შვილიშვილის სიურპრიზი 103 წლის ბებიას | Jolo.ge


შვილიშვილის სიურპრიზი 103 წლის ბებიას

შვილიშვილის სიურპრიზი 103 წლის ბებიას

ერთხელ, ამერიკაში

ბებია ჰოსპისში მოათავსეს და როცა მედდებმა ჰკითხეს, წელს, ყველაზე მეტად რას ისურვებდიო, უპასუხა — შვილიშვილის ქორწილში ყოფნასო…

ვინ გაუშვებდა? 103 წლის, გულის მხრივ პრობლემებით და რამდენიმე ათასი კილომეტრით დაშორებული — ფრენა გამორიცხული იყო. რაღა ექნა ბებოს?.. ამოიოხრა და ბედს შეეგუა…

ეს ამბავი შვილიშვილმა რომ შეიტყო, უქმეებზე ჩუმად გაიპარა, ჩაფრინდა და სიურპიზი მოუწყო, საქორწილო კაბაში გამოწყობილმა. ბევრიც იცინეს და იმხიარულეს. წამოსვლისას, შვილიშვილის სახე ხელებში ჩაუჭერია და უთქვამს, ძალიან-ძალიან უყვარხარ ბებოსო, შვილიშვილს კი უგრძვნია, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იქნებოდა…

27 დღის შემდეგ ბებო გარდაიცვალა. ქორწილი 6 თვის შემდეგ შედგა და პირველად სწორედ იქ გამოაჩინა პატარძალმა ეს ფოტოები. მამამისმა და ოჯახის სხვა წევრებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, ტარას კი უთქვამს, ეს ყველაზე მცირედი იყო, იმის საზღაურად, რაც ბებოს ჩვენი ოჯახისთვის აქვს გაკეთებულიო…

ასე „დაესწრო“ ბებია სტეისია შვილიშვილ ტარას ქორწილს…

წყარო: გია კვარაცხელია to ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA

ნანახია:(56)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სელფი პრეზიდენტთან

სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ორ ქალბატონთან ერთად «სელფს» იღებს.  «გუდვილში, სალაროს რიგში, ჩვენს წინ არც


ზემო აჭარა და ფესტივალი „ზე-კართან“ — ვახტანგ ბერიძის კეთილი საქმე

თავის მიზაწე უზომოდ შეყვარებულ რეჟისორს, ვახტანგ ბერიძეს დღეს ბევრი იცნობს, მისი ინიციატივითა და  დამსახურებით უკვე, რამდენიმე წელია მთიან აჭარაში ლიტერატურისა


«Facebook»-ის მომხმარებლებო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაფრთხილებთ!

“გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ — უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*