„სიტყვები ბორკილები“

by admin | 6 августа, 2017 13:39

იქიდან გამომდინარე რომ თემა,  დამანგრეველი სიტყვები[1] საინტერესო აღმოჩნდა მკითხველისთვის ვაგრძელებ ციკლს.

ახლა, თქვენ უკვე ხვდებით დამანგრეველი სიტყვების [2] მნიშვნელობას. ანუ უკვე იცით, რომ „მავნე, პარაზიტი“ სიტყვა, დადებით კონტექსტში უნდა გადაიყვანოთ და გაანეიტრალოთ ისინი.
ანალოგიურად უნდა მოვექცეთ იმ სიტყვათა ნაკრებს, რომლებსაც დაარქვეს – „სიტყვები ბორკილები“.

ძალიან ზუსტი დასახელებაა. როდესაც ხმარობთ მსგავს სიტყვებს იზღუდავთ თავს — შესაძლებლობებში, უფლებებში, თავისუფლებაში.

„სიტყვები ბორკილები“ არც თუ ისე ბევრია და აქ, არ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა,  იმისთვის რომ „გენერალური დასუფთავება“ ჩაატაროთ. საკმარისია იცოდეთ, რომ „სიტყვა ბორკილების“ გაერთიანება შედგება 4 ძირითადი ოჯახისგან (ზოგჯერ „კლანსაც“ ეძახიან).

ერთ-ერთი ოჯახის სიტყვებია:

მე არ გამომივა

ეს სიტყვები გარკვევით აჩვენებს, რომ ადამიანს არ სჯერა საკუთარი თავის. ამის უკან დგას მტკიცებულებები იმისა, რომ მისი უნარები შეზღუდულია, აკლია დამაჯერებლობა. ამ ოჯახის წევრი „მე არ შემიძლია“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიძულებთ ერთ ადგილზე გაჩერდეთ  და „ცოცოხალ -მკვდრად“  იქცეთ. (მომიტევეთ სიმძაფრისთვის)…

თითქოს ხომ არაფერია, მაგრამ ამ უწყინარი სიტყვების მიღმა ვერ ამჩნევთ იმ მუხანათობას, რასაც ის მალავს: შეგეპაროს ეჭვი საკუთარ თავში. ამით, თქვენ ავლენთ უსაზღვრო ქედმაღლობას. ეჭვი შეგაქვთ სამყაროს შემოქმედში და თავს იკატუნებთ, რომ ხართ განყენებული, ხოლო უფალი არის იქ, სხვაგან და არანაირი კავშირი არ არის თქვენს შორის.  თითქოს  გზავნილი – „შენ დაჯილდოვებული ხარ ნიჭით და პასუხიმგებელი ხარ მასზე“ – ეს თითქოს თქვენ არ გეხებათ.

დააკვირდით ამ სიტყვებს, მათ შეიძლება კომფორტულად ამოეფაროთ და გქონდეთ მცდელობა არ შეასრულო თქვენი ამ ქვეყნად მოსვლის მისია[3].

ყველაზე მუხთალი სიტყვა არის – “მე არ გამომივა“.

ეს არის ოსტატურად შეფუთული “შევეცდები“. ჩამოხსენით ამ სიტყვას ცრუ რწმენა შედეგზე, გამოაცალეთ მას ნახევრად მკვდარი ენთუზიაზმი  და  აუცილებლად დაინახავთ მის ჭეშმარიტ სახეს. მიხვდებით სინამდვილეში რის თქმას ცდილობს.

დაინახეთ? მშვენიერია.

სინამდვილეში რა გამოდის? –„მე არ მჯერა საკუთარი თავის“.

 

გავიცნოთ შემდეგი ოჯახი:

მე არ ვარ ღირსი

მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ჰგავს ოჯახს „მე არ გამომივა“, მას აქვს სხვა დატვირთვა.
„მე არ ვარ ღირსი“ ს ფანები, როგორც წესი არიან აქტიურები, გააჩნიათ მისწრაფებები. მათ აქვთ ჭკვიანი ადამიანის რეპუტაცია და ყველაფერი გამოსდით. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, დარწმუნებულნი არიან ბევრი უნდა იმუშაონ, მიზნის მისაღწევად.  მაგრამ, მათ უჭირთ მიიღონ ადეკვატური დაჯილდოვება. უჭირთ აღიარონ შრომით მოსული კეთილდღეობა… არ თვლიან თავს წარმატების ღირსად. ხშირად ისინი ამას ხსნიან, მორალური თვალსაზრისით… სიმდაბლით, რცხვენიათ..
დააკვირდით წინადადებას „მე არ ვარ ღირსი“ და მიხვდებით რა არის ჩადებული:

ამის დრო, ჯერ არ მოსულა

კი, კარგი იქნებოდა, მაგრამ…

ხო, ეგ, ისეთი არაფერი…

მერე რა, რომ მინდა… მე ბევრი რამე მინდა, მაგრამ სად არის

ვინ ვარ მე, რომ…

მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას

კიდევ რა გინდა…

ერთი ამას დამიხედე, მომინდომა რა…

 

119624378[4]

შემდეგი ოჯახი:

არ მინდა, მაგრამ იძულებული ვარ

ოოო…. ეს ხომ საყვარელი სიტყვებია!

იმის მიხედვით, რამდენად ხშირად ხმარობთ ამ სიტყვებს, თქვენ არა მარტო გიყვართ ისინი, არამედ ნეტარებით წარმოვთქვამთ:

„უნდა..“, „საჭიროა…“ (არა საჭიროების კონტექსტში, არამედ „ვალდებული ვარ“ გაგებით).

დააკვირდით, დღეში რამდენჯერ ხმარობთ ასეთ სიტყვებს საკუთარი თავის და გარემოცვის მიმართ.  გიკვირთ?

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისე შეეზარდეთ „სიტყვა ბორკილებს“, რომ არც კი ცდილობთ მისგან თავი შეიკავოთ. პირიქით – შეამკობთ, გაალამაზებთ და მხატვრულად წარმოთქვამთ, უფრო მძაფრი შეგრძნებები გამოსავლენად…

თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ „სიტყვა ბორკილებით“ – “მე უნდა გავაკეთო“ და „ მე ვალდებული ვარ“ – ადამიანები აშენებენ უზარმაზარ, სქელ კედელს, რომლის გარღვევაც ძალიან უჭირს სიხარულს. ამიტომ სავსეა გარემო გაყინული სახეებით.

picturepicture29893_21408

 

ახალ კი, ბოლო ოჯახი მინდა გაგაცნოთ:

შეუძლებებლია

მისი გამოყენებით თქვენ ჟანგბადს უკეტავთ ყველაფერ იმას, რასაც ეძახით ოცნებას…
საბედნიეროდ, მიდის ის დრო, როცა სიტყვა „ოცნება“ ასე აშინებდა ადამიანებს (დასცინოდნენ: დაფრინავენო 😦

მგონი აუკვე არავის ჭირდება იმის მტკიცება, რომ სწორედ მეოცნებეების დამსახურებაა ის, რასაც ასე სიმოვნებით და ნეტარებით სარგებლობენ რალისტები: ელექტროენერგია, ტელეფონები, ტელევიზია, ინტერნეტი, მანქანები, თვითმფრინავები…. სია დიდია…
კარგია რომ მეოცნებეები არსებობენ  🙂  მათი გზავნილია – შესაძლებელია მიზნების და ოცნებების ახდენა.

ერთხელ ერთმა ტრენერმა ტრენინგზე, როცა მოვუყევი ჩემს პროექტზე და გამოვთქვი ეჭვი მის რეალიზებაში, მიპასუხა: „რადგან, შენ შეგიძლია  წარმოიდგინო, იდეა რომელიც მოგდის თავში, ის არის განხორციელებადი, სხვანაირად ის არ გეწვეოდა. შენ ფლობ მისი შესრულების პოტენციალს“.  🙂 მე დღემდე მივყვები ამ ადამიანს, მისი აზრვნების „გადმოღებაში“.

ამოსაძირკვი სიტყვები ბორკილები, რომლებიც ზღუდავენ განვითარებას და გიშლიან ხელს წინსვლაში:

შეუძლებელია

ნაკლებად შესაძლებელია

არასდროს, არასოდეს …

არ არსებობს

… და თუ მაინც (შესაძლებლობების გამორიცხვა)

თუ რამე … (მე კი მინდა მაგრამ)

შეიძლება მოხდეს… (წინააღმდეგობის დაგეგმვა. ეს ფრაზა ყველაზე სანდოა არა მხოლოდ იმაში, რომ არ მიიღო ის რაც გინდა, არამედ გარანტირებულად გექნება ის, რაც ასე ძალიან არ გინდა)

ღმერთმა არ ქნას და…  

და ყველაზე საცოდავი: „არჩევანი არ მაქვს“

 

იცით თუ არა: „სიტყვები ბორკილები“, ისევე როგირც სიტყვები „შემზღუდული მეტყველებიდან“ ასუსტებენ, ამუხრუჭებენ წინსვლას და მიზნისი მიღწევის პროცესს.-p
ეხლა მოვიდა დრო მკითხოთ:

როგორ მოვიცილოთ ასეთი მეტყველება?

მე როგორც ქოუჩს შემონახული მაქვს ერთი მეთოდი რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვიყენებ ქოუჩ-სესიებზე და რომელიც ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.  🙂 ვიცი, კარგად მუშაობს:

მეთოდს ჰქვია: „სამარცხვინო დაფა“

ეს მეთოდი ძალიან მარტივია: ჩამოწერეთ „სიტყვები ბორკილები“, როგორც კი შეამჩნევთ ლექსიკონში და მიამაგრეთ ისეთ ადგილს, სადაც ხშირად დაინახავთ (მე ვიყენებ მაცივარს). ამ თვალსაჩინო ადგილზე დატოვეთ 7-10 დღე. მეტს ნუ დატოვებთ, ჯერ ერთი – დიდი პატივია მისთვის, მეორეც – ეს დრო საკმარისია, რომ ჩამოგიყალიბდეთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ შავი სიიდან.

შავი სია – ის ჭკვიანი დამლაგებელია, თქვენი „გენერალური დასუფთავებისთვის“ და კარგად ართმევს თავს დასახულ ამოცანებს. კერძოდ: წაშალოს მეტყველებიდან დესტრუქციული დაპროგრამების ელემენტები.

 

გისურვებთ წარმატებებს და ურყევ ჯანმრთელობას

წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია

 

წყარო: https://zrda.wordpress.com[5]

 

წყარო მიხედვით:  homemadeandi.blogspot.com[6]

 

გაეცანით მასალას:  

დამანგრეველი სიტყვები[1]

ნანახია:(1336)-ჯერ


Endnotes:
  1. დამანგრეველი სიტყვები: http://www.jolo.ge/damangreveli-sityvebi/
  2. დამანგრეველი სიტყვების : http://www.jolo.ge/damangreveli-sityvebi/
  3. ამ ქვეყნად მოსვლის მისია: https://zrda.wordpress.com/2015/12/27/%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90/
  4. [Image]: https://zrda.files.wordpress.com/2014/12/119624378.jpg
  5. https://zrda.wordpress.com: https://zrda.wordpress.com
  6. homemadeandi.blogspot.com: http://homemadeandi.blogspot.com/2014/06/blog-post.html?spref=fb

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/sityvebi-borkilebi/