სიყვარული და სამსახური – აი ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობის — ფროიდის 27 გენიალური ფრაზა | Jolo.ge


სიყვარული და სამსახური – აი ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობის — ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

სიყვარული და სამსახური – აი ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობის — ფროიდის 27 გენიალური ფრაზა

1) ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს… ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.

2) სამწუხაროდ ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. მართალია მათ აიძულეს გაჩუმება, მაგრამ ისინი შიგნიდან განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანზე.

3) სამყაროს შექმნისას გეგმებში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება.

4) ჩვენ მოვდივართ ამ სამყაროში მარტო და მარტო ვტოვებთ მას.

5) ბევრი ქალის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული იცნობს სიყვარულს.

6) რაც უფრო უმწიკლოა ადამიანი გარეგნულად, მით მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.

7) ძალების და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ – თქვენში.

8) სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობას არ სურთ თავისუფლება, რადგან იგი საკუთარ თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხიმგებლობა უმრავლესობას აშინებს.

9) საქმიან ადამიანთან იშვიათად დადიან სტუმრად უსაქმურები — ქოთანში, რომელიც დუღს არ დაფრინავენ ბუზები.

10) შუა საუკუნეებში დამწვავდნენ მე, ახლა მხოლოდ ჩემს წიგნებს წვავენ.

11) ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა და მეტი არაფერი.

12) სიყვარული და სამსახური – აი ქვაკუთხედი ჩვენი ადამიანურობის.

13) შური დამანგრეველია!

14) ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ არ დავუშვებთ ისეთივე შეცდომებს, რომლების გამოც სხვებს დავცინით.

15) არაფერია უფრო დასაფასებელი, ვიდრე ავადმყოფობა და მისი იგნორირების უნარი.

16) მასებს არასოდეს არ ჰქონიათ ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. მათი მოთხოვნა ილუზიაა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლიათ.

17) სექსუალურ გადახრად შეიძლება მივიჩნიოთ სექსუალური ცხოვრების არქონა, დანარჩენი გემოვნების საკითხია.

18) არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.

19) პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის სროლის ნაცვლად წყევლა დაიწყო, იყო ცივილიზაციის შემოქმედი.

20) სიზმრები – ეს არის სამეფო გზა ქვეცნობიერში.

21) ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილი, რომელსაც იგი არავის გაუმხელს და ყველა ადამიანს აქვს ისეთი სურვილიც, რომელსაც იგი საკუთარ თავსაც არ გაუმხელს.

22) ადამიანისთვის დამახასიათებელია იმის ყველაზე მეტად დაფასება და სურვილი, რისი მიღწევაც მას არ შეუძლია.

23) ერთადერთი ადამიანი ვისაც თქვენ შეგიძლიათ გაეჯიბროთ — ეს თქვენვე ხართ წარსულში, ერთადერთი ადამიანი ვისაც უნდა აჯობოთ, ეს თქვენ ხართ ახლა.

24) ადამიანი არასოდეს არაფერზე ამბობს უარს, უბრალოდ ერთ სიამოვნებას ჩაანაცვლებს ხოლმე მეორეთი.

25) თქვენი პიროვნულობის მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემით, რომელსაც შეუძლია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა.

26) ვიდრე საკუთარ თავს დეპრესიის და დაწეული თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამდეთ, დარწმუნდით იმაში, რომ იდიოტების გარემოცვაში არ ხართ.

27)თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ ე.ი. მასთან ყველაფერი მორჩა.

წყარო:mental.ge

ნანახია:(341)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

თუ გსურთ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ…

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება ბრძოლის ველია, თუ გსურს რაიმეს მიაღწიო აუცილებელია იბრძოლო ამისთვის და ამ შემთხვევამაც შესაძლოა არ გაამართლოს.


ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ

ხდება ძალიან ხშირად, რომ ჩვენ იმდენად მიბმული ვართ რაღაც შედეგს, რაღაც წერტილს, რომ სრულიად გვავიწყდება ის ფაქტი, რომ მისკენ მიმავალ


3%-ის წესი — შენი წარმატებისთვის

ჩემი და ბევრი ჩემი ნაცნობის მაღალანაზღაურებადი სპეციალისტის ცხოვრება შეუცვლია ერთ რომელიმე სემინარზე თუ კურსზე დასწრებას.  მუდმივი სწავლის ერთ-ერთი გზა ტრეინინგზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*