fbpx

„სიყვარულის ორმოცი წესი“ – ელიფ შაფაქი 

ავტორი ჟოლო
13,861 ნახვა

ციტატები

„არასოდეს არის გვიან შენს თავს ჰკითხო: ვარ თუ არა მზად, შევცვალო ჩემი ცხოვრება? ვარ თუ არა მზად, შევიცვალო მე თვითონ? ერთი დღეც თუ დაემსგავსა გუშინდელს, ნამდვილად დასანანია. ადამიანი ყოველწუთიერად , ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად უნდა ახლდებოდეს, თუ გსურს ხელახლა იშვა, სიკვდილამდე უნდა მოკვდე. “

„არ შეეწინააღმდეგო ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე დაგხვდება. იდინოს ცხოვრებამ. წინ ნუ გადაეღობები. თუ ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა, ნურც ეგ შეგაკრთობს. კარს მომდგარ სიახლეს რად უნდა ამჯობინო ის, რასაც უკვე შეჩვეული ხარ? განა რა იცი, რა სჯობს სინამდვილეში?“

„მოთმინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთმინება შორსმჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გარწმუნებს. მოთმინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ. მოუთმენლობა კი სიბეცეა, შედეგის განჭვრეტის უუნარობა. ღვთის მოყვარულთ მოთმინება არასოდეს ელევათ, რადგან იციან, რომ ნამგალა მთვარის სავსე მთვარედ გადაქცევას დრო სჭირდება.“

„სიყვარული სიცოცხლის წყალია. პირადად მე ძალიან დამეხმარა ის, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთა საქმეებში ჩარევა შევწყვიტე. აღარ ვწუხდი და აღარ ვშფოთავდი იმის გამო, რომ ამ ხალხის გადასხვაფერება არ შემეძლო. ამიტომ ზედმეტ ჩარევას, ან პირიქით, სრულ უმოქმედობას იქნებ მინებება გერჩიოთ? ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვას სისუსტესთან აიგივებს. მაგრამ მინებება ყველაფერია, სისუსტის გარდა. ეს არის სამყაროს წესების, კანონებისა და პირობების მშვიდად მიღება, მათ შორის ისეთი რამეებისაც, რისი შეცვლა ან გაგება ჩვენს ძალებს აღემატება“.

„რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი.
ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის!
იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ იმისთვისაც , რაზეც უარი მიიღო.“

ელიფ შაფაქი 
“სიყვარულის ორმოცი წესი”

„სიყვარულის 40 წესი” თურქი მწერლისა და ჟურნალისტის ელიფ შაფაქის ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანია. ორიგინალი 2009 წელს გამოიცა ამერიკაში, მას შემდეგ ითარგმნა 33 ენაზე, მათ შორის ქართულადაც.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment