სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4) | Jolo.ge


სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)

სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი

 ოშო რაჯნეში

საიდუმლო საიდუმლოთა
შემწყნარებლობა

ყოველთვის უნდა გვახსაოვდეს, რომ თუ სიფხიზლე მოდუნდა, თქვენ შეიძლება უბრალოდ თქვენი სექსუალურობის რაციონალიზირება მოახდინოთ და თან გჯეროდეთ, რომ ტანტრათი ხართ დაკავებული. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა სექსი, მოწოდებული ტანტრას ტერმინებით.

ტანტრას რომ გაუცნობიერებლად ვესწრაფოთ, ის შეიძლება ჩვეულებრივ სექსად იქცეს. სწორედ ასე მოხდა ინდოეთში, ტანტრას სამშობლოში. ინდოეთის ყველა ტანტრისტული სკოლა ადრე თუ გვიან სექსუალური ორგიებამდე ეცემოდნენ. ძალიან ძნელია დარჩე გამცნობიერებელი… თითქმის შეუძლებელია. თუ სულ თავიდანვე სწავლებამ ძალზე ღრმად ვერ შემოაღწია თქვენში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ თქვენივე თავის მოტყუებას დაიწყებთ.

ტანტრა ნებისმიერ წამს შეიძლება შენიღბულ სექსუალურობად იქცეს. ტანტრას საფარველქვეშ შეიძლება არაფერი არ აღმოჩნდეს, გარდა სექსუალურობისა. და მაშინ ეს საშიშია, ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ჩვეულებრივი სექსი _ ჩვეულებრივი სექსი პატიოსანი მაინცაა _ თქვენ თავს მაინც არ იტყუებთ და რაღაც უფრო მეტზე არ გაქვთ პრეტენზია; მაგრამ ტანტრა შეიძლება სახიფათო გახდეს… თქვენ თავს უკატუნებთ, თითქოს ეს რაღაც უფრო ამაღლებულია, რაღაც ზეადამიანური, რაღაც იმქვეყნიური. ყოველთვის გახსოვდეთ ასეთი შესაძლებლობის შესახებ! აუცილებელია უდიდესი გაცნობიერებულობა.

ღვთაებრივი მელოდია

სექსი ზოგჯერ ცხოველურია — ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებელი. ის შეიძლება ცხოველურ დონეზე უფრო მაღლა ავიდეს — იქცეს სიყვარულად, ლოცვად. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. სექსი, როგორც ასეთი, ფიქსირებული მოცემულობა არ გახლავთ; იგი მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა. შეიძლება ისე დაკავდეთ სექსით, როგორც მოგესურვებათ. ამაშია ტანტრას გზავნილის არსი… სექსი შეიძლება სამადჰი გახდეს. ასეთია ტანტრას ხედვა: სექსმა შეიძლება სამადჰიმდე მიგიყვანოთ, სექსის მეშვეობით შეიძლება თქვენში უკიდურესი ექსტაზი შემოვიდეს. სექსი შეიძლება თქვენსა და უზენაესს შორის ხიდად გამოდგეს.

გაცნობიერებულობა

გაცნობიერებულობა — აი გზა. არც წააქეზო და არც განუდგე, არამედ იყო გამცნობიერებელი. აკეთეთ, რასაც აკეთებთ, ოღონდ იმის სრული გაცნობიერებით, რაც ხდება. თუკი ვნება გიპყრობთ, შედით მასში სრული ცნობიერებით და მაშინ ვნება მთლიანად, ხარისხობრივად შეიცვლება და ლოცვად გადაიქცევა. ასეთ ხარისხს აღმოსავლეთში ტანტრას ვეძახით. სექსი უკვე აღარ არის სექსი — ის აღარ არის სექსუალური. თუკი ვნებაში შესვლა ცნობიერია, იცვლება თვით ვნების ხარისხი. ეს უკვე ფიზიკური შვება კი არ არის, არამედ სიცოცხლის უფრო ღრმა განცდა.

ტანტრისტული განცდა ნიშნავს, რომ არ არსებობს არც ჩახშობა და არც წაქეზება.

ტანტრისტული მიდგომის განხორციელება მხოლოდ მედიტაციაში ღრმად დანთქმით არის შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ არის ტანტრა.

მხოლოდ მაშინ ხდებით ძალიან, ძალიან ჩუმი, უსიტყვო, ფხიზელი და შესაძლებელი ხდება ტანტრაში შეღწევა. სხვანაირად ტანტრა მხოლოდ თქვენი ჟინის წაქეზება, ახირების გამართლება იქნება, გამოწყობილი ახალ, ასერიგად რელიგიურ ტანისამოსში. ახალი სახელი ცვლილებას არ მოიტანს, ცვლილებას თვით თქვენი არსება ითხოვს. ტანტრისტული სექსი არ გახლავთ სექსი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით _ ეს მედიტაციაა.

მედიტაციამ თქვენი ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მედიტაციურად აკეთეთ.

იარეთ მედიტაციურად, ჭამეთ მედიტაციურად.

თუ სიყვარულს მისცემიხართ, მედიტაციურად მიეცით მას თავი.

მედიტაცია თქვენს ცხოვრებად უნდა იქცეს, დღეღამის ოცდაოთხივე საათი მას უნდა ეკავოს; მხოლოდ მაშინ გახვალთ სექსის საზღვრებს, სხეულის საზღვრებს, გონების შეზღუდულობის მიღმა. პირველად შეიცნობთ ღვთაებრივს, ექსტაზს, ნეტარებას, ჭეშმარიტებას, განთავისუფლებას.

 

მიღება

სანამ ტანტრა მთელი თქვენი გონების საფუძვლად არ იქცევა, მთლიანობას ვერ შეიძენთ, რადგან არცერთი სხვა მსოფლმხედველობითი სისტემა ადამიანს მთელი მის ტოტალურობაში არ აღიქვამს.

ეხებით როდესმე თქვენს სხეულს?

გიგრძვნიათ ოდესმე თქვენი სხეული… ან ისეთი შეგრძნება თუ დაგუფლებიათ, თითქოს რაღაც მკვდარში ხართ გამომწყვდეული?

ასეთი რამ ხდება: ადამიანები თითქმის გაყინულნი არიან; საკუთარ სხეულს ატარებენ, როგორც კარკასს _ მძიმეს, ხელისშემშლელს, სინამდვილესთან ურთიერთქმედებაში შესვლის საშუალების არმომცემს…

სხეულისმიერ ელექტრობას დინების საშუალება რომ მისცეთ _ ფეხის თითებიდან თავისკენ დენის საშუალება _ რომ გაანთავისუფლოთ ენერგეტიკული ნაკადი, _ ბიოენერგია, _ სხეულის შეგრძნებას შეწყვეტთ და მდინარედ იქცევით.

თავს უსხეულო არსებად იგრძნობთ. უსხეულო არსებად მაშინ იქცევით, როცა საკუთარ სხულთან ომს შეწყვეტთ. თუკი ბრძოლა მიმდინარეობს, სხეული ტვირთად იქცევა. თუკი სხეული ტვირთად გექცათ, ღვთაებრივს ვერასდროს მიაღწევთ.

სხეული უწონადად უნდა იქცეს, რათა დედამიწის ზურგზე ლამის ფრენა-ფრენით დადიოდეთ _ ასეთია სიარულის ტანტრისტული მეთოდი _ ისეთი მსუბუქი ხართ, რომ მიზიდულობის კანონი თქვენთვის აღარ არსებობს და შეგიძლიათ იფრინოთ.

ასეთია შედეგი დიადი მიღებისა. საკუთარი სხეულის მიღება ძალიან გაგიძნელდებათ. თქვენ მას კიცხავთ და მუდამ რაღაც ნაკლს პოულობთ მასში. არასოდეს არ ამართლებთ, არ გიყვართ იგი და რაღაც სასწაულს ელით… რომ მოვა ვიღაც და თქვენს სხეულს შეიყვარებს.

თუკი თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ საკუთარი სხეული, როგორღა აპირებთ ისეთი ვინმეს პოვნას, ვინც მის შეიყვარებას მოახერხებს?

თუკი თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ გიყვარდეთ, სხვა არავინ შეიყვარებს, რადგან თქვენი ვიბრაციები თქვენს ირგვლივ მყოფთ შეაფერხებს და შეაკავებს.

მხოლოდ ისინი უყვარდებათ, ვისაც თავისი თავი უყვარს, მაგრამ არასოდეს არ ხდება პირიქით.

ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ — მხოლოდ ამ ცენტრიდან შეიძლება წარმოიშვას სიყვარულის სხვა ფორმები.

ასეთია ტანტრას ფუნდამენტური სწავლება; იგი ამტკიცებს, რომ თქვენ უკვე სრულქმნილი ხართ. არცერთი სხვა სწავლება, არცერთი სხვა ფილოსოფია ამას არ ამბობს. სხვა კონცეფციები თქვენს მიერ რაღაცის მიღწევის აუცილებლობას გთავაზობენ; თქვენ უნდა იაროთ, იბრძოლოთ, ბევრი რამის ჩადენა მოგიწევთ, წინ კი რთული და სახიფათო გზა გიდევთ; ძალიან, ძალიან იშვიათად თუ მიაღწევს ხოლმე ვინმე მიზანს ამ გზით _ ასე ხომ მიზანი ძალიან შორია. მილიონობით სიცოცხლის მანძილზე ადამიანი მცდელობას არ აკლებს და მხოლოდ შემდეგ თუ მიაღწევს; სრულყოფილებას უნდა მიაღწიო.

ტანტრა ამტკიცებს, რომ სწორედ ამიტომაც ვერ აღწევთ.

საჭირო არ არის სრულყოფილების მიღწევა. საჭიროა მხოლოდ გაიგოთ, რომ ის უკვე აქ არის.

მსოფლიოს ყველა რელიგია, ტანტრას გარდა, გაორებულ პიროვნებებს ბადებდა.

მსოფლიოს ყველა რელიგია, ტანტრას გარდა, შიზოფრენიის აღმოცენებას უწყობდნენ ხელს. მათ დაყვეს ადამიანი. მათ შექმნეს თქვენში რაღაც „ცუდი“ და რაღაც „კარგი“. ისინი ამტკიცებენ, რომ რომ კარგს უნდა მიაღწიოთ, ცუდი კი უნდა განაგდოთ, ეშმაკი უნდა განაგდოთ, ღმერთი კი მიიღოთ. მათ თქვენში შექმნეს შინაგანი დაყოფა, შინაგანი ორთაბრძოლა. თქვენ გამუდმებით თან გდევთ დანაშაულის გრძნობა, რადგან როგორ უნდა მოსპოთ საკუთარი შეზღუდული, განუვითარებელი ნაწილი? ის უნდა გაკიცხოთ, დაარქვათ „ცუდი“, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება არსად არ მიგიყვანთ.

როგორ უნდა მოსპო, გაანადგურო შენივე თავის ნაწილი? ის თქვენ არ შეგიქმნიათ. ის თქნენ მიიღეთ, როგორც მოცემულობა.

თქვენშია ბრაზი, სექსი, სიხარბე — ისინი თქვენ არ შეგიქმნიათ; ეს ისეთივე სიცოცხლის ისეთივე რეალიებია, როგორიც თვალები ან ხელები. შეიძლება მათ სხვადასხვანაირი სახელები მოუგონოთ, მახინჯი ან მშვენიერი უწოდოთ, მაგრამ მათი მოკვლა შეუძლებელია. შეუძლება არსებობიდან რაიმე ამოიღოთ, ვერაფერი ვერ განადგურდება. ტანტრა ამბობს, რომ შესაძლებელია ტრანსფორმაცია… მაგრამ განადგურება? _ შეუძლებელია.

ტრანსფორმაცია მთელი შენი არსების ტოტალური მიღებით ხდება. ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ყველაფერი თავის ადგილზე დგება; მიღებული ხდება და ტრანსფორმირდება ბრაზიც და სიხარბეც. მაშინ, ყოველგვარი მცდელობის გარეშე ჩამოიჭრათ თქვენი არსის რომელიმე ნაწილი, მთელი თქვენი არსება გარდაიქმნება.

თუკი ადამიანი საკუთარ თავს იღებს და „ჰო“-ს ეუბნება, ხდება გარდაქმნა და შფოთისა და უწესრიგობის ადგილზე წარმოიქმნება ახალი მელოდია, იბადება ახალი ჰარმონია.

თუკი ღამის ყველაზე ბნელ დროს შეგიძლიათ იხილოთ განთიადი, ესეიგი მშვენიერება არსებობს, ესეიგი თქვენ მიაღწიეთ. თუკი შეგიძლიათ უმდაბლესში უმაღლესი დაინახოთ, ესეიგი ჯოჯოხეთშიც კი სამოთხის შექმნის ძალა შეგწევთ, ესეიგი თქვენ შეიცანით ცხოვრების ხელოვნება. ტანტრა ლამობს გადაგაქციოთ ცხოვრების მხატვრად _ არა სიცოცხლის უარმყოფლად, არამედ მის ტოტალურად მიმღებად.

რომანტიული სიყვარული

სექსი სიყვარულის გარეშე უბადრუკია. ის მხოლოდ ფიზიკურ განმუხტვას გაძლევთ. შეიძლება შეეჩვიო ასეთ სექსს, მაგრამ ურთიერთობაში შესვლის გარეშე სიამოვნებას ვერ იღებთ. რაღაც მოუსვენრობას გრძნობთ, მაგრამ სექსუალურ კონტაქტში შესვლით თქვენ ვერაფერს იღებთ.

სწორედ ასე ხდება დასავლეთში. ადამიანები სექსის საზღვრებს მიღმა გადიან, მაგრამ არა სიყვარულში და და თანაგრძნობაში _ საზღვრებს მიღმა ხომ მხოლოდ ის არსებობს, რაც შიგნითაც არის; ადამიანები სექსის საზღვრებს მიღმა ნეგატიური გზით გადიან. სექსი აბსურდად იქცევა. დასავლეთმა ბოლო მოუღო სექსს.

ახლა დასავლეთი რაღაც სხვას ეძებს. სწორედ ამიტომ შეიძინა ნარკოტიკებმა ასეთი დიდი მნიშვნელობა. სექსს ბოლო მოუღეს, არადა სწორედ სექსი იყო უძველთაძველესი ნარკოტიკი — ბუნებრივი „ელესდე“. ახლა კი, როცა მას ბოლო მოუღეს, ადამიანებმა აღარ იციან, რა აკეთონ.

სანამ სექსი უფრო ღრმა არ გახდება და სიყვარულად არ ტრანსფორმირდება, გამოსავალს ვერ იპოვიან: თავიანთი უმწეობის გამო ადამიანები იძულებულები იქნებიან, ნარკოტიკებს მიმართონ. ზიზღსაც რომ გვრიდეთ თვით ფიქრი ასეთ გამოსავალზე, მათ სხვა მაინც არაფერი დარჩენით — სექსს ხომ ბოლო მოუღეს. სექსს ბოლო მოუღეს და მისი საქმე დამთავრებულია არა იმიტომ, რომ ის უსარგებლო გახდა, არამედ იმის შედეგად, რომ ადამიანები მას ზედაპირულად განიცდიდნენ და არ აღწევდნენ თვით მოქმედის მისტერიაში.

ყველაზე დიდი, რაც ცნობილია კაცობრიობისთვის, ის არის, რასაც რომანტიულ სიყვარულს უწოდებენ, მაგრამ არც ეს არის სიყვარული; ეს მხოლოდ და მხოლოდ დათრგუნული სექსია. როცა სექსუალური კონტაქტის წარმოქმნის შესაძლებლობა არ არსებობს, მაშინ დათრგუნული ენერგია რომანტიული ურთიერთობების ფორმას იძენს. დათრგუნული ენერგია ინტელექტუალური გახდება, თავისკენ წავა. როცა სექსი გენიტალიებიდან თავისკენ მიდის, ის რომანტიკად გადაიქცევა ხოლმე.

რომანტიული სიყვარული ნამდვილი სიყვარული არ არის, ეს ყალბი მონეტაა, ნაყალბევია. ეს იგივე სექსია, ოღონდ ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას მოკლებული. წარსულ საუკუნეებში ბევრნი განიცდიდნენ პლატონურ სიყვარულს, რადგან სექსუალური კონტაქტები საკმაოდ ერთობ შეზღუდული იყო.

საზოგადოება სექსის გზაზე უამრავ დაბრკოლებას ქმნიდა. სექსი იმდენად ძნელადმისაღწევი გახდა, რომ ადამიანები იძულებული ხდებოდნენ ჩაეხშოთ იგი. ეს ჩახშობილი ენერგია თავისკენ ასვლას იწყებდა, გამოსავალს პოულობდა პოეზიაში, მხატვრობაში, ხელოვნებაში და მშვენიერ ოცნებებს ბადებდა.

ფროიდის წყალობით დასავლეთში დიადი გადატრიალება მოხდა.

სექსუალურმა რევოლუციამ სექსუალური ენერგიის დაანგრია ყველანირი დაბრკოლება, აკრძალვა და სექსუალური ენერგიის ჩახშობა. ახლა სექსი უკვე ადვილად ხელმისაწვდომია, ამის პრობლემა აღარ არსებობს. სექსი იმაზე იფრო ხელმისაწვდომიც კი გახდა, ვიდრე ეს ადამიანს სჭირდება, და ამან წარმოშვა ახალი პრობლემა. გაქრა სიყვარულის რომანტიკა. ახლა დასავლეთში უკვე აღარ ქმნიან რომანტიულ ნაწარმოებებს. ვინღა დაიწყებს სატრფოსთვის ლექსების წერას? სექსის ასეთი ადვილადმისაწვდომობის პირობებში ვინღა დაიწყებს მასზე ოცნებას? ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს.

რომანტიული სიყვარული ფიზიკური სექსის მეორე, მხარეა — თუმცა დათრგუნული მხარე. ეს არ არის სიყვარული. ის, რასაც სექსს, სექსუალურობას უწოდებენ და რომანტიული სიყვარული _ ორივე არაჯანსაღი ვითარების გამოვლინებას წარმოადგენს.

სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა. სიყვარული ჯანსაღი მოვლენაა. სექსუალურობაში მხოლოდ სხეულია ჩართული, რომანტიულ სიყვარულში — მხოლოდ თავი. ერთიც და მეორეც ნაკლულია, არასრულფასოვანი.

სიყვარულში სხეული და გონება ერთმანეთს ხვდებიან… და თქვენ უფრო მთლიანი ხდებით. თქვენ ადამიანი გიყვართ, სექსი კი წარმოიქმნება, როგორც ამ სიყვარულის ანარეკლი, ჩრდილი — და არა პირიქით. თქვენ ისე ძლიერ გიყვართ ადამიანი, თქვენი ენერგიები ისე ღრმად აღწევენ პარტნიორში, ისე კარგად გრძნობთ თავს ერთად, რომ თვით მასთან ერთად ყოფნასაც კი თქვენთვის რეალიზაცია მოქვს, გავსებთ, მთლიანს გხდით.

ცენტრი სიყვარულია და არა სექსი; სექსი პერიფერიაა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ თქვენ გსურთ ფიზიკურ სიბრტყეზეც შეხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის. სექსი აკვიატებული აზრი კი არ ხდება, არამედ ენერგიის გაზიარების შესაძლებლობა.

სიყვარული — ეს ჰარმონიაა. უყვართ არა მხოლოდ სხვისი ტანი, არამედ მთელი მისი არსება, თვით მისი ახლოს ყოფნა. სიყვარულში სხვა არ გამოიყენება, როგორც საშუალება, დაძაბულობის მოხსნის საშუალება. თქვენ თვით ადამიანი გიყვართ. სხვა არ წარმოადგენს თქვენთვის საშუალებას, ხელსაწყოს, არამედ ფასეულია თავისთავად.

 

(„სატრფო“, ტ.1)

სექსი ერთადერთი ენერგიაა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ.

ენერგია შეიძლება ტრანსფორმირდეს, ის შეიძლება უმაღლეს ენერგიად იქცეს.

რაც უფრო მაღლა იწევს იგი, მით უფრო ნაკლები სექსუალურობა რჩება მასში.

სულ მაღლა ის სიყვარულად და თანაგრძნობად იქცევა. მის უკიდურეს გაფურჩქვნას შეიძლება ღვთაებრივი ენერგია ვუწოდოთ, მაგრამ ფუძედ რჩება სექსი.

ამიტომ ჯერ ენერგიის ქვედა ფენაა განლაგებული — სექსი, მწვერვალად კი ღმერთი გვევლინება.

თუმცა-ღა ეს ერთი და იგივე ენერგიაა.

სიყვარული უნდა ამაღლდეს _ განთავისუფლდეს ავხორცობის ტყვეობიდან.

ვნებისგან გაქცევით თქვენ თვით სიყვარულის აღმოცენების შესაძლებლობას გაურბიხართ.

მართალია _ სიყვარული ავხორცობა არ არის. ისიც მართალია, რომ ვნების გარეშე სიყვარული შეუძლებელია.

სიყვარული ვნებაზე მაღლა დგას, მაგრამ, ვნების ბოლომდე განადგურებით თქვენ ყვავილს ტალახიდან ამოსვლის საშუალებას არ მისცემთ.

სიყვარული ლოტოსს ჰგავს, ვნება კი _ ფსკერის შლამს, საიდანაც ის ამოიზრდება.

გახსოვდეთ ეს, სხვანაირად ვერასოდეს მიაღწევთ სიყვარულს.

უკეთეს შემთხვევაში თქვენ თავს მოიკატუნებთ, თითქოს ვნების ტრანსცენდენტირება მოახდინეთ.

სიყვარულის გარეშე ავხორცობის ტრანსცენდენტირება არავის ძალუძს. ასე მხოლოდ მისი დათრგუნვაა შესაძლებელი.

დათრგუნული ვნება ხდება უფრო საშიში, სასიკვდილო. აღწევს რა ყველა თქვენს სისტემაში, ის ხდება მომწამვლელი, დამანგრეველი.

ვნება, ტრანსფორმირებული სიყვარულად, ნათელს, ნათებას გძენთ. ჩნდება სიმსუბუქის, ფარფატის შეგრძნება. ზურგზე ფრთები გესხმებათ.

(`სატრფო~, ტ. 1)

სადაც არ უნდა იყოთ, ნუ შეგეშინდებათ.

ასეთია ტანტრას გზავნილი: სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ნუ შეგეშინდებათ.

მხოლოდ ერთი რამ განაგდეთ _ შიში.
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ერთი რამის _ შიშის.

მოიკრიბეთ მთელი თქვენი გამბედაობა და უშიშრად შეხედეთ რეალობას, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

თუკი ქურდი ხართ, თვალი გაუსწორეთ ამას.

თუ ბოროტი ადამიანი ხართ, თვალი გაუსწორეთ ამას.

თუ ძუნწი ხართ, თვალი გაუსწორეთ ამას.

ვინც არ უნდა იყოთ, თვალი გაუსწორეთ ამას.

ნურაფერს გაექცევით.

დააკვირდით, იცხოვრეთ იმით, რაც არის.

თუკი შეგიძლიათ სიძუნწეში, სიბრაზეში, ეჭვიანობაში გახელილი თვალებით შესვლა, თქვენ განთავისუფლდებით მათგან.

ყველაფერ ამას გპირდებათ ტანტრა. ჭეშმარიტებას ძალუძს გათავისუფლება. ცოდნას ძალუძს გათავისუფლება. ცოდნა არის თავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, — სულერთია თავს ითრგუნავთ თუ აქეზებთ, — შედეგი ერთი და იგივე იქნება.

განრისხების ჟამს დაკვირვებული გახდით და თქვენ გაოცდებით, აღმოაჩენთ რა, რომ დაკვირვებულობის გამოჩენით რისხვა აორთქლდა, შეუძლებელი გახდა.

ენერგიამ, რომელიც მზად იყო მრისხანებად გადმოფრქვეულიყო, თავისი ნათელით მთელი თქვენი არსება გაანათა. იგი თქვენს აურად, გარშემორტყმულ ნათელად იქცა _ იგივე ენერგია. გავარვარებული ნახშირი, მხურვალება რომ აღარ არის, ის სინათლედ იქცევა.

ნუთუ არ გესმით? მხურვალება და სინათლე ერთნი არიან. სიმხურვალე სინათლედ გადაიქცევა. სიბრაზე — ეს სიმხურვალეა. შეიტანეთ მასში გაცნობიერებულობა და ის სინათლედ გადაიქცევა. გაიხარებთ, რომ შეძელით, ცნობიერი გამხდარიყავით. და შემდეგ შესაძლებლობას დაელოდებით. სიბრაზის გაჩენის მომენტი შეიძლება გამოიყენოთ თქვენს გარშემო სინათლის გაძლიერების საშუალებად.

ამ ფენონების ერთხელ შემცნობნი თქვენ აღარ განრისხდებით, რადგან თქვენთვის უკვე ცნობილია, როგორ გაუშვათ ენერგია შემოქმედებით კალაპოტში.

აი ტანტრას გზავნილი: ყველაფერი უნდა იქნეს შეთვისებული და გაცნობიერებული, აბსოლუტურად ყველაფერი! ყოველგვარი პირობის გარეშე.

სექსი უნდა მიიღოთ და მაშინ ის თქვენში არსებულ უდიდეს ძალად იქცევა.

რა მაგნიტურ ძალას ასხივებდნენ ბუდა, ტილოპა, იესო?

მიღებულ, გაცნობიერებულ სექსს.

სექსი — ეს ადამიანური მიმზიდველობა, მაგნეტიზმია.

სრულიად მოულოდნელად თქვენ იწყებთ ასეთი პიროვნების მიმართ სიყვარულის განცდას.

მაშინვე, როცა თქვენი გზები იკვეთება, თქვენ სულ სხვა სამყაროში ხვდებით.

თქვენთვის ჩვეული სამყაროდან ამოვარდნილები, თქვენ რაღაც ახალში ეხვევით — ისეთში, როგორზეც ვერც კი იოცნებებდით.

რა ძალაა ეს?

ისევ ის სექსი, ოღონდ ტრანსფორმირებული; ახლა ის მიმზიდველობად, ქარიზმად გადაიქცა.

ბუდამ მიიღო, შეითვისა საკუთარი სიბრაზე; სიბრაზე თანაგრძნობად იქცა. მაშინაც კი, როცა იესო ხელში მათრახს იღებს, მისი მოქმედების საფუძველში თანაგრძნობა დევს. როცა იესო ცეცხლის ენაზე ლაპარაკობს, ესეც თანაგრძნობაა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტანტრა გიღებთ თქვენ თქვენს ტოტალურობაში.

ნუ ომობთ საკუთარ თავთან, მოეშვით, ნუ იკავებთ თავს.

ნუ ცდილობთ, თავი რეპუტაციის ან მორალური ნორმების ჩარჩოებში მოიმწყვდიოთ.

ნუ იტანჯავთ თავს დისციპლინით, თორემ დიციპლინა შეზღუდულობად გადაიქცევა.

ნუ ჩაიგდებთ თავს შეზღუდულობათა ტყვეობაში.

იყავით თავისუფლები, დაუძაბავები, იმოძრავეთ სიტუაციასთან ერთად, უპასუხეთ წარმოქმნილ მომენტს.

ნუ მიენდობით თქვენი ხასიათის კარკასს, ნუ დაამონებინებთ თავს მიღებულ შეხედულებებს.

იყავით წყალივით თავისუფლები, და არა ყინულივით შებორკილები.

თარგმნა ლევან რამიშვილმა

ექსუალური რევოლუცია (ნაწილი 1) 

სექსუალური რევოლუცია ( ნაწილი2) ენერგია 

„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

სიყვარული — ეს გონებისა და სხეულის შეხვედრაა… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი4)

„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5) 

ნანახია:(2798)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ფსიქოლოგიამდელი ადამიანის მარტივი ვნებანი“ — ლევან რამიშვილი

დაე, იარონ უოქინგ დედებმა!.. ანუ ფსიქოლოგიამდელი ადამიანის მარტივი ვნებანი   რა მოხდა 12 მაისს? არც მეტი, არც ნაკლები –  ს


„მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული“ — ლევან რამიშვილი

12-13-14 მაისი, 2018 „ყველამ მინდა იცოდეთ, რომ მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული. იცოდეთ, ხალხო, რომ ნებისმიერ მთავრობას


„საქართველოს ვერაფერი გადაარჩენს, რადგან ასეთ ადამიანებს ვერ აღიქვამს“…

თუ ვინმემ არ იცით – ეს არის გენიალური მიხეილ კაზინიკი, მსოფლიო დონის მევიოლინე, ხელოვნების ექსპერტი, მოაზროვნე, ადამიანი, რომელსაც გახსნილი აქვს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*