შვილების აღზრდის საიდუმლო მათ შექებაშია! | Jolo.ge


შვილების აღზრდის საიდუმლო მათ შექებაშია!

შვილების აღზრდის საიდუმლო მათ შექებაშია!

ერთხელ, როდესაც პატარა თომას ედისონი სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ წერილი ხმამაღლა ცრემლიანი თვალებით წაიკითხა:

“თქვენი შვილი გენიოსია, აქ ჩვენ არც შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები არ გვყავს, რომ თქვენს შვილს რაიმე ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ”.

დედის სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ (როდესაც ედისონი უკვე ცნობილი მეცნიერი იყო) თომასი ოჯახის არქივს ათვალიერებდა როდესაც ამ წერილს წააწყდა, მან წერილი გახსნა და წაიკითხა: “თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში” ედისონი რამდენიმე საათის განმალობაში ფიქრობდა, შემდეგ კი დღიურში ჩანაწერი გააკეთა: “თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია.”

ყველა მშობელმა, ყველა დედამ და მამამ უნდა გაითვალისწინოს ეს ისტორია. გჯეროდეთ საკუთარი შვილების, ხშირად შეაქეთ ისინი!

…გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ, თქვენი საკუთარი სიტყვებით, აყალიბებთ მასში გენიოსს, მეწარმეს, პოეტს, მუსიკოსს, მებაღეს, მეეზოვეს, მუშას და უსაქმურს…

ვინც შედეგით არ ხართ კმაყოფილი, თქვენ თავს დააბრალეთ…

ვისაც ჯერ კიდევ პატარა შვილები გვყავს, კი ყველაფერი ჩვენ ხელშია: მეტი პოზიტივი, მეტი სიყვარული, მეტი რწმენა, მეტი შექება, მეტი დაფასება, მეტი აღიარება, მეტი დასაჩუქრება…

… მამაჩემი ყოველთვის საჯაროდ მაქებდა. როცა ჩავაბარე ინსტიტუტში, ყველას მოუყვა თუ როგორ თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი, როგორ არ მიყურებია მთელი წელი ტელევიზორისთვის და კიდევ იმას ამატებდა, რომ არაფერში მოვუმზადებივარ და გზის ფულის გარდა არაფერი დაუხარჯავს ჩემ მოწყობაში.

… იცით რა განცდაა ეს შვილისთვის? უდიდესიიიიი!!! თამამად ვიტყვი, რომ ამაზე საუკეთესოს მამა ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის ვერაფერს გააკეთებდა…

… ასე, რომ გიყვარდეთ და გჯეროდეთ თქვენი გენიოსი შვილების!

სიყვარულით და მადლიერებით ვუძღვნი ჩემ შვილებს ანოს და თეგას!

მაია ხავთასი

წყარო: maiakhavtasi.wordpress.com

ნანახია:(217)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„შედეგად შვილი ჩვენს მეგობრად გაიზრდება, ჩვენ ის გაგვიგებს“ …

👨‍👩‍👧ჩვენ — შვილები და მშობლები — ბუნებამ რამოდენიმე კვანძით შეგვკრა. 👦ბავშვი თანდათანობით წამოგვეზრდება. ბუნება იძალებს მასში თავისი დიდობისა და თავისუფლების


9 სტრატეგია კეთილი და მოსიყვარულე ბავშვის აღსაზრდელად

ყველა მშობელს სურს მისი შვილი განსაკუთრებული იყოს, იმისთვის კი, რომ ბავშვი სხვებისგან გამოირჩეოდეს შესაბამისი აღზრდაა საჭირო. კეთილი და გულუხვი მოზარდები


ამ გზით გაცილებით ახლო კავშირი დამყარდება შვილებსა და მშობლებს შორის

🌈👩‍👩‍👧‍👦«შვილებთან, როდესაც ვატარებთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულით როგორ განცდებს გადავცემთ მათ. ☀️შესაძლებელია თბილი სიტყვებით ველაპარაკებოდეთ,მაგრამ გულში სევდას,უიმედობას და აუხდენელი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*