შოკში ვარ… გაოგნებული ვარ…

„ნამდვილად არ მეგონა თუ კიდე არსებობდნენ ასეთი ადამიანები“
„შოკში ვარ… გაოგნებული ვარ… გუშინ ღამე დავკარგე საფულე ბარათაშვილზე კონკასთან.
პირადობა, მართვის მოწმობა, სამსახურის საბუთი, იარაღის შენახვა-ტარება, მანქანის საბუთი, საკრედიტო ბარათები, სადაზღვეო ბარათი და ა.შ. … ხო და თანხა ზუსტად 435 ლარი.
გამოვიძახე პატრული შევავსე განაცხადი როგორც ხდება ხოლმე…
მოკლედ დავრჩი ყველაფრის გარეშე და ეხლა სულ რამოდენიმე წუთის წინ სამსახურში დაცვა მეძახის გკითხულობენო და მოდის ჩემთან შუა ხნის კაცი ვიზუალურად არ მინდა უხეშად ვთქვა აი «ბომჟებს» რომ ეძახიან დაახლოებით ეგრე დასვრილად ჩაცმული, ალკოჰოლის სუნით და ა.შ. … მომიტანა საფულე საბუთებით და წარმოიდგინეთ თანხას 1 ლარიც არ აკლდა.
გავოგნდი… ნამდვილად არ მეგონა თუ კიდე არსებობდნენ ეგეთი კეთილსინდისიერი ადამიანები. თანხა ძმურად გავიყავით და დავშორდით.არაფერი არ გაახარებს არცერთ ადამიანს ისე როგორც სიკეთე !!!!!“
ნანახია:(61)-ჯერ
Comments
Related Articles
«ხუთი დღის იყო, პირველად ხელში რომ აიყვანა»
ხუთი დღის იყო, პირველად ხელში რომ აიყვანა. იმის მერე, ხელიდან არ გაუშვია: — ღამის თენებებიო, მთელი ღამე წინ და უკან
«არ შემატოვეს წარსული, არ დამითმეს აწმყო და მომავალს მპირდებიან»
«წვიმამ ჩამორეცხა ნამუსი თბილისს და მტკვარს გაატანა. ქალაქი გარინდული დამახვედრა დილამ. არ ვიცი რა ვთქვა! ყველაფერი წყალსაც წაუღია, თუკი სიტყვაა
«ჰელერბო»-ზღაპრული ტყე
ეს მისტიკური ტყე “ჰელერბო” ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს. მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრული სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს