სიტყვები, რომლებიც ყოველდღე უნდა უმეოროთ ქმარს | Jolo.ge


სიტყვები, რომლებიც ყოველდღე უნდა უმეოროთ ქმარს

სიტყვები, რომლებიც ყოველდღე უნდა უმეოროთ ქმარს

იმისათვის რომ თქვენი თანაცხოვრება იყოს კიდევ უფრო ტკბილი, სიყვარულით სავსე და ბედნიერი, გაითვალისწინეთ! პირველი და მთავარი არის ის, რომ  ძალიან გიყვარდეთ ერთმანეთი! და ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე ერთმანეთს უმეოროთ შემდეგი სახის სიტყვები:

imagesმე შენ მიყვარხარ! – ეს არის ყველაზე სასიამოვნო და მარტივი წინადადება, რომელიც ყოველდღე უნდა უმეოროთ მას!  არ აქვს მნიშვნელობა როგორი ურთიერთობა გაქვთ, გაქვთ თუ არა პრობლემები, ან სრული იდილია, მთავარი არის ის, რომ თქვენ ის გიყვართ და ამას ესე ღიად, ძალიან ხშირად გამოხატავთ! “მე შენ მიყვარხარ” – ეს არის სტყვები, რომლებიც თქვენი ქორწინების, სიყვარულის, ბედნიერების საფუძველია, უმეორეთ მას ეს ხშირად. წარმოიდგინეთ რომ ისევ შეყვარებულები ხართ, ნუ გახდით ქორწინებას მხოლოდ ერთად ყოფნის ვალდებულებას, არამედ გაამრავალფეროვნეთ ის თქვენი სიტყვებით, როგორც აკეთებდით ამას მაშინ როდესაც პირვლად შეგიყვარდათ!

მე შენზე ვფიქრობდი – თქვენი ქმრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ თქვენ მასზე ფიქრობთ. ხშირად უმეორეთ ეს მაშინ, როდესაც მოვა სამსახურიდან ან მეგობრებიდან. მუშაობის პროცესში შეგიძლიათ უბრალოდ მიწეროთ მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ რომ გენატრებათ, ან კოცნას უგზავნით ან ფიქრობთ მასზე, დამიჯერეთ ეს მას ძალიან ესიამოვნება! – თუმცა ნუ გადააჭარბებთ და დაიცავით ნორმა – ამას მომაბეზრებელ ყურადღებად ნუ აქცევთ, ყველაფერს თავისი ზღვარი გააჩნია.

როგორ ჩაიარა დღემ? – ის რომ ინტერესდებით მისი დღის გრაფიკით, პრობლემებით და  წარმატებებით ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად დაუსვით მას ეს შეკითხვა, ამით თქვენ აჩვენებთ რომ გადარდებთ მისი პრობლემები და ზრუნავთ მასზე, ის კი თავს იგრძნობს ძალიან ბედნიერად, ეს სრულიად ლოგიკურია – თქვენ ხომ დიდ ყურადღებას იჩენთ მის მიმართ.

შენ საუკეთესო ხარ –  ვფიქრობ, მამაკაცს ამაზე მეტად არცერთი ფრაზის მოსმენა არ სიამოვნებს. ხშირად უმეორეთ ეს სიტყვები მას. ამით თქვენ ძალიან  გააძლიერებთ მისი თავდაჯერებულობის კოეფიციენტს.

მაპატიე – ეს არის სიტყვა, რომელიც ხშრად იმ შემთხვევაშიც კი ითქმის, როდესაც სრულიად არ გრძნობთ თავს დამნაშავედ. ყოველთვის მართალი ვერ იქნებით, ვერც ის. არ არის აუცილებელი ამის ყოველდღე გამეოროება, უბრალოდ ისწავლეთ დაუთმოთ მას. ის მამაკაცია, ისინი კი ძალიან იშვიათად (თითქმის არასდროს) აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, ამ შემთხვევაში კი ჯობია ჭკვიანი ქალის ლოგიკის ჩართვა.

მე არ გეთანხმები – დათმობა ძალიან კარგია, მაგრამ დაიცავით ნორმა! არ არის აუცილებელი ყველაფერზე დაეთანხმოთ. ეს მამაკაცს ნამდვილად არ მოსწონს, თქვენ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნილებები გაქვთ, სრულიად ნუ გადაუსმევთ ხაზს თქვენს შეხედულებებსა და საჭიროებებს.

ტკბილი ძილი – დაძინების წინ უსურვეთ მას ტკბილი ძილი, ეს სიყვარულის და სითბოს გამოხატვის ძალიან კარგი საშუალებაა!

ნანახია:(546)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

„ისინი ბევრად აღემატებიან კაცებს და ყოველთვის ასე იყო“

«მე მგონი ქალებს ძალიან ეშლებათ რომ ცდილობენ კაცებთან გათანაბრებას. ისინი ბევრად აღემატებიან კაცებს და ყოველთვის ასე იყო. რაც არ უნდა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

რჩევები მამაკაცებს: როგორ მოვიპოვოთ ქალის სიყვარული

შეხვდებით ქალბატონს, გაიცნობთ მას უკეთ, გიჩნდებათ მასთან ხშირი ურთიერთობის სურვილი, შემდეგ გიყვარდებათ, თუმცა მისი გრძნობები რჩება საიდუმლოდ.  როგორ  შეგიძლიათ  მოიპოვოთ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

როგორ მივხვდეთ, რომ გაგვიმართლა მამაკაცში (20 ნიშანი)

რთული სათქმელია რატომ, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა ქალს აქვს სურვილი, რომ ჰქონდეს ურთიერთობა «ცუდ» ბიჭთან. ასეთი ტიპის ურთიერთობისას


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*