fbpx

შვილთან გაუცხოვებულ და მასზე მონატრებულ დედას ამერიკაში პატიმრობა ელის!…

ავტორი ჟოლო
127 ნახვა

X უკვე 10 წელია ამერიკაში იმყოფება. 1 წელია რაც შვილიც ჩამოიყვანა. ეს გოგონა წელს სკოლას ამთავრებს. დეიდასთან გაზრდილი გოგონა დედის მიმართ პრეტენზიული აღმოჩნდა, დედა კი შვილისაგან გაუცხოვებული.

 
დედა ქართველია – ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, მზრუნველი, მშრომელი, მორწმუნე, შვილითვის თავდადებული. მისი 10 წლიანი მძიმე ამერიკული ცხოვრების შედეგია ის რომ შვილს არჩენდა და “საბუთები” გაიკეთეს.

შვილი კი ზედმეტად გათამამებული და თინეიჯერულ “სიფსიხეში” დაკარგული ახალგაზრდაა.

2 კვირიანი “პადრაბოტკის” შემდეგ დედა ბრუნდება “დეი ოფ” ზე და აბაზანაში ხვდება “გაამერიკელებული”, ერთ ქართულ სოფელში გაზრდილი შვილი ბოიფრენდთან ერთად.

იქ რაც მოხდა შეგიძლიათ წარმოოდგინოთ ყველლაფერი, ” შოკირებული ქართველი დედა…
ამერიკელი ბოიფრენდი რეკავს პოლიციაში, მოდის პოლიცია. შვილი და BF თან ერთად აძლევენ ჩვენებას იმაზე მეტს ვიდრე იყო, ამატებენ იმასაც რომ დედა მუდმივად ძალადობს შვილზე, კეტავს სახლში…….ეს ბოიფრენდის რჩევაა. უფრო მეტად დასჯიანო…

მოკლედ ამ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ ვიხილავ, მივხედავთ! ძალიან შემაწუხა მორალურმა მხარემ და გიზიარებთ ამ ამბავს.

კითხვა ასეთია, რა სჯობია, იცხოვრო გაჭირვებაში იქ სადაც ხარ, იმ წესებით რასაც აღიარებ და შვილი გაზარდო შენ თვითონ ისე როგორც გინდა თუ “ფუფუნებაში” შვილი დაკარგო და გაუცხოვდე მისგან და მისგან დაფასებული ციხეში აღმოჩნდე.

P.S. ვისაც ეს არ გეხებათ მშვიდად გააგრძელეთ ცხოვრება და ნუ დაიგესლებით, ემიგრაციაში წასვლადე გაითვალისწინეთ ინტერესთა კონფლიქტი და რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის……

გია ხუროშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment