ამას ძლიერი ლიდერები აკეთებენ… | Jolo.ge


ამას ძლიერი ლიდერები აკეთებენ…

ამას ძლიერი ლიდერები აკეთებენ…

ცხოვრება არ არის სამართლიანი. თუ მუდმივად იფიქრებთ იმაზე, რომ თუ სხვას გაუმართლა, თქვენც გაგიმართლებთ, მაშინ აუცილებლად მზად უნდა იყოთ იმედგაცრუებისთვის. ესაა ცხოვრება. როგორც ლიდერს, თქვენ ხშირად მოგიწევთ მსხვერპლის გაღება, უხეში გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამის გარეშე თქვენ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდებით.

 

ძლიერი ლიდერისთვის ყველაზე მთავარია იყოს სამართლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძლოთ ბალანსის პოვნა მიზნებსა და  ურთიერთობებს შორის.

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე დეტალს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში თქვენ გახდებით ლიდერი, რომელსაც აუცილებლად გაყვებიან:

 

მოემზადეთ გამარჯვებისთვის — როდესაც გუნდი ხედავს, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ გამარჯვებისთვის და გსურთ თქვენი კომპანია იყოს წამყვანი ისინიც აუცილებლად შეეცდებიან თავადაც იგივე გააკეთონ.

 

აჩვენეთ თანამშრომლებს თანაგრძნობა — თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი პრობლემები თქვენი პრობლემებია და მათი წარუმატებლობა — თქვენი წარუმატებლობა. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ თქვენ ხართ მესაჭე გემისა, რომელშიც ისინი სხედან.

 

აქციეთ თქვენი გუნდი პრიორიტეტად — მარტივი არაა სხვის ქუდში იგრძნო თავი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენ თანამშრომლებს ეუბნებით, რომ მათი ზრდა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სინამდვილეში ამისთვის არაფერს აკეთებთ, ეს უბრალოდ ტყუილია.

 

შედით კომუნიკაციაში — თუ თქვენ ჩაიკეტებით კაბინეტში და არ დაინტერესდებით იმით, რა ხდება ირგვლივ, ვერ  შეძლებთ ააწყოთ ისეთი ბიზნესი, როგორიც გსურთ, აუცილებელია კონტაქტი იქონიოთ თანამშრომლებთან და შეხვიდეთ მათთან კომუნიკაციაში, გაამხნევოთ ისინი.

 

 

წაახალისეთ თანამშრომლები — გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს მოსწონს, როდესაც მათ უფასდებათ ის, რასაც აკეთებენ. თუ რომელიმე თანამშრომელი განსაკუთრებით წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას ნუ მოერიდებით ამის აღნიშვნას სახალხოდ.

 

ნანახია:(1834)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როდის იწყება წარმატება და ბედნიერება?

… როდის იწყება წარმატება და ბედნიერება? … როცა ჩვენ ვართ მადლიერი იმით, რაც გვაქვს დღეს, იმით ვინც გვყავს ჩვენ გარშემო


„ისე მოიქეცი, თითქოს უკვე ბედნიერი ხარ და ნამდვილად გახდები ბედნიერი“ …

⚫ თუ თქვენ გინდათ იპოვნოთ ბედნიერება, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა და უმადურობაზე და გადაერთეთ შინაგან სიხარულზე, რომელიც მოაქვს ძალისხმევას. ⚫ არასდროს


როგორ ვაქციოთ ჩვენი გატაცება შემოსავლის წყაროდ 10 რჩევა

1) ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ენთუზიაზმს ენთუზიაზმი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია საქმის დასაწყებად, მაგრამ მხოლოდ ის არ კმარა საქმის ხანგრძლივად გასაგრძელებლად.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*