„სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი“ … | Jolo.ge


„სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი“ …

მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ცხენზე იჯდა, ხოლო მისი შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ცხენს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.

– ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ცხენზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა.

მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ცხენზე ბავშვი შესვა, თვითონ კი ცხენს წინ გაუძღვა. მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:

– როგორ არ გრცხვენია, – უთხრა გამვლელმა ცხენზე მჯდომ ბავშვს, – შენ ცხენზე წამომჯდარხარ, ეს მოხუცი, თეთრწვერიანი კაცი კი ფეხით მოდის.

ბავშვს შერცხვა და სთხოვა მოხუც პაპას, რომ ცხენზე მასთან ერთად შემჯდარიყო. მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივე ცხენზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა.

მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.

– საწყალი ცხოველი, ჩუმი, უტყვი, რახან მას ლაპარაკი არ შეუძლია, ასე უნდა გაიმეტოთ. ორივე წამომჯდარხართ ცხენზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად თქვენი ტარება.

მაშინ მოხუცი ცხენიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც უბრძანა ჩამოსვლა. ისინი ფეხით გაუძღვნენ ცხენს და ასე გააგრძელეს გზა. გარკვეული მანძილი რომ გაიარეს მათ კიდევ

შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:

– ცხენს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიანო. აი, ნამდვილი სულელები.

მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა პატარა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო.

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(298)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 ნაბიჯი საღათას ძილიდან გამოსასვლელად

საუკეთესო მეთოდი საკუთარი რეალობისა და მსოფლმხედველობის შესაცვლელად — ეს არის ძალიან წარმატებული ადამიანების გარემოცვაში აღმოჩენა და მჭიდრო ურთიერთობა მათთან. სცადე,


„ასე კარგად რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს”

„ასე კარგად ქმარს რომ მოვექცე, უნდა იმსახურებდეს”  – იყო ქალბატონის კომეტნარი ერთ-ერთ თემაზე. გულწრფელობა – არის ყველაზე კარგი თვისება, რომელიც


გიკვირს, რატომ ხარ მუდმივ სტრესში, წვალებაში, რატომ არ ესმით შენი?

განგებამ დაგაჯილდოვა, მოგცა სული, გონება, აზროვნების, სიყვარულის, ბედნიერების და მწუხარების აღქმის უნარი. მოგცა თავისუფალი ნება, ფორმა, სქესი ძალა და საშუალება,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<