სისუფთავის შვიდი წესი | Jolo.ge


სისუფთავის შვიდი წესი

სისუფთავის შვიდი წესი

სისუფთავის შვიდი წესი:

🌿 «სუფთა ხელები» — არასოდეს მიითვისოთ ის, რაც არ გეკუთვნით, არასოდეს აიღოთ სხვისი. რადგან ის, რაც არ იყო თქვენთვის განკუთვნილი და მოტყუებით მიისაკუთრეთ, აუცილებლად პრობლემებს გამოიწვევს თქვენს სხეულსა და ცხოვრებაში.

🌿 «სუფთა ყურები» — არ მოუსმინოთ შეშინებულ, ემოციურ, გააფთრებულ ადამიანებს, დაიცავით თქვენი სმენა გინების, ჭორებისა და ცარიელი საუბრებისგან.

🌿 ”თვალების სისუფთავე” — ნუ დააბინძურებთ თქვენს მზერას შურით, არასოდეს შეგშურდეთ ახლობელი ადამიანების.

ნურცს ძალადობასა და სასტიკ სცენებზე შეაჩერებთ მზერას. შეუნარჩუნეთ თვალებს სიწმინდე, დააკვირდით სამყაროს სრულყოფილებას და მისი ფერების ბრწყინვალებას.

🌿 „სუფთა პირი“ — დაიცავით თქვენი პირი ზედმეტი და უსარგებლო სიტყვების წარმოთქმისგან. გახსოვდეთ სიჩუმე ოქროა.

🌿 ”სუფთა სხეული და ტანსაცმელი” — დაიცავით თქვენი სხეული ყოველგვარი ჭუჭყისგან, ყოველთვის ატარეთ სუფთა სამოსი. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას.

🌿 ”აზრების სისუფთავე” — გათავისუფლდით უარყოფითი აზრებისა და ბოროტი ზრახვებისგან. ასევე ნურასოდეს შეიცოდებთ საკუთარ თავს. უბრალოდ გიყვარდეთ იგი.

🌿 „სულისა და გულის სიწმინდე“ — იზრუნეთ და დაიცავით სულიერი იმპულსები. შენი სული არის ყველაზე სუფთა და კაშკაშა, რაც შენ გაქვს, ამიტომ ნუ უგულებელყოფ მას და მის სურვილებს. თუ ცხოვრებაში მისი მითითებებით ხელმძღვანელობთ, მაშინ ყველაზე კურთხეულ გზას მიადგებით საკუთარი კეთილდღეობისთვის.

გიყვარდეთ და სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოთ.

სიყვარული თავისთავად ბედნიერებაა.

Павел Ким

ნანახია:(5729)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყოველდღე რის შესახებაც ფიქრობთ და რის გარშემოც ტრიალებენ თქვენი აზრები, ის თქვენი რეალობა გახდება

„სანამ ადამიანი გრძნობს ტკივილს – ის ცოცხალია, სანამ ადამიანი გრძნობს სხვის ტკივილს – ის ადამიანია!“ აღმოსავლური სიბრძნე *** ნათესავები ჩვენი


ცნობიერის I – II – III დონე — წარმატების საიდუმლოებები

„ადამიანის წარმატება ან წარუმატებლობა მისი ცნობიერის მდგომარეობაა“- ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ცნობიერის სამ დონეზე საუბრობს. თამარ კვარაცხელია: „ცნობიერი


მდიდრებისა და ღარიბების ჩვევები

„თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს  შედეგს, იქნებით თუ არა წარმატებულნი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და „გვთავაზობს“ ჩვევებს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<