სიყვარულია — ერთად გადალახოთ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი | Jolo.ge


სიყვარულია — ერთად გადალახოთ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი

სიყვარულია — ერთად გადალახოთ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი

რა არის სიყვარული?
💚💙💛💜💖💞
სიყვარული — გაიაროთ ერთად ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი !
და ამ ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს მიუხედავად —
დარჩეთ, 
გადარჩეთ,
აპატიოთ,
გააუმჯობესოთ,
მოუფრთხილდეთ,
დააფასოთ
და უერთგულოთ.

სიყვარული — ცხოვრების ერთად სავალ გზაზე წარმოქმნილი, თითოეულის ხვედრის, სიძნელის ერთად გადალახვაა.

სიყვარული — იმყოფებოდე მის გვერდით არა მხოლოდ, მაშინ როდესაც ყველაფერია კარგად, ლამაზად, როგორც შენ გინდა და გაგიხარდება — არა ეს არ არის სიყვარული — არამედ, როცა ნერვებს გიშლის და არ მოგწონს მისი რბილად რომ ვთქვათ „რაღაც-რუღაცეები“, ხედავ „წკიპზე ხარ“… გგონია — მეტს ვერ მოითმენ, ხედავ — სისუსტეს მის ხაისთში, აზროვნებაში, ქცევებში და მაინც ერთად………
…რატომ?
..არც იცი პასუხი — უბრალოდ გინდა და ხარ… თუ ლოგიკა ჩართე და ჩამოთვალე რატომ რჩები მის გვერდით, დასაფიქრებელია: არის კი ეს სიყვარული?

სიყვარული — ეს გასცდე ფიზიკურობის სივრცეს და ხედავდე მასში სულს!!!! მის შემოხადვაში სრულად დნებოდე და შეხებით ყოვლის მომცვლელი სწრაფვით ეშვებოდე ბედნიერის მორევში…. გრძნობდე სამყაროს ერთარსად….

სიყვარულია — შეგეძლოს მხარდაჭერა, მიღება, გეცამა, მიტევება…

გრძნობდე და მიმართავდე — „ჩემო თავლის ჩინო“,
გრძნობდეს და პასუხობდეს — „სულო, გულო ჩემო“…

სიყვარულია — დაუფიქრებლად გახდე მაშველი რგოლი, მოციმციმე შუქურა, ანათო და გახდე ენერგიის უშრეტი წყარო…

გიყვარდეს — ეს ხედავდე ულამაზოს, სუსტს, გზიდან აცდენილს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაგიცრუვდეს იმედები და არ გაგიცივდეს გული და არ შეწყვიტო ზრუნვა. პირიქით, გააგრძელო და ჩაჭიდო ხელი უფრო ძლიერად…

სიყვარულია — ერთად გადალახოთ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. 
ე რ თ ა დ !!!

მიყვარხართ მე თქვენ 
ურთიერთობების ქოუჩი თამარ კვარაცხელია
http://kvaratskhelia.pro/

ნანახია:(187)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

 რამდენიმე გზა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად

ნამდვილი წარმატება იწყება მას შემდეგ, რაც დატოვებთ კომფორტის ზონას! ეს ფრაზა დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და უამრავი ადამიანისთვის კარგად ცნობილია.  


ცხოვრების გასაღები — გიორგი თვალაძე

ვზივარ, ვაკვირდები 3 წლის ლუკას და ვხედავ, რომ მან ყოველთვის იცის, რა აკეთოს… თუ რა თქმა უნდა, მშობლები არ შევუშლით


ინტერვიუ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

თუ გსურთ საკუთარი თავის პოვნა და იმ შესაძლებლობების გამოვლენა და რეალიზება, რომელიც თქვენშია, ჩვენი სტუმრის რჩევებს მიჰყევით. თამარ საგინაშვილი მსოფლიოში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*