10 სიგიჟე, რომელიც გემართება როცა შეყვარებული ხარ | Jolo.ge


10 სიგიჟე, რომელიც გემართება როცა შეყვარებული ხარ

10 სიგიჟე, რომელიც გემართება როცა შეყვარებული ხარ

შენი ჰორმონები ველურდება — მუხლები გიკანკალებს, გულისცემა გიჩქარდება, ხელისგულები გისველდება …

ეს ყველაფერი ორგანიზმის ქიმიკალებისა და ჰორმონების დამსახურებაა. აღნიშნული სიმპტომები ეიფორიას გიქმნის და ენდორფინი უმაღლეს დონეს აღწევს. ამას ვერაფერს მოუხერხებ, სიყვარული ფიზიკურად გიჟად გაქცევს.

იძინებ და იღვიძებ ვიღაცაზე ფიქრით — გაღვიძებიდან დაძინებამდე შენი თავი სავსეა იმ ადამიანზე ფიქრებით. არადა სულ ცოტა ხნის წინ შენ ბევრი საფიქრალი გქონდა, ახლა კი შეიძლება გიკვირს კიდეც, რომ ამქვეყნად სხვა თემით ვეღარ ინტერესდება შენი ტვინი. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ეს ფიქრები ავტომატურად, შენგან დამოუკიდებლად მოდის.

იცინი, როდესაც მარტო ხარ — ჩვენ ყველას გვინახავს ისინი, წერენ მესიჯს და იღიმიან, ეს ადამიანების შეყვარებულობის ყველაზე მარტივი მაგალითია. თუმცა, ღიმილი მაშინაც მოდის სახეზე, როდესაც ხედავ მის ფოტოს ან უბრალოდ ფიქრობ მასზე და ამ დროს გვერდიდან შენ ნამდვილად გავხარ გიჟს.

ცოტა აკვიატებული ხდები — გაინტერესებს მის შესახებ ყველაფერი და ხშირად გიტრიალებს თავში ფიქრი „ნეტავ ამ წუთას რას აკეთებს?“

აკეთებ შემაცბუნებელ რაღაცეებს — იუთუბზე მილიონი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ, სადაც ბიჭები საკუთარ შეყვარებულებს ფლეშმობებს უდგამენ, უმღერიან და ა.შ. ეს სიყვარულია.

აკეთებ იმას, რაც შენთვის კომფორტული სულაც არაა — მაგალითისთვის, ბიჭები, რომლებიც შეყვარებულთან ერთად იოგაზე დადიან და გოგონები, რომლებიც ფეხბურთს უყურებენ.

მეტ ყურადღებას აქცევ საკუთარ გარეგნობას — ამას მეტი დრო, წვალება და ენერგია სჭირდება, მაგრამ არ გადარდებს, რადგან გინდა კარგად გამოიყურებოდე და შენი მცდელობები ზოგჯერ სიგიჟესაც გავს.

იწყებ სიმღერას — ხმამაღლა, ხმადაბლა თუ გულში არ აქვს მნიშვნელობა, სიყვარული აუცილებლად აგამღერებს.

გადადიხარ საკუთარი გზიდან — როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. საქმეზე მიმავალ გზაზე შესაძლოა უცებ მობრუნდე და შენი შეყვარებულის სანახავად წახვიდე და უფრო მეტიც, შენი ცხოვრების გზიდან გადაუხვიო და შეცვალო ის საყვარელი ადამიანის გამო

ბრმავდები — სიყვარული აბრმავებს, შენი სიყვარულის ობიექტის ყოველი სიტყვა საინტერესოდ გეჩვენება და მისი ყველა ქცევა ლამაზი გგონია და თუ მაინც შეამჩნიე ნაკლი შენ მას პატიობ.

წყარო: dainteresdit.ge

ნანახია:(2176)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ტიტუუ, რაია ბებია აგი“, — სოფელი და მხატვრის ჩანახატი

საქართველოში ბევრია კარგი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ მუშაობენ ტურისტებზე და გზად მოწყვეტილ ბროწეულზე არ ამოგადენენ ცხვირში ქართველობას. მჭადს ზელენ


რუდოლფ ბრეუსის სასწაულმოქმედი სასმელი, რომელიც სიმსივნის უჯრედებს 42 დღეში ანადგურებს

ავსტრალიელმა ექიმმა რუდოლფ ბრეუსმა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ შექმნა სასმელი, რომელსაც სიმსივნის განკურნების ძალა შესწევს. როგორც ბრეუსი ამბობს, ეს სასმელი 50


,,ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ ერთმანეთს»

„რუსთავი2”-ის ექიმების რჩევების მიხედვით, სტრესისგან თავის დაღწევა სახალისო და სასიამოვნო მეთოდებითაცაა შესაძლებელი. ჩვენ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:   მაგალითად, გაისეირნეთ! სეირნობისას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*