fbpx

სიბერე მრავალ რამეზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს – 80 წლის ჩინელი მოდელი

ავტორი ნინო გონგაძე
130 ნახვა

მან, გასულ წელს, პოდიუმზე მკერდმოშიშვლებულმა გაიარა. სწორედ ამის შემდეგ, 80 წლის მამაკაცს ჩინეთის ყველაზე „ცხელ პაპას” უწოდებენ.

ვანგ დეშუნი პროფესიით მსახიობია. მას მრავალ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პოდიუმზე მისი დებიუტი კი, ჩინეთის მოდის კვირეულზე ახლახან შედგა. მან წელს ზემოთ შიშველმა გრძელი რუხი თმით გაიარა და თავისი აღნაგობით დამსწრეები მოხიბლა.

ფოტო, რომელზეც მსახიობი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება, მალე მრავალი ხანდაზმული ჩინელის ყურადღების ცენტრში მოექცა და მათთვის ერთგვარ მოტივაციად იქცა.

სიბერე მრავალ რამეზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს.
„პოდიუმზე გავლის შემდეგ, მრავალმა ადამიანმა შემნიშნა… მაგრამ იცით, რა? ამ დღისთვის მე 60 წელი ვემზადებოდი“, — ამბობს მსახიობი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში.

ვანგ დეშუნი ჩრდილოეთ ჩინეთში, ქალაქ შენიანში დაიბადა. 24 წლის ასაკში თეატრის მსახიობის კარიერა დაიწყო, როდესაც 44 წლის იყო — ინგლისურის სწავლას შეუდგა, 49 წლისამ კი პანტომიმის საკუთარი დასი დააარსა. 50 წლის ასაკში პეკინში გადასახლდა და ვარჯიში დაიწყო, რაც იმ დღის შემდეგ აღარ მიუტოვებია. დეშუნის მაგალითზე ნათელი ხდება, რომ გამოწვევებთან გამკლავება სიბერეშიც უნდა გავაგრძელოთ და არასოდესაა გვიანი მიზნების მიღწევა.

„დამიჯერეთ, უნდა შეისწავლოთ საკუთარი პოტენციალი. როდესაც ფიქრობთ, რომ რაიმე ძალიან გვიანია, ფრთხილად იყავით, რომ ეს უარის თქმის საბაბი არ გახდეს. არავის შეუძლია თქვენთვის წარმატების მოტანა, გარდა საკუთარი თავისა“, — ამბობს მსახიობი.

14570367_10208760726753219_4800992411546763262_n14671291_10208760725273182_5719195577056099093_n14680541_10208760726713218_7145126584727888350_n

წყარო: კვირა+

მსგავსი სტატიები

Leave a Comment