სიჩუმეში არსებული საიდუმლო | Jolo.ge


სიჩუმეში არსებული საიდუმლო

სიჩუმეში არსებული საიდუმლო

დაკვირვებიხართ,  აზრებს მოარულს თავში? ისინი ან წარსულში  ან მომავალში დასეირნობენ, დაქრიან, იქექებიან… ნუ თუ აზრებისთვის აქ და ამჟამად წუთები არ არსებობს…

აზრები წარსულში: ეს როგორ გაბედა? ისე იქცეოდა და ახლა არ არის ღირსი?  – გამოგვაქვს განაჩენი, მოვლენებს ვაკერებთ „იარლიყებს“ …

აზრები მომავალში: ახლა რაღა გავაკეთო? რა მეშველება? გამიმართლებს! … – მომავლის ან გვეშინია ან გვეიმედება. მომავალი გვაფორიაქებს, დეპრესიაში გაგდებს.

აზრები, აზრები გაუთავებელი აზრები….

V0i-KTBGW28თითქოს ვიღაცა დამდგარა „მიქსერით“ ურევსო – არც ერთი აზრი არ არის დალაგებული. ქაოტურად ტრიალებენ, ბრუნავენ, ირევიან…აზრებისგან გამოწვეული გრძნობები, განცდები, დიალოგები, მონოლოგები…

სრული ქაოსია…

აზრები, კვებავსო გონებას…

აზრები, ჭეშმარიტების ზედნაშენია ჩვენი შეხედულებების შესაბამისი…

მაშინ რითი ვკვებავ?

სად არის ჭეშმარიტი, პირველწყარო და რას ვაშენებ?

რას ვხედავ ან რას ვერ ვხედავ?

ვინ ვიქნებოდი მე ამ აზრების გარეშე?

გაჩერდი წარსულო…

გაჩერდი მომავალო…

მინდა გავერკვე, აქ და ამ წუთას რა ხდება?

როდესაც გარშემო უკუნი სიბნელეა, ჭურჭუტანაში სხივმა იკრთო…  პაწუკა სარკმელი დამაკავშირებელი საწყისს არსსთან. მე მას გულთან ვგრძნობ… ამბობენ, აქ სული სახლობსო…

ეს წუთებია აქ და ამჟამდ შუქთან მიახლოების და …

მე ვარ …

მე ვარ …

ვინ ხარ შენ? – შენი შეხედულებები? შენი განაცდები? შენი „იარლიყი“? შენი ფორიაქი? შენი დეპრესია?
ეს ყველფერი ზედაპირზე არსებულია. გამოდის, მე თავს ვაიგივებ მათთან?

მაგრამ, ღმერთო, ვინ ვარ სინამდვილეში?

ჩემ არსებას ვერ ვიპოვი გარეთ, უნდა შევაღწიო შიგნით, კარგად მოვინდომაო. აი, იქ ჩავიხედო, პასიურად დავაკვირდე და შინაგან სიჩუმეში მოვა პასუხები.

მე ვაპროტესტებ…

მე არ ვარ ჩემი აზრები… მე არ ვარ ჩემი შეხედულებები… მე არ ვარ ეს ფორიაქი.. და ეს დეპრესია…

მე ვემიჯნები ამ ყველაფერს!!!

მე ვარ გაცილებით მეტი!

მე ვარ…

… მე ვარ ენერგია, მე ვგრძნობ ჩემს ხელებს, ფეხებს, ზურგს და მასში დინამიურად მოძრავ ენერგიას.

საოცარია, ეს ენერგია გულგრილია ყოველგვარი ყოფიერების მიმართ…
ვინ არის? საიდან მოვიდა? სად არის პირველწყარო?

ჩემი ენერგია, იმ პირველწყაროს შენაკადია…

ჩემი ენერგია, ერთი დიდი და მთლიანის ფრაგმენტია..

ჩემი ენერგია, მზის სხივივითაა…

მზე, დიახ! მას აქვს სხივები და ის წვდება ყველგან. მისთვის სულ ერთია, შენ გათბები მისით თუ არა, ის მაინც ათბობს!

თუ კი შენ ხარ მთლიანის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამვე დროს იკვებები აზრებით, რას ირჩევ – შხამო პირველწყარო თუ  გააფერადო ლამაზ ფერებად? ჯერ არ მესმის ბოლომდე…1395929925_kolesnik-artem

სიჩუმეში არისო დიდი საიდუმლო… ალბათ, საკუთარი თავის შემეცნების!

როდესაც ამას მოახერხებ, მერე შეიყვარებ მოყვასს ან მეზობელს, რადგამ მასში შენ დაინახავ არა მტერს, შტერს ან სულელს („იარლიყები“ რომელიც მიაკერე), არამედ შენი არსის მსგავსს, მორიგ სხივს… და განა მარტო მასში… ხეებში, ყვავილებში, ბალახებში.. მათი ფიზიკური მშვენიერების (ზედაპირულობის) მიღმა დაინახავ, შეიგრძნობ და შეეხები არსს.. ცხოველების მიმართაც შეიგრძნობ ამას.. და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ შენ ხარ ერთიანი მთლიანის  განუყოფელი ნაწილი, განთავისუფლებული ყველანაირი ზედმეტი შრეებისგან. რჩები შიშველი იმ ფაქტის წინაშე, რომ შენ კი არ ხარ მარტო ან ისინი კი არ არიან გარშემო… არა! ეს შენ ხარ მათი ნაწილი, შენ ხარ პატარა დიდი. ამ დროს მოდის ერთი მთიანობის აქმა, გიჩნდება ხედვა, იბადება აღმშენებლური აზრები და განიძარცვავ ზედმეტს, ხდები მშვიდი და იწყებ ცხოვრებას, აქ და ამჟამად… გრძნობ მუდმივობის შინაგან არსს, აცნობიერებ – ყველაფერი დანარჩენი ამაოა, გამოგონილი, ფუჭი/ყალბი/თეატრი/ილუზია…

აი, სად არის თურმე ფაქიზი ზღვარი.

თუ კი ღრმად შედიხარ საკუთარი თავის შემეცნებაში, ჯამში აღმოაჩენ სამყაროს.

და აქ გიდგება მომენტი –გიჭირს უკან დაბრუნება, ამაოების გამო.

და რადგანაც პირველწყაროს შენაკადი, მზის სხივი და ერთი დიდი მთლიანის ფრაგმენტი, შენს ფიზიკურ სხეულში გასხივოსნდა 43 წლის წინ, შენს სულს ეს დასჭირდა, აქვს რაღაც სათქმელი და მისია შესასრულებელი.

ამიტომაც, მორჩილად რჩები აქ და ამჟამად, უფლებას აძლევ შემოვიდეს შენში მზის სხივი, ავსებ აორთქლებულ შენაკადს, ეწყმი და ხდები დიდი მთლიანის ფრაგმენტი(ყველაფერს აკეტებ ამისთვის).

შეიგრძნობ მის დიდებულებას.

და რადგან შენ ამ ყოფაში გიჭირს „მე“„ის“ გახადო, პოულობ ყველაზე კარგ გამოსავალს – ბალანსს ფიზიკურ და სულიერს შორის და

სწავლობ მიმღებლობას, მიტევებას, სიყვარულს (პირველ რიგში საკუთარი თავის) და შემდეგ ემსახურები –  ქმნი, აშენებ, და ათბობ…

მადლიერებით და სიყვარულით თამარ კვარცხელია

 

1 ივლისი, 2016 წელი

სოფელი ვახანი

წყარო : https://zrda.wordpress.com

ნანახია:(263)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ერთი მარტივი მოქმედება და მიზნების მიღწევა 100%-ით

ერთი მარტივი მოქმედება, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევის ალბათობას თითქმის 100% — მდე ზრდის 👇👇👇 მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ ბარტმანი


ზოგჯერ შენ უნდა შეგეძლოს სიცივის დათმენა, რომ სხვა გაათბო…

წარმატებული, რომ სხვის დარდზე ატირდები (ესაა ადამიანობა)… ფუფუნებაში მყოფს, რომ გაქცევა და ბავშვთა თავშესაფრის მონახულება მოგინდება (ესაა ადამიანობა)…. ფერადი ბუშტებით


მიდი, იმოქმედე ოცნებისთვის!

2018 წელი ახალი წელი 365 ახალი დღე 365 ახალი შანსი. შანსია, ყველაფერი დაიწყო თავიდან. შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რის გაკეთებას აპირებ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<