შინაგანი  თვითკრიტიკა და მისი გარდაქმნა  პოზიტიურ  თვითმოტივირებად | Jolo.ge


შინაგანი  თვითკრიტიკა და მისი გარდაქმნა  პოზიტიურ  თვითმოტივირებად

შინაგანი  თვითკრიტიკა და მისი გარდაქმნა  პოზიტიურ  თვითმოტივირებად

საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მაღალი მოთხოვნები წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნების სრულიად აუცილებელი თვისებაა.  თვითკრიტიკა საკუთარ თავთან და ნამოქმედართან ან საკუთარი ქმედების პროდუქტთან უკუკავშირის თავისებური ფორმაა. ეფექტური თვით-უკუკავშირი კი უზრუნველჰყოფს ქმედითუნარიანობისა და ახალ მიღწევათა პოტენციალის ზრდას.

ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ახასიათებს გადამეტებული თვითკრიტიკა, რაც თვითგვემაში გადადის. ასეთებს სხვათა გაუთავებელი კრიტიკა და განქიქება ჩვევიათ.  ისინი სხვებსა და საკუთარ თავში პირველ რიგში ცუდსა და დასაგმობს ხედავენ. მათი მოსაწონი არც არავინ არის და მათ შორის არც საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკა გადაფარავს და მალავს საფუძველმდებარე სიძულვილს საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი. ეს ფარული სიძულვილი ხშირად ვითომდაც ობიექტური კრიტიკის სახეს ღებულობს, თითქოსდაც  ამ გამკრიტიკებელ ადამიანს საკუთარი თავის ან სხვისი გაკეთილშობილება სურდეს. სინამდვილეში აქ მოქმედებს თვითგანადგურებისა და განადგურების, თვითლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის, ამოძირკვის გაუცნობიერებელი მოტივაცია.  ასეთი დესტრუქციული მოტივაცია დამანგრეველად მოქმედებს პიროვნებაზე, მის ურთიერთობებზე გარეშემყოფებთან.

რა უნდა გააკეთოთ ასეთ ვითარებაში? პირველ რიგში, დაიწყეთ იმით, რომ გამორიცხეთ თვითკრიტიკა იმის გამო, რომ გადამეტებულად თვითკრიტიკული ხართ. ასეთი თვითკრიტიკა თვითკრიტუკულობის გამო — ჩიხია.  ეს თქვენ სრულიად არ გჭირდებათ. თქვენ გესაჭიროებათ თვით-სიყვარული ნაცვლად თვით-სიძულვილისა, თვით-პატივისცემა ნაცვლად თვით-უპატივცემულობისა, თვით-მიტევება ნაცვლად თვით-განქიქებისა. ამისათვის ჩაატარეთ სავარჯიშო „სარკე“.

სავარჯიშო „სარკე“

დადექით სარკის წინაშე, შეხედეთ საკუთარ თავს, თვალი გაუსწორეთ თქვენს თვალებს. დაიწყეთ საკუთარი თავისადმი სიყვარულის, პატივისცემისა და მიტევების რიტუალი. ჯერ დაიწყეთ საკუთარი გარეგნობით და გამოუცხადეთ მას სიყვარული და პატივისცემა. უთხარით საკუთარ თავს, რომ იმით ხარ ლამაზი და მოსაწონი, როგორიც ხარ.

მიუტევეთ საკუთარ თავს ის, რომ აქამდე მას გმობდი.

შემდეგ გადადით თქვენს პიროვნულ თვისებებზე, ამის შემდეგ თქვენს ინტელექტსა და გონებაზე, ემოციურ თავისებურებებსა და სოციალურ მდგომარეობაზე, ბოლოს კი თქვენს გადამეტებულ თვითკრიტიკულობაზე. თითოეული მათგანისაკენ გააგზავნეთ სიყვარულის, პატივისცემისა და მიტევების იმპულსები.

ეს რიტუალი აამაღლებს თქვენი თვითსიყვარულის, თვითპატივისცემისა და მიტევების უნარის დონეს. ეს გამოგიმუშავებთ საკუთარი თავის მიმღებლობის ფასდაუდებელ უნარს. ეს ყველაფერი კი როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ისე წარმატების მიღწევის, მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის ამაღლების სრულიად აუცილებელი პირობაა.

ნოდარ სარჯველაძე

http://sarjveladze.blogspot.com/

ნანახია:(66)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ენერგეტიკული ვიბრაციების ამაღლების ნიშნები

თითოეული ჩვენთაგანი წრმოადგენს ნაკრებს ენერგეტიკული ვიბრაციების, ნაწილაკების, მოლეკულების, უჯრედების, ორგანოების. ამ ვიბრაციულ ნაწილაკებს გააჩნია თავისი ინდივიდუალურობა. ნაწილაკების ჯამური კრებული დამოკუდებულია


შიში წარუმატებლობის წინაშე

ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატარეს  ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს


ადამიანის შეცნობის შვიდი გზა

ადამიანის ბუნების შეცნობა არ არის რთული მშვენიერება და სიგონჯე გამოყოფენ ადამიანის გრძნობებისა და მისი სახის გამომეტყველების შეუსატყვისობას. არიან ისეთი ადამიანები,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*