტი მთელი ცხოვრება დაამახსოვრო.

სოფო ფოცხვერაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ინგას კარგი ღონისძიებისთვის, საინტერესო და წიგნიერი ბავშვებისთვის. შესანიშნავი კითხვები დასვეს… როგორც ვნახე აქ, ამ სივრცეში ბავშვს ეძლევა იმის საშუალება, რომ პატარაობიდანვე ეზიაროს წიგნის სიყვარულს.  ეს მისასალმებელი და მისაბაძია.

ინგა გოგიბერიძე: ბავშვობიდან სცენაზე ვარ,  10 წლისაც არ ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ზღაპარში ჩამრთეს. ფერიას ვთამაშობდი. ეს ზღაპარი კულტურის სახლში, ყოველ წელს, ზამთრის არდადეგებზე, დღეში სამჯერ იმართებოდა. ფერია ვიყავი და მთელი ემოციით ვუსურვებდი ბავშვებს რაღაც არაჩვეულებრივს, ეს გამომყვა ალბათ. ჩემი მთავარი მისია და  ამ ქვეყანაზე მოსვლაც ბავშვებისთვის განათლების მიცემაა. ვუკითხავ მათ ზღაპრებს და მოთხრობებს, ვაცნობ წიგნებს, მწერლებს, პოეტებს… ერთს რომ შემომხედავს ბავშვი და გავუღიმებ იმახსოვრებს ალბათ და მეორედ თუ  სადმე შემხვდა — ინგულა მეზღაპრეეე, ყვირის. ისინი ჩემთვის მზეები, ვარსკვლავები და მთვარეები არიან.

— რას მეტყვით პოეტზე, რომელიც დღეს სტუმრად გყავდათ და ბავშვებს ასე ძალიან მოეწონათ?

— მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქს ეწვია ასეთი უბრალო, ნათელი, ინტელიგენტი ქალბატონი, რომელიც გრძნობს ბავშვების გულისცემას. მე თავად არ ვიცნობდი ქალბატონი სოფოს შემოქმედებას, მაგრამ დღეს ნათლად დავინახე ბავშვების დამოკიდებულება პოეტისადმი. უშუალო დიალოგი შედგა, თავად ბავშვებს ჰქონდათ სურვილი წაეყვანათ ეს საღამო.

ცხოვრებიდან აღებული ისტორიები აქვს ქალბატონ სოფოს საბავშო ლექსების კრებულში -„დედამიწა რაზე დგას“? და რაზე დგას ეს დედამიწა? სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, რაც ჩვენმა სტუმარმა აღწერა ამ ულამაზეს წიგნში.

ძალიან მომწონს მოთხრობა „როკი“, რომელიც 5 ენაზეა თარგმნილი და ყველა ბავშვს შეუძლია საქართველოშიც და საზღვარგარეთაც წაიკითხოს.

დიდი მადლობა ქალბატონ მანანა ტარიელაძეს, რომ გამაცნო არაჩვეულებრივი ქალბატონი და ასეთი უშუალო და საინტერესო შეხვედრა შედგა.

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი საბავშვო პოეტი, სოფო ფოცხვერაშვილი, აჭარას,  სამოტივაციო ინტერნეტჟურნალის «ჟოლოს» და საგანმანათლებლო ცენტრის „გლობალ გეითის“ დამფუძნებლის მანანა ტარიელაძის მიწვევით ესტუმრა. 

დეა თავბერიძე


 

 

ნანახია:(94)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქობულეთში მომსახურების დაბალი დონე და მჟავე სახიანი „პროფესორები“

ქობულეთის კაფესა თუ რესტორნებში მომსახურების დაბალმა დონემ ბევრი დამსვენებელი აღაშფოთა, მათ შორის ცნობილი ასტროლოგი რამაზ გიგაური, რომელიც ამ ფაქტს სოციალური


«ეს ამბავი დილით ჯიბეში ნაპოვნმა ხურდამ გამახსენა…»- ბელა ალანია

როცა მუშაობა დავიწყე, მშობლებს დაფინანსებაზე უარი განვუცხადე. კატეგორიული ვიყავი და საქართველოდან ჩამოსულ მამას ფული უკან დავუბრუნე. ვატყობდი, არ ესიამოვნა. ფიქრობდა,


ნინო სურგულაძის დაბადების დღე და „კარმენი

„დაბადების დღე არასოდეს დამთხვევია ჩემს სპექტაკლს! თანაც კარმენს … მიუხედავად ნოსტალგიისა, ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს სცენაზე ვხვდები! მიყვარხართ, თქვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*