სიკეთე თბილისის მეტროში | Jolo.ge


სიკეთე თბილისის მეტროში

სიკეთე თბილისის მეტროში

მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“. 
ზურგსუკან საუბარმა მიმახედა. 

— ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ.

დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო.30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში.

— თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და „ფარმადეპოში“ ბებოს წამლებს…
ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და „კორსო იტალიას“ რეკლამას გახედა.
მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა.

შემდეგი სადგური „თავისუფლების მოედანიო“ უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა…
ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული.

მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი…

მარიამ ხუცურაული

ნანახია:(441)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დ ე!!!!!!!!!!!

  მესმის არ მინდა თქვან, რომ გავგიჟდი… ქარებს ავყევი… გავინაპირე, მარტმა დათბობა უცებ არ იცის ისევ ცივა და წვიმას აპირებს…


„ბევრი ნაკითხი ადამიანი ვნახე გაუნათლებელი“…

ნაკითხი და განათლებული. ნაკითხი ბნელშია. განათლებული სინათლეში. სული. სხეული. მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო. სხეულში სისხლი, ტვინი, გული, კუჭი, ღვიძლი, ფილტვები,


უნიკალური აუდიო წიგნები უსინათლო და მხედველი ბავშვებისთვის

«რწყილი და ჭიანჭველა», «სალამურა»‘, ,»ნაცარქექია», «მუჭანახევარა» და ქართული იგავ–არაკები… 1968–90 წლებში მაგნიტურ ლენტებზე ჩაწერილი ზღაპრები, რომლის სიდი ვერსია, სულ მალე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*