„სინამდვილეში რას აპროტესტებს ახალგაზრდობა და რა გვესმის ამ მოთხოვნაში ძველგაზრდობას“… | Jolo.ge


„სინამდვილეში რას აპროტესტებს ახალგაზრდობა და რა გვესმის ამ მოთხოვნაში ძველგაზრდობას“…

„სინამდვილეში რას აპროტესტებს ახალგაზრდობა და რა გვესმის ამ მოთხოვნაში ძველგაზრდობას“…

12-13-14 მაისი, 2018

მშობლებისა და შვილების თაობების დაპირისპირებაღა გვაკლდა ასეთი სიმძაფრით და ამასაც მიაღწიეს . ბოლომდე ვერ გავრკვეულვარ რატო და რისთვის მოეწყო ეს აურზაური, შედეგი რა დაიდება ვნახოთ…

ამ სახით რომ პრობლემა არ გადაიჭრება ცხადია, ბობოლა ნარკოტიკების შემომტანი ისევ შემოიტანს , წვრილმან გამსაღებელს გაბაწრავენ დრო და დრო მოსაჩვენებლად. ჩვენ, მომხმარებელზე დავანთხევთ ბოღმას. აგივჯანყდება არამომხმარებელი ახალგაზრდობაც უფროსი თაობის აგრესიისაგან გაღიზიანებული . სადღაც ზემოთ ,ვიღაცეებს წაადგება ეს აურზაური და უკეთესი არაფერი მოხდება ქვეყნისათვის . ემოციების გარეშე, ცივი გონებით განსასჯელია თუ რა ხდება სინამდვილეში . რას გვიპირებენ .

სინამდვილეში რას აპროტესტებს ახალგაზრდობა და რა გვესმის ამ მოთხოვნაში ძველგაზრდობას. ეს ნაბიჯები გასავლელი რომ გვაქვს ცხადია, მე ისევ ახალი თაობის იმედზე ვარ, შეხედოთ ჩვენ შვილებს, ნუთუ ისეთი ცუდები არიან როგორადაც ავღწერთ ? ჩვენი თაობა ბევრად უკეთესი იყო მათზე ? მითუმეტეს ჩემ თაობას დედაც გვერდით ყავდა მამაც და ბებია- ბაბუაც. 

საიდან დაიწყო კატასტროფული მდგომარეობა საქართველოში ? რომელი წლებიდან? ვისი ნება სურვილით და ვისი ნება სურვილით გრძელდება დღემდე . ვუყვიროთ ახალგაზრდობას . ვლანძღოთ . რაც მეტია ზეწოლა მით მეტია წინააღმდეგობა.

ვის უნდა ვუყვიროთ სინამდვილეში ? ვის უნდა გავუპროტესტოთ ქვეყნის უკუსვლა ? ჩვენ შვილებს ? რატომ ასე უფრო ადვილია ? იმათ ვერ მოვერევით ხომ ვინც სინამდვილეში პასუხისმგებელია სამშობლოს , ქვეყნის საზოგადოების წინაშე ? და ამ ყველაფერს ვინც ზემოდან დაჰყურებს და სიამონებით იფშვნეტს ხელებს ,ის ხელები არ აქვს მოსამტვრევი ?

ძაღლის თავი სად მარხია ხალხო რატომ არ ვეძებთ და ამაზე არ ვიგიჟებთ თავებს ? მე თავი ქუდში რომ მაქვს და ჩემი შვილები არაფერს აშავებენ ამიტომ უნდა მივცე თავს უფლება რომ სხვას ვულანძღო შვილები ? ყოველთვის უსმენენ შვილები მშობლებს ? ან ყველა მშობელმა იცის როგორ უნდა მიუდგეს შვილს ? ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი ? გვასწავლეს ?. დაგვარიგეს ? ამას არ უნდა ცოდნაო მიპასუხებთ , უნდა ბატონო უნდა ყველაფერს უნდა ცოდნა მითუმეტეს თაობებს შორის ურთიერთობებს.

რას აკეთებს ტელევიზია აბა შეხედეთ , რატომ ფანჯრებიდან არ ისვრით მაგ შავ ყუთებს ? ურემი კიდევ ბევრჯერ გადაგვიბრუნდება და გზაც გამოჩნდება ბოლოს და ბოლოს კი ვიცი , მაგრამ კიდევ რამდენი ცრემლის და სისხლის ფასად .

ნანა გოგოლაური
 Dina Oganova 

 

ნანახია:(96)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ არ უნდა აგონ პასუხი ტერორიზმზე მუსლიმებმა…

ეს წერილი ერთ-ერთმა ამერიკელმა სტუდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უბრალოდ წაიკითხეთ:   „წამოიდგინეთ სურათი: დილით მეუღლის ყვირილზე


«საფულე გახსნა და 100 ლარიანი გაუწოდა» — გოგა ჩანადირი

«11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს. მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.


„ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, 25 აპრილს, კლუბ „Pianino“–ში პროექტის „ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“ ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.  


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*