შოკში ვარ… გაოგნებული ვარ…

by admin | Ноябрь 15, 2014 19:03

 

აფერი არ გაახარებს არცერთ ადამიანს ისე როგორც სიკეთე !!!!!

„ნამდვილად არ მეგონა თუ კიდე არსებობდნენ ასეთი ადამიანები“

„შოკში ვარ… გაოგნებული ვარ… გუშინ ღამე დავკარგე საფულე ბარათაშვილზე კონკასთან.

პირადობა, მართვის მოწმობა, სამსახურის საბუთი, იარაღის შენახვა-ტარება, მანქანის საბუთი, საკრედიტო ბარათები, სადაზღვეო ბარათი და ა.შ. … ხო და თანხა ზუსტად 435 ლარი.

გამოვიძახე პატრული შევავსე განაცხადი როგორც ხდება ხოლმე…

მოკლედ დავრჩი ყველაფრის გარეშე და ეხლა სულ რამოდენიმე წუთის წინ სამსახურში დაცვა მეძახის გკითხულობენო და მოდის ჩემთან შუა ხნის კაცი ვიზუალურად არ მინდა უხეშად ვთქვა აი «ბომჟებს» რომ ეძახიან დაახლოებით ეგრე დასვრილად ჩაცმული, ალკოჰოლის სუნით და ა.შ. … მომიტანა საფულე საბუთებით და წარმოიდგინეთ თანხას 1 ლარიც არ აკლდა.

გავოგნდი… ნამდვილად არ მეგონა თუ კიდე არსებობდნენ ეგეთი კეთილსინდისიერი ადამიანები. თანხა ძმურად გავიყავით და დავშორდით.არაფერი არ გაახარებს არცერთ ადამიანს ისე როგორც სიკეთე !!!!!“

 

ნანახია:(60)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/shokshi-var-gaognebuli-var/