სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი… | Jolo.ge


სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი…

სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი…

ელიფ შაფაქის ციტატები სიყვარულზე:

„ბებიაქალმა კარგად იცის: ტკივილის გარეშე ბავშვი დედის საშოდან ვერ გამოაგნებს და ვერ დაიბადება. ვერც შენი ახალი მე დაიბადება სიძნელეების გარეშე. თიხას გამოსაკვერად დიდი სიმხურვალე სჭირდება. ასეა სიყვარულიც: მან დიდი ტკივილი უნდა გამოაიროს, რომ სრულყოფას მიაღწიოს.“

„უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს… ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისაკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს; იგი სუფთაა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.“

„ჯოჯოხეთი აქვე, ახლოს არის. იგივე ითქმის ზეციურ სავანეზეც. ნუ გეშინია ჯოჯოხეთის, ნურც სამოთხეზე ოცნებობ, რადგან ორივე ისევ და ისევ შენშია და არა სადმე სხვაგან. როცა გვიყვარს, ზეცად სწორედ მაშინ ვმაღლდებით. გეენაში კი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილი გვაგდებს.“

„ადვილია, გიყვარდეს ყოვლად სრული ღმერთი-სპეტაკი და შეუცდომელი. ბევრად უფრო ძნელია, გიყვარდეს მოძმე შენი-ადამიანი, უამრავი ზადის მქონე. გახსოვდეს, რომ მხოლოდ იმის შეცნობა შეგიძლია, რისი შეყვარების უნარიც გაქვს. არ არსებობს სიბრძნე სიყვარულის გარეშე. სანამ ღმერთის ქმნილების სიყვარულს არ ისწავლი, ვერც ღმერთის შეყვარებასა და შეცნობას შეძლებ.“

„ნამდვილი სიბინძურე ის არის, რაც შიგნით გაქვს, სხვა დანარჩენი წყალს გაჰყვება. სიბინძურის ერთადერთი სახეობა არსებობს, რომელსაც სუფთა წყლით ვერ ჩამოირეცხავ. ეს არის სიძულვილი და შეუწყნარებლობა, რომელიც სულს ანაგვიანებს. შენ შეგიძლია ხორციელად განიწმინდო თვითგვემითა და მარხვით, მაგრამ შენი გულის ჭეშმარიტი განსპეტაკება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.“

„მარტოობა და განმარტოება სხვადასხვა რამ არის. მარტოკაცს თავის მოტყუება უწევს, აქაოდა, სწორ გზას ვადგავარო; ისევ განმარტოება გიჯობს: ამ დროს მარტო ხარ, მაგრამ მარტოსული მაინც არ გქვია. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს ის აჯობებს, იპოვო ადამიანი, რომელიც შენი სარკე გახდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ სხვა ადამიანის გულში დაინახავ შენს ნამდვილ სახეს და შენში ღვთის არსებობას.“

„სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგნულ ფერისცვალებას.“

„ეს სამყარო თოვლიან მთას ჰგავს, სადაც შენი ხმა ექოს სახით გიბრუნდება. რაც უნდა ამოვიდეს შენი პირიდან-ავი თუ კარგი- ამა თუ იმ სახით უთუოდ უკანვე მოგივა. ამიტომ ლანძღვით ნუ უპასუხებ იმას, ვინც შენს წინააღმდეგ უკეთურ ზრახვას ატარებს გულში. ამით ვერაფერს მიაღწევ და ბოროტი ენერგიის მანკიერ წრეში იტრიალებ დაუსრულებლად. გიჯობს, ორმოცი დღის განმვალობაში მხოლოდ კარგი ილაპარაკო და იფიქრო ამ ადამინაზე. თავად ნახავ, ორმოცი დღის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად იქნება, რადგან დროის ამ მონაკვეთში თვითონ შენც იცვლი ფერს.“

ნანახია:(188)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქალის ბედისწერა — სიყვარულია, კაცის ბედისწერა — თავისუფლება

ჩვენი ფილოსოფია :  ქალის ბედისწერა — სიყვარულია. კაცის ბედისწერა — თავისუფლება. მაგრამ ქალი სიყვარულს იღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თავისუფლებას შეიძენს,


რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ  არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით

ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენს გაიღებს ორივე მხარე მის შესანარჩუნებლად. არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ თქვენ არასწორ ურთიერთობაში იმყოფებით


თუ კი ურთიერთობა იმალება, არ დარჩეთ ამ ურთიერთობაში

რეჯინა ბრეტი — ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი. ის ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და მან კარგად იცის რაზე საუბრობს.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*