სირბილი — ბედნიერი დღის დასაწყისი | Jolo.ge


სირბილი — ბედნიერი დღის დასაწყისი

სირბილი — ბედნიერი დღის დასაწყისი

ძველი ბერძნები ამბობდნენ:

„თუ გინდა იყო ძლიერი – ირბინე, გინდა იყო ლამაზი – ირბინე, გინდა იყო ჭკვიანი – ირბინე“.

ასე, რომ დავუჯეროთ ბერძნებს.

საქართველოში თავისუფლად შესაძლებელია, წელიწადში თითქმის ოთხივე სეზონი ქუჩაში ირბინო.
სირბილი იდეალური  საშუალებაა გამოიყურებოდე კარგად. არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. ჩაიცვით „კედები“ ან „ბოტასები“ და წინ!?

სირბილი ზრდის გულის და სისხლძარღვების მუშაობის შესაძლებლობას, ამ დროს, ხდება გულის კუნთის ვარჯიში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გული უფრო ძლიერია.

სირბილის დროს მატულობს ჟანგბადის შემცვლელობა სისხლში. ყველა ქსოვილში, უჯრედში და ორგანოებში მიედინება მეტი სისხლი, რომელიც მდიდიარია ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით.

10659372_283653978493470_8153561067718804716_n

სირბილი, კარგი საშუალებაა ნერვიული დაძაბულობის მოსახსნელად. სტრესი და დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში გძაბავთ. იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ამ დაღლილობისგან, საჭიროა სათანადოდ დაიხარჯოთ, გაოფლიანდეთ და სირბილი, ძალიან კარგად ართმევს თავს ამ ამოცანას.

ხანგრძლივი სირბილი, სისხლში გადაისვრის განსაკუთრებულ ჰორმონს – ენდორფინს. ამ ჰორმონს სხვანაირად კიდევ – „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებენ. როდესაც მათი კონცენტრაცია სისხლში მატულობს, ადამიანი გრძნობს მსუბუქ ეიფორიას. ასეთ დროს დეპრესია სადღაც ქრება.

სირბილის შედეგად მატულობს გონების აქტიურობა. ამ დროს, როგორღაც თავისით მოდის ხოლმე- პრობლემის ამოხსნა, ახალი იდეები და გადაწყვეტილებების ადვილად მიღების საშუალება.

სისტემატიური სირბილი, აძლიერებს იმუნურ სისტებმას, იმის ხარჯზე, რომ სისხლში მატულობს ერითროციტები, გემოგლობინი. სირბილით დატვირთვის დროს, სისხლში იკლებს ჰოლესტერინის შემცვლელობა, იკლებს შიმშილის გრძნობა, უმჯობესდება ნაწლავების პერისტალტიკა. ყოველივე ამას, საბოლოო ჯამში, მივყევართ წონის დაკლებამდე.

სირბილი შეიძლება დღის ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა სირბილი დილით, რადგანაც, დილით სისხლში მომატებულია ჰორმონალური ფონი. ხოლო, ამ დროს სირბილი იქნება კარგი საშუალება განმუხტვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის დაბრუნებას ჰარმონიულ მდგომარეობაში. თუ გადაწყვიტავთ ირბინოთ სამუშაო დღის ბოლოს – საღამოს, თქვენ ამით მოიხსნით დაძაბულობას, მოდუნებას, დაიმუხტებით ენერგიით, გააქრობთ მადას და დაიძინებთ მშვიდი ძილით.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სირბილის დროს ხდება ღვიძლის ნაწილობრივი რეგენერაცია. 10437495_291411140983313_426484903216530554_nდადებითი ზემოქმედება თირკმლებზე. კერძოდ, სირბილის დროს თირკმელს ეხსნებათ დატვირთვა, რაც ხელს უწყობს მის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას.

სისტემატიური სირბილი აგრეთვე დადებითად მუშაობს საყრდენ-მამოძრავებელ, ძვლოვან-სახსროვან სისტემაზე. ადამიანები რომლებსაც აქვთ ასაკი, ასეთი ვარჯიშები, კერძოდ, ნელი სირბილი სასარგებლოა, რადგანაც ის, ხელს უშლის სახსრების და კუნთოვანი ქსოვილების დეგენერაციულ ცვლილებებს.

გაუფრთხილდით თავს, იყავით ჯამრთელნი!

თამარ კვარაცხელია

წყარო: «პიროვნული ზრდის სამყარო»

ნანახია:(3201)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«არ აჰყვეთ პანიკას! საოცრად ფრთხილად უნდა დავიცვათ პატარა საქართველო»…

დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური, განვითარებული მედიცინის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად მოიმატა მრავალი თანმდევი დაავადებით


მაჰათმა განდის რჩევები უკეთესი ცხოვრებისთვის

  მაჰათმა განდი — ადამიანი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში უკომპრომისო პატრიოტიზმით, მებრძოლი სულითა და გენიალური გამოთქმებით შევიდა. ამ ადამიანის გამონათქვამების გათვალისწინებას


იძინე და გახდი…

ყველაზე რეალური დიეტა- დიდხანს ძილი და გახდომაა! არასრულფასოვანი ძილი ჩვენს ორგანიზმში არღვევს მეტაბოლიზმს და სწორედ ამიტომ სხეული ზედმეტ კილოგრამებს კრეფს-


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<