სიყვარულის 9 სახეობა | Jolo.ge


სიყვარულის 9 სახეობა

სიყვარულის 9 სახეობა

ლონდონელმა ფსიქოლოგებმა სიყვარულის ბუნება გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ მამაკაცსა და ქალს შორის შესაძლოა 9 სახის სიყვარული არსებობდეს.

1) მოწიფული სიყვარული: ეს არის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან, აფასებენ და ყველანაირად მხარს უჭერენ.

2) კუპიდონის ისარი: ამ სახის სიყვარული ანტონიუსსა და კლეოპატრას ჰქონდათ. ისინი ისე იყვნენ ამ გრძნობით დაბრმავებულნი, რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევდნენ.

3) ჰედონისტური სიყვარული: ძველი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის სწავლებით, სიცოცხლის აზრსა და უდიდეს სიკეთეს ტრფობა წარმოადგენს. ასეთი სიყვარულის დროს როგორც ქალის, ისე მამაკაცისთვის უმთავრესი წამიერი სიამოვნების მიღებაა.

4) რომანტიკული სიყვარული: სიყვარული, როგორც კავშირი ადამიანებს შორის.

5) მითებისაგან გათავისუფლებული სიყვარული: ასეთი ურთიერთობის დროს მიიჩნევენ, რომ სიყვარულის შესანარჩუნებლად აუცილებელია მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე, მოთმინების დიდი უნარი და უამრავ დათმობაზე წასვლა.

6) თავგადასავალი: მამაკაცთა და ქალთა ნაწილისთვის სიყვარული მშვენიერი ემოციური თავგადასავალია.

7) კუპიდონის ისრიდან ნამდვილი ურთიერთობისაკენ: საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ თავბრუდამხვევი სიყვარული ქალისა და მამაკაცის ნამდვილ ურთიერთობად გადაიქცევა. ამაში კი გარკვეული წვლილი საზოგადოების აზრსაც შეაქვს.

8) კუპიდონის ისრიდან ახლო მეგობრობამდე: ერთ დროს ვნებიანი საყვარლები უახლოესი მეგობრები ხდებიან და ერთმანეთთან როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სიახლოვეც აქვთ.

9) ერთი მთლიანობა: ქალსა და მამაკაცს შორის წარმოშობილი გრძნობა, რომელსაც პარტნიორულ სიყვარულს ეძახიან. ამ დროს ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, ერთ მათგანს მეორის ფრაზის დამთავრებაც კი შეუძლია.

ნანახია:(478)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა»_ ილია ჭავჭავაძე

1)ქართველს კაცს არც ქარის შემოტანილი უნდა არც გატანილი. 2)დამალული ჭირი ძნელია, პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი. 3)ფული რამდენადაც


ქართველი რეჟისორი, რომელმაც მარკესს 12 წლიანი ურჩობა დააძლევინა

„მარკესმა მითხრა: შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იყო“- ამბობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი


როგორ უნდა შეარჩიოთ მზის სათვალე?

დასაწყისისთვის უნდა გავერკვეთ მასალაში. მთავარი კრიტერიუმებია: ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება. დღესდღეობით მწარმოებლები ამას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ე.წ ჩარჩო-ნაწილის მასალა მსუბუქი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<