სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა | Jolo.ge


სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა

სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა

ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო სიყვარულია. დიახ, უფლის და ადამიანების თავგანწირული სიყვარული ადამიანს ყველა ცხოვრებისეულ სიძნელეებს ადვილად გადაატანინებს და უფრო მეტიც — მის გულს ენითგამოუთქმელი უწყვეტი სიხარულით აღავსებს.

თუ ვიცხოვრებთ სხვებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ენითაუწერელი ბედნიერებისთვის ვართ განწირული. ჩვენს გულს ღვთიურ შეგრძნებამდე აამაღლებს იმის განცდა, რასაც სხვებისთვის გავაკეთებთ და გავცემთ, ხოლო რასაც ჩვენთვის მოვიხვეჭთ და მოვითხოვთ არარაობად მოგვეჩვენება.

თავგანწირული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა, ამით განსხვავდება ის ცხოველისაგან, სწორედ ამ თვისებით ვლინდება მასში ღვთის სახება და ხატება. ის რაც სხვებისთვის დავთესავთ, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, მრავალ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო ის რასაც ჩვნთვის მოვწყვეტთ ჩვენი აურაცხელი სურვილების და მისწრაფებების ლაბირინთებში გახმება.

სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა -„მაპატიე“ და „მადლობა“, არაფერი არ ასულდგმულებს ამ გრძნობას როგორც მიტევება და მადლიერება.

აქ ათონზე ერთი, უკვე ხანდაზმული ბერი ცხოვრობს-ბერი სოფრონი, მას უფლის წინაშე ერთი უჩვეულო ღვაწლი აქვს აღებული: ის დადის მონასტრიდან მონასტერში (როგორც იცით ათონზე ოცი დიდი მონასტერი და ამდენივე სხვადასხვა ზომის სავანეა), შედის ეკლესიაში და მივა რა თითოეულ ადამიანთან ხელზე ეამბორება და სთხოვს პატიებას და დალოცვას, როგორც კი დაივლის ყოველ ადამიანს, არა აქვს მისთვის მნიშვნელობა თუ ვინ არის, მთავარია არავინ გამორჩეს, შემდეგ მიდის შემდეგ სავანეში და ასე ორმოცი წელიწადია დადის სავანიდან სავანეში. მინდა გამოვხატო ის შეგრძნება, რომელსაც მე ვგრძნობ, როცა ეს სიყვარულით სავსე, წმიდა მოხუცი ჩემს ცოდვილ ხელებს ეამბორება, მაგრამ ჩემი სიტყვა ამისთვის მეტად უძლურია, ერთს კი გეტყვით, რომ ამ დროს აშკარად ვგრძნობ, რომ გაცილებით უფრო სუფთა ვხდები ვიდრე მასთან შეხვდრამდე ვიყავი, თითქოს მისმა სიწმინდემ ტალღასავით შემოაღწია ჩემს უგრძნობ გულში და ამ დროს მხოლოდ ტირილი მინდება!

დიახ! არაფერი არ ასუფთავებს გულს ისე, როგორც თავგანწირული, მიმტევებელი სიყვარული!

ღმერთო მოჰმადლე ყოველ ადამიანს ასეთი სიყვარულის გრძნობა!

✞ ✞ ✞

ბერი ერმოლაოსი

ნანახია:(816)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მოგზაურობა — წამალი ბედნიერებისთვის

  ადამიანს, რასაკვირველია, გამუდმებით ბედნიერების მოთხოვნილება აქვს და სწორედ ამის გამო ეძებს გზას როგორ გაიხალისოს ცხოვრება. რატომ ხდება, რომ როდესაც


ბედნიერი ადამიანები ამას ყოველ დილით აკეთებენ

ბედნიერებისთვის ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო, რამდენიმე ჩვევა და თქვენი დღე ბედნიერად წავა. ნახეთ ბედნიერი ადამიანების ყოველდღიური ჩვევები:  


მუსიკის ჟანრის მიხედვით შეიძლება ადამიანის პიროვნების ტიპის განსაზღვრა

ძველი დროის ექიმები — ჰიპოკრატე, თეოფრასტე, ცელსიუსი, აურელიანუსი, გალენი და სხვები თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას. სწორად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*