სიცილის იოგა ლევან რამიშვილთან ერთად | Jolo.ge


სიცილის იოგა ლევან რამიშვილთან ერთად

სიცილის იოგა ლევან რამიშვილთან ერთად

თბილისში, ყოველ შაბათ-კვირას, ფსიქო-ფიზიკური გამაჯანსაღებელი ტრენინგი — „სიცილის იოგა“ ტარდება.

„სიცილის იოგას“ საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი, ლევან რამიშვილი ატარებს.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ პრაქტიკებს:

1) მედიტაცია;

2) პრანაიამა (იოგური სუნთქვა);

3) სიცილის იოგა.

ამ ტრენინგზე თქვენ შეძლებთ ძალისხმევის გარეშე გაუშვათ შიშები და სტრესები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და დაიბრუნოთ ბავშვობის სიხალისე…

სიცილის იოგა უძველესი და უძლიერესი ფსიქო-პრაქტიკაა,

მისი მეშვეობით ხდება:

• კომპლექსების დაძლევა,

• მკვეთრად უმჯობესდება ჯანმრთელობა;

• მცირდება სტრესის ჰორმონების რაოდენობა ორგანიზმში;

• არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;

• ტვინს კვებავს ჟანგბადით;

• ამუშავებს 300 კუნთს ერთდროულად;

• კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს;

• ადუნებს კისრისა და ზურგის კუნთებს;

• წვავს კალორიებს

ლევან რამიშვილი: სიცილის იოგა, როგორც იოგურ ვარჯიშთა ერთობლიობა, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დააპატენტა ინდოელმა მედიკოსმა, მადან კატარიამ, თუმცა მანამდე სიცილს, როგორც ფსიქო-პრაქტიკას აქტიურად იყენებდნენ ოშო რაჯნეში და სხვა აღმოსავლელი ოსტატები, უფრო ადრე კი, უძველეს დროში (დაახლოებით 2-3 ათასი წლის წინ), ამ პრაქტიკას მისდევდნენ გასხივოსნების მაძიებელი და უკვე გასხივოსნებული ადამიანები. ცნობილია უძველესი ლეგენდა სამი ინდოელი ბრძენის შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრება ქალაქ-ქალაქ დადიოდნენ და ბაზრებსა და მოედნებზე სიცილით საყოველთაო მხიარულებას იწვევდნენ.

აღმოსავლეთში სიცილის პრაქტიკა უძველესი დროიდან ითვლება გასხივოსნების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, სასიამოვნო და ეფექტიურ საშუალებად.

დღეს მსოფლიოში (ძირითადად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ინდოეთში) ათობით ათასი სიცილის იოგას კლუბია. ადამიანები მთელს მსოფლიოში სიამოვნებით უერთდებიან ასეთ კლუბებს, რადგან სიცილის იოგა რეალურ დროში (აქ და ახლა) ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ან მარტივად რომ ვთქვათ, კარგად გახდომის, გნებავთ ბედნიერების მიღწევის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.

იმ მრავალრიცხოვან პრაქტიკებს შორის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში არსებობს, ვერცერთი ვერ შეედრება ამ მხრივ სიცილის იოგას.

სიცილის იოგა წარმოადგენს იოგური სუნთქვების, სხვადასხვა ტიპის მედიტაციებისა და სიცილის სინთეზს, რომელთა მეშვეობით, საბოლოო ჯამში, ძალიან სწრაფად და სასიამოვნოდ მიიღწევა მდგომარეობა, რომლის აღწერას აქ არ შევუდგები, რადგან უბრალოდ სიტყვები არ მეყოფა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ამ მდგომარეობას ვერ შეედრება ვერცერთი ნარკოტიკითა თუ ალკოჰოლით მოგვრილი სიამოვნება…

პირადად მე სიცილის იოგას მივსდევ უკვე მრავალი წელია, მისი წყალობით დავძლიე დეპრესია, ნევროზი, გავნთავისუფლდი ათასგვარი კომპლექსისგან და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემისგან, მეტიც — დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს სწორედ სიცილის იოგას დამსახურებაა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ხერხემლის პრობლემის გამო მუდმივ გაუსაძლის ტკივილებს სწორედ სიცილის იოგას მეშვეობით ვუმკლავდებოდი.

დიახ, სიცილის იოგა საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია, ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი და ეს ჩემს თავზე არაერთგზის მაქვს გამოცდილი.

დღეს სიცილის იოგას ძირითადად არეკლამებენ, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების მძლავრ საშუალებას, და ეს ასეცაა — მრავალმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა მისი უზარმაზარი პოზიტიური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ პირადად ჩემთვის სიცილის იოგა სულ სხვა მხრივ არის უფრო მნიშვნელოვანი. საქმე ისაა, რომ ეს ერთადერთი პრაქტიკაა, რომელიც დაკომპლექსებულ და ათასი სტერეოტიპით შებოჭილ ადამიანს რეალურად უბრუნებს ბავშვობას — ბავშვობისდროინდელ სილაღეს, სიმსუბუქეს, მხიარულებას, და რაც მთავარია თავისუფალ, არასტერეოტიპულ, არადაშტამპულ გონებასა და მსუბუქ, ენერგეტიკული კვანძებით დაუმძიმებელ და შეუბოჭავ სხეულს.

გახადე ცხოვრება უფრო ლაღი, მსუბუქი და სიხარულით სავსე!

გელით „სიცილის კლუბში“

ყოველ შაბათ –კვირას 14:00

 ყიფშიძის 9 

☎️ 597 997 887 დეა
592 033 888 ლევანი

რეგისტრაცია  http://bit.ly/2zyHuXg

«სიცილის კლუბის» აბონემენტის საფასური 100 ლ (4 ვიზიტი)

აბონემენტის გარეშე, 1 ვიზიტი – 45 ლ

რეგისტრაცია  http://bit.ly/2zyHuXg

შემოგვიერთდი და გაილამაზეთ ცხოვრება  🤩🥰

ნანახია:(900)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„არასოდეს დანებდეთ“ — ნინო სურგულაძე და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

„ყოველთვის ღირს ბრძოლა იმისთვის რისიც გჯერათ და გიყვართ, არასოდეს არ დანებდეთ“ — წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ნინო სურგულაძე,


„ცამდე მართალი რომ იყო, შენი საქციელი არის ამორალური საქციელი! “

უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბარიტონი მიშა ქირია ოპერის თეატრის „ყოფილი“ სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედებამ გააბრაზა. კერძოდ კი იმ პირადი მიმოწერების (თამარ ივერი,


ზემო აჭარა და ფესტივალი „ზე-კართან“ — ვახტანგ ბერიძის კეთილი საქმე

თავის მიზაწე უზომოდ შეყვარებულ რეჟისორს, ვახტანგ ბერიძეს დღეს ბევრი იცნობს, მისი ინიციატივითა და  დამსახურებით უკვე, რამდენიმე წელია მთიან აჭარაში ლიტერატურისა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*