სიცილის იოგა ლევან რამიშვილთან ერთად

by admin | Февраль 5, 2019 19:00

მოიხსენი სტრესები და გახადე ცხოვრება უფრო ლაღი, მსუბუქი და სიხარულით სავსე!

თბილისში, ყოველ შაბათს,  ფსიქო-ფიზიკური გამაჯანსაღებელი ტრენინგი — „სიცილის იოგა“ ტარდება.

„სიცილის იოგას“ საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი, ლევან რამიშვილი ატარებს.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ პრაქტიკებს:

1) მედიტაცია;

2) პრანაიამა (იოგური სუნთქვა);

3) სიცილის იოგა.

ამ ტრენინგზე თქვენ შეძლებთ ძალისხმევის გარეშე გაუშვათ შიშები და სტრესები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და დაიბრუნოთ ბავშვობის სიხალისე…

სიცილის იოგა უძველესი და უძლიერესი ფსიქო-პრაქტიკაა,

მისი მეშვეობით ხდება:

• კომპლექსების დაძლევა,

• მკვეთრად უმჯობესდება ჯანმრთელობა;

• მცირდება სტრესის ჰორმონების რაოდენობა ორგანიზმში;

• არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;

• ტვინს კვებავს ჟანგბადით;

• ამუშავებს 300 კუნთს ერთდროულად;

• კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს;

• ადუნებს კისრისა და ზურგის კუნთებს;

• წვავს კალორიებს

ლევან რამიშვილი: სიცილის იოგა, როგორც იოგურ ვარჯიშთა ერთობლიობა, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დააპატენტა ინდოელმა მედიკოსმა, მადან კატარიამ, თუმცა მანამდე სიცილს, როგორც ფსიქო-პრაქტიკას აქტიურად იყენებდნენ ოშო რაჯნეში და სხვა აღმოსავლელი ოსტატები, უფრო ადრე კი, უძველეს დროში (დაახლოებით 2-3 ათასი წლის წინ), ამ პრაქტიკას მისდევდნენ გასხივოსნების მაძიებელი და უკვე გასხივოსნებული ადამიანები. ცნობილია უძველესი ლეგენდა სამი ინდოელი ბრძენის შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრება ქალაქ-ქალაქ დადიოდნენ და ბაზრებსა და მოედნებზე სიცილით საყოველთაო მხიარულებას იწვევდნენ.

აღმოსავლეთში სიცილის პრაქტიკა უძველესი დროიდან ითვლება გასხივოსნების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, სასიამოვნო და ეფექტიურ საშუალებად.

დღეს მსოფლიოში (ძირითადად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ინდოეთში) ათობით ათასი სიცილის იოგას კლუბია. ადამიანები მთელს მსოფლიოში სიამოვნებით უერთდებიან ასეთ კლუბებს, რადგან სიცილის იოგა რეალურ დროში (აქ და ახლა) ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ან მარტივად რომ ვთქვათ, კარგად გახდომის, გნებავთ ბედნიერების მიღწევის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.

იმ მრავალრიცხოვან პრაქტიკებს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში არსებობს, ვერცერთი ვერ შეედრება ამ მხრივ სიცილის იოგას.

სიცილის იოგა წარმოადგენს იოგური სუნთქვების, სხვადასხვა ტიპის მედიტაციებისა და სიცილის სინთეზს, რომელთა მეშვეობით, საბოლოო ჯამში, ძალიან სწრაფად და სასიამოვნოდ მიიღწევა მდგომარეობა, რომლის აღწერას აქ არ შევუდგები, რადგან უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ მდგომარეობას ვერ შეედრება ვერცერთი ნარკოტიკითა თუ ალკოჰოლით მოგვრილი სიამოვნება…

პირადად მე სიცილის იოგას მივსდევ უკვე მრავალი წელია, მისი წყალობით დავძლიე დეპრესია, ნევროზი, გავნთავისუფლდი ათასგვარი კომპლექსისგან და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემისგან, მეტიც — დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს სწორედ სიცილის იოგას დამსახურებაა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ხერხემლის პრობლემის გამო მუდმივ გაუსაძლის ტკივილებს სწორედ სიცილის იოგას მეშვეობით ვუმკლავდებოდი.

დიახ, სიცილის იოგა საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი და ეს ჩემს თავზე არაერთგზის მაქვს გამოცდილი.

დღეს სიცილის იოგას ძირითადად არეკლამებენ, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების მძლავრ საშუალებას, და ეს ასეცაა — მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა მისი უზარმაზარი პოზიტიური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ პირადად ჩემთვის სიცილის იოგა სულ სხვა მხრივ არის უფრო მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ ეს ერთადერთი პრაქტიკაა, რომელიც დაკომპლექსებულ და ათასი სტერეოტიპით შებოჭილ ადამიანს რეალურად უბრუნებს ბავშვობას — ბავშვობისდროინდელ სილაღეს, სიმსუბუქეს, მხიარულებას, და რაც მთავარია თავისუფალ, არასტერეოტიპულ, არადაშტამპულ გონებასა და მსუბუქ, ენერგეტიკული კვანძებით დაუმძიმებელ და შეუბოჭავ სხეულს.

შაბათი, 14:00 

ყიფშიძის 9 

ფასი 45 ლ

გადადით ბმულზე და გაიარეთ რეგისტრაცია  http://bit.ly/2zyHuXg[1]

ან დაგვიკავშირდით

597 997 887; 

592 033 888

P.S ყოველ ტრენინგზე სამი ადგილი არის მათთვის, ვისაც სიცილის ტრენინგზე დასწრების სურვილი აქვს,  მაგრამ საშუალება არა აქვს, რომ თანხა გადაიხადოს. 

მთავარი პირობა- წინასწარ დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ.

ნანახია:(661)-ჯერ


Endnotes:
  1. http://bit.ly/2zyHuXg: http://bit.ly/2zyHuXg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/sicilis-ioga-levan-ramishviltan-ertad/