სოციალური აქტივობა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს | Jolo.ge


სოციალური აქტივობა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს

სოციალური აქტივობა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს

სხვადასხვა დღესასწაულების თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი თარიღების მეგობრების, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშვნა ბევრს უყვარს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, ვისთვისაც გარემო პრობლემას არ წარმოადგენს, ანუ უცხო სიტუაციაშიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. თუ ასეთი შემთხვევები გაოცებთ, კარგად დაფიქრდით, რადგან ძალიან ბევრს კარგავთ.

 

იაპონიაში ნარას სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს, სოციალურად აქტიურ ადამიანებს გაცილებით უკეთ გამოსდით თავიანთი ცხოვრების წარმართვა. კვლევისას დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც საზოგადოებასთან აქტიურ კონტაქტს არ იყვნენ მიჩვეულნი საოჯახო საქმეებსაც ვერ აკეთებდნენ დამოუკიდებლად. ესეთ შემთხვევაში კი ადამიანი იმდენად დეგრადირებისკენ მიდის, რომ მის სიცოცხლესაც კი შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

 

როდესაც თქვენ საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობაში იმყოფებით, თქვენ ხდებით მისი ნაწილი და ის თქვენი, ეს გეხმარებათ საჭირო ადამიანების მოძიებაში; ემოცია, სიცილი, იუმორი სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ; როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად ხართ გიჩნდებათ განცდა, რომ თქვენ მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ეს კი სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ; სოციალური აქტიურობა გათავისუფლებთ შიშებისგან.

 

ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა და საუბარი დეპრესიის შანსს ამცირებს, მსგავსი კონტაქტები გეხმარებათ თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდეთ.

ნანახია:(296)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 მცენარე, რომელიც თქვენს სახლს სურნელებით აავსებს

გარდა იმისა, რომ ოთახის მცენარეები ინტერიერს გვილამაზებენ, ზოგიერთ მათგანს შეუძლია სასიამოვნო სურნელითაც აავსოს სახლი. გამოვყოთ 3 ყველაზე არომატული ყვავილი, რომლებიც


თეატრალური ცრურწმენები

აჩრდილები – კვირის ერთი დღე თეატრში დასვენება უნდა იყოს, რადგან ამ დღეს თეატრი იქ დაბუდებულ აჩრდილებს ეკუთვნის. სხვადასხვა თეატრებს სხვადასხვა


როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს

დერმატოლოგები ფრჩხილებს ჯანმრთელობის სარკედ მიიჩნევენ- მათი უჩვეულო ფორმა, ფერი, სისქე და სხვა მახასიათებლები ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესებზე მიუთითებს. ფრჩხილების ქსოვილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<