სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ათენში | Jolo.ge


სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ათენში

სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ათენში

ფოტოგრაფ სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა ათენში, სოფოს ოჯახის წევრებისა და მეგობრების ინიციატივით მოეწყო. ამ იდეის ავტორი სოფოს დედა, ქალბატონი თამილა ნიქაბაძე გახლავთ, მან შეძლო და გააცოცხლა სოფოს შემოქმედება, გაიტანა მზის შუქზე და გაუზიარა საზოგადოებას. ასევე, გაიმართა სოფოს ალბომის პრეზენტაციაც, რომელიც 350 ფოტოსგან შედგება.

სოფო ბობოხიძე ახალგაზრდა ნიჭიერი და განხვავებული ხედვების მქონე ფოტოგრაფი იყო, სამწუხაროდ მასზე საუბარი წარსულში გვიწევს, ის სხვა განზომილებაშია, ჩვენ კი ადამიანებს უნდა გვახსოვდეს,ვიცოდეთ გოგონა,რიმელმაც ჩვენამდე მოიტანა სხვა სამყარო ფოტოების სახით.
გამოფენაზე არაერთი ადამიანი მოვიდა, ეზიარა სოფოს შემოქმედებას და შეიძინა ფოტოები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სპეციალურად ამ დღისათვის, საფრანგეთიდან ჩამოვიდა სოფოს ახლო მეგობარი, რეჟსორი, ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოგრაფი ლელუკა (დადა) ლაშხი, ლელუკას ეკუთვნის სოფოს ალბომის წინასიტყვაობაც. დადასგან გაიცნო საზოგადოებამ ვინ იყო სოფო ბობოხიძე, ვინ იყო კი არა, ვინ არის სოფო ბობოხიძე.

„დარწმუნებული ვარ, ამის და ამდენის თქმის უფლებას თვითონ არაფრით მომცემდა და მე იმით ვსარგებლობ ახლა, რომ ფიზიკურად ხელის შეშლა არ შეუძლია. ვეცდები რამდენიმე წინადადებით გაგაცნოთ ეს ადამიანი და ვიყო მაქსიმალურად დელიკატური, რადგან ის იყო ასეთი და სხვანაირად წარდგენას არც ჩვენს მეგობრობას ვაკადრებ!

ვერ ვიქნები ბანალური და ვერ დავიწყებ, რომ საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ნაადრევად მიდიან ასეთი ადამიანები. რომ ის ერთი საკმარისი იყო და არ ჭირდებოდა ბევრად ყოფნა. რომ მასავით ნიჭიერი ცოტაა და ამის შესახებ ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს და შეიძლება გაგრძელდეს ასე უსასრულოდ რომ…

პირდაპირ და ძალიან კონკრეტულად გიამბობთ, ვინაა სოფო ბობოხიძე?!

პირველი რასაც ვიტყვი ესაა, რომ მე არავინ მყავს მისნაირი მეორე. არც მეყოლება, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ისეთი სიყვრული და მეგობრობა, რომელმაც თავი შეიძლება გაგრძნობინოს ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანს მეფედ. მას შეუძლია თითოეული ადამიანისგან შექმნას პორტრეტი, რომელიც ვერასოდეს განმეორდება სხვის ობიექტივში.

მისი გადაღებული ცხოველების დანახვისას სამუდამოდ იმახსოვრებ, რომ ისინი ადამიანის მეგობრები არიან.

დანგრეული შენობების დეტალებს ისეთი რაკურსით გვანახებს, რომ შედევრის გარდა ვეღაფერს უწოდებ, ამ უკვე გამოუსადეგარ ნაგებობებს. ბუნება_ მთა, ტყე, მზე, ბუჩქი, მდინარე, ქუჩა, ყვავილი, მწერი, ვან გოგის ტილოებივით სუნთქავენ და ღვივიან ნატურალურ ფერებად.

უპირობო სიყვარულზე ხომ გსმენიათ? ამას მისგან ისწავლიდით და ამ ფოტო-მემკვიდრეობით შეგიძიათ დარწმუნდეთ, რომ ჩემი სიტყვები შავით თეთრზე ტექსტის გამო არ დაბეჭდილა ამ ფურცელზე. სწორედ სოფო ბობოხიძეა ის უკომპრომისო და უპირობო სიყვარული, რომელმაც მე ცხოვრება ახლიდან მასწავლა და ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებ. ის ადამიანობისა და ნიჭიერების მაგალითია და მე ბედნიერი ვარ, რომ მისი ერთი ყველაზე ახლო მეგობრის სტატუსი მექნება მთელი ცხოვრება. იცნობდეთ მას, რათა უფრო ახლოს გაიცნოთ სიყვარული“ — ამბობს ლელუკა ლაშხი.

სტუმრებს ვუმასპინძლეთ ქართული ღვინით, სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელებითა და ქართულ-ბერძნული გემრიელი კერძებით. ბერძენმა სტუმრებმა დააგემოვნეს ლობიანი და ხაჭაპური, ასევე ტკბილეული რომელიც ქალბატონ თამილას მომზადებული იყო.

გამოფენის მხარდამჭერისა და მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“, ასევე მხარდამჭერი იყო საბერძნეთისის ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული გაერთიანება.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სოფოს ნამუშევრებით დაინტერესდა და გამოფენაზე მოვიდა, გამოფენა ისევ გრძელდება 10 დღის განმავლობაში და ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ გთხოვთ მობრძანდეთ და ნახოთ განსხვავებული ხედვები, სიკეთე, სინათლე, სიყვარული, ტკივილი, ადამიანური ემოციები რომელიც ნამუშევრებში იგრძნობა.

ვინაიდან და რადგანაც ყველა დღე სამუშაოა და ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გამოსვლის, კვირას 4 ნოემბერს 12 საათიდან გელოდებით.

მისამართი ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი «კავკასია».
პატისიონის 81.
საკონტაკტო ნომრები:
6992355777, 6992643177

https://www.facebook.com/ge.gr.axalgazrduligaertianeba

 

ნანახია:(34)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო“- დავით დეფი

„პოლიციის მონდომებამ შედეგი გამოიღო“ — წერს დავით დეფი სოციალურ ქსელში და შემდეგ პოსტს აქვეყნებს.  დავით დეფი: „მეგობრებო რამოდენიმე დღის წინ


«ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა»- ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

«ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა. ერთმა ჭკვიანმა ქალმა მითხრა, ქალს აქვს უფლება ყველაფერი შეეშალოს, იმის გარდა, შვილებს ვისგან


„ასე საჯაროდ ვუხსნი სიყვარულს“ — ეკა ხოფერია

„ძველი «ქართული ხმებისადმი» ჩემი დამოკიდებულება ხო იცით, ყველა სხვა ობიექტურ მიზეზთან ერთად, განსაკუთრებით მიყვარს ეს ხალხი, მათ «ჩამომიყვანეს» მიშკა ხუჯაძე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*