„სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი“ | Jolo.ge


„სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი“

„სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი“

სიყვარული იმდენად მშვენიერია, რომ მისი ხელოვნება უნდა ისწავლოთ, ისევე, როგორც უნდა ისწავლოთ ცხოვრების ხელოვნება.

თუკი ცხოვრებისეული გარემოებანი ხელს გიწყობთ, გამოყავით ცალკე ოთახი სიყვარულისთვის — დაე ეს ოთახი ტაძარი გახდეს. სიყვარულის ოთახში შესვლისას ფეხსაცმელი გარეთ დატოვეთ. იქვე დატოვეთ თქვენი ჭკუა — ფეხსაცმელში ჩადეთ. სანამ სიყვარულით დაკავდებით, შხაპი მიიღეთ — სხეული სუფთა უნდა იყოს. ცოტაოდენი დრო მედიტაციას დაუთმეთ. გადააქციეთ სიყვარულის აქტი განცდად მშვენიერისა.

დაე ოთახს ელექტრობა კი არა, სანთლები ანათებდეს. აანთეთ სურნელოვანი ჩხირები, ისე როგორც ტაძარში. ნურასოდეს გააკეთებთ სიყვარულის ოთახში სხვა რამეს — არავითარი სკანდალები და უსიამოვნება. თუკი ხასიათზე არა ხართ, ჯობს სიყვარულის ოთახში საერთოდ არ შეხვიდეთ.

ბევრ რამეს ვერ აცნობიერებთ… ცოლი და ქმარი იმავე ლოგინში აწყობენ სკანდალებს, რომელშიც სძინავთ. აქვე კავდებიან სიყვარულით. მათ არ ესმით, რომ ყოველ მოქმედებას, ყოველ საქციელს, ყოველ გრძნობას საკუთარი ვიბრაცია აქვს. სიყვარულის ოთახი მხოლოდ სიყვარულის ვიბრაციებით უნდა იყოს გაჟღენთილი.

იყავით ლაღები, სიხარულით სავსენი.

მთავარი იმის გაგებაა, თუ რა ხდება თქვენს თავს, იმის გაგება კი, თუ რა ხდება, ყველაფერს ცვლის.

ოშო

თარგმანი ლევან რამიშვილის

ნანახია:(157)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ იქცევიან და ცხოვრობენ ბედნიერი წყვილები (10 რჩევა)

გასაოცარია არა? როცა ხედავთ წყვილებს რომლებიც 30 და მეტი წელი ერთად არიან და კვლავ უზომოდ უყვართ ერთმანეთი. რა არის მათი


რატომ არ გრძნობთ ბედნიერად თავს?

მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას, მოცემულ მომენტში რატომ არ განიცდით ნეტარებასა და ბედნიერებას: თქვენი აზრები ტრიალებენ იმის გარშემო, რაც თქვენ


„რა კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ შეყვარება“

«რა კარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ შეყვარება!» — გამაოგნა ამ სიტყვებმა! სიცოცხლის მიწურულს ადამიანს სურდა კიდევ ერთხელ განეცადა სიყავრულის გრძნობა, ენავარდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*