სიყვარულის კოშკი და აკრძალული სიყვარულის ისტორია | Jolo.ge


სიყვარულის კოშკი და აკრძალული სიყვარულის ისტორია

სიყვარულის კოშკი და აკრძალული სიყვარულის ისტორია

აკრძალული სიყვარულის ისტორია, რომელზეც ეს „კოშკი მოგვითხრობს“, სვანეთში ყველამ იცის. ხოლო, როდესაც სვანეთში ყოფნისას მეგზურობას ამ მთების შვილი გიწევს, გზადაგზა სხვა უამრავ, საინტერესო ამბავსაც ისმენ… ჰოდა, ცოცხლდებიან შენს თვალწინ სატრფოსა თუ სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები…  

სხვა ხიბლი აქვს გზაში მოყოლილ ამბებს, — ამ გმირებთან ერთად გიყვარს, განიცდი, იბრძვი და ხშირად გლოვაც გიწევს…

უშგულისკენ მიმავალთ გზად ამაყად მდგომი კოშკი გვაჩერებს.

«ეს სიყვარულის კოშკია» — მეუბნება ჩემი მეგზური დათო ნაკანი და უძველესი ისტორიაც ცოცხლდება.

ჯერ სახალხო დღესასწაულს ვსტუმრობ, მერე ულამაზესი წყვილი მეფეთება და მათი სიყვარულის მოწმეც ვხდები… ჩემს თვალწინ ნისლიან ჭიუხვებს სიყვარულით შლეგიც გადაირბენს და… ბოლოს კლდეზე მჯდომ მომტირალ ასულთან ერთად მდინარეს გავჰყურებ და სატრფოს ვტირი …

„ის ქალი ამ კოშკში სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდაო  ამბობენ“- მაფხიზლებს ჩემი მეგზურის ხმა და უშგულისკენ ვაგრძელებთ გზას …

თან მიმყვება სიყვარულის კოშკიდან წამოყოლილი განცდა და დათო ნაკანის მოყოლილი

ლეგენდა აკრძალულ სიყვარულზე …

სვანეთში, სოფელ კალაში, კვირიკობას უხსოვარი დროიდან აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს და თავდავიწყებით შეჰყვარებიათ.

გოგოს, რომელიც მზეთუნახავივით ლამაზი იყოო, მიაგული ერქვა, ამ სოფლიდან ყოფილა, იფარიდან… დედით ობოლი მამას სალოცავად ჰყავდაო…

ბიჭი სოფელ კალის მკვიდრი ყოფილა, ბეშქენ მარგველანი, ვაჟკაცი და კარგი მონადირე. ჰოდა, ეს ვაჟკაცი, ამ ულამაზესი ქალის სიყვარულმა მოდრიკაო, არადა ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე…

სიყვარულით შეპყრობილები ერთმანეთს აქ, ამ მდინარესთან ხვდებოდნენ ჩუმად.

ბოლოს ეს სიყვარულის ამბავი ქალის მამამ გაიგო, შვილი გამოუტყდა, — ბეშქენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო.

მამამ, ბეშქენის დასჯა გადაწყვიტა — მოვკლავო!

ქალის რჩეული, მუხლებზე დაცემულა და სიყვარულისთვის პატიება უთხოვია — მომკალი, დამსაჯე, შენი ქალის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი მაინც არა აქვსო…

ამბობენ, მამის ნაცვლად ბუნებამ დასაჯაო მიჯნური…

ბედმა არ დაინდო, ყინულზე ფეხი დაუცურდა და ქარაფებიდან გადაჩეხილი ენგურში ჩავარდნილა…
ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე.

ამბობენ ბეშქენი და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.

იმ დღის შემდეგ ძაძები ჩაუცვამს და გლოვა გამოუცხადებია მიაგულს…

სახლში არ გაჩერებულა, ენგურში მდგარ ლოდზე, იქ სადაც შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს იჯდა და მწარედ მოსთქვამდა თურმე.

მამას შებრალებია და ამ ლოდზე შვილისთვის კოშკი აუგია…

მიაგული, ამ კოშკში დასახლებულა და სიცოცხლის ბოლომდე აქ ცხოვრობდაო…

დეა თავბერიძე

სვანეთის ლამაზი და დაუვიწყარი დღეებისთვის

მადლობა ჩემს მეგობრებს

დათო ნაკანს და

ფრენსის პრიმერსკის (Francis Prymerski)

ნანახია:(14658)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ უწოდებენ ჯონ ჰარვარდის ქანდაკებას «სამმაგი ტყუილის ქანდაკებას?!»

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ჰარვარდის (რომელიც დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს ქალაქ კემბრიჯში- მასაჩუსეტსის შტატი)


როგორ გადაარჩინა ვაჟა-ფშაველამ ალენ დელონი

2003 წელს „კვირის პალიტრაში“ (10-16 მარტი) „ვარსკვლავთბულვარის“ რუბრიკაში გამოქვეყნდა წერილი ალენ დელონის შესახებ „ვაჟა-ფშაველამ გადამარჩინა“, ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:  


როგორ გავახაროთ ჯეჯილი ერთ კვირაში — მარტივი და გამოცდილი მეთოდი

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ.ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort