შეხედე საკუთარ თავს გარედან… | Jolo.ge


შეხედე საკუთარ თავს გარედან…

შეხედე საკუთარ თავს გარედან…

,,ილუზია-ცდომილება. სინამდვილის დამახინჯებულად აღქმა. განუხორციელებელი იმედი, არარეალური ოცნება»

არიან ადამიანები, რომლებიც ილუზიაში ცხოვრობენ.
ბევრ სხვა ილუზიასთან ერთად, არსებობს ოპტიკური ილუზია. ოპტიკური ილუზია მარტო მხედველობითი არ არის. არსებობს ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ოპტიკური ილუზიები»

ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ბევრი ადამიანი გამოვიკვლიე, ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე.

არიან ადამიანები, რომლებიც სრულ ილუზიაში იმყოფებიან, მიუხედავად ინტელექტისა, განათლებისა, სტატუსისა, სოციალური რანგისა, წარმატებისა და შესაძლებლობისა.

ზოგი ადამიანი აცნობიერებს, რთულად, მაგრამ მაინც, რომ ის ცხოვრობს ილუზიაში, მოსწონს თავის შეთხზული პიროვნება, ურთიერთობები და ცხოვრება.

ილუზიაში მყოფი ადამიანი, დაცულად გრძნობენ თავს, იკმაყოფილებს პატივმოყვარეობას, მოსწონს საკუთარი თავი, ქმედება, დამოკიდებულება და ,,დაცულია» გარე, ნამდვილი ყოფისგან.

ისინი ვერ ხედავენ, ან არ ხედავენ იმას, რაც მათ არ ხიბლავთ, გაურბიან რეალობას და გონიათ — ყველაფერი გონიათ.

მათ გონიათ, რომ პირველები არიან. გონიათ ჭკვიანები არიან. გონიათ განსაკუთრებულები არიან. გონიათ ყველას უყვართ. გონიათ ლამაზები არიან და ყველას მოსწონთ, გონიათ რომ შეუდარებლები არიან.

ოხ, ეს დამღუპველი ,, მგონია » — ,, მეგონა»

არსებობს გაუცნობიერებელი ილუზია.
ამ შემთხვევაში მთლიანად არის რეალობის შგრძნება დაკარგული და კი არ გგონია, არამედ ,,ხარ»
,,ყველაფერი იცი, და ყველაზე მაგარი ხარ»

დიდი ბოროტებაა, როცა ადამიანს დაუმსახურებლად აქებ, დაუმსახურებლად ეუბნები კომპლიმენტს, უკრავ დაუმსახურებელ ტაშს, მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო.
ამ დროს ისინი იჯერებენ და იწყებენ ცხოვრებას ილუზიაში.

ზოგი მოითხოვს, არა პირდაპირ, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაქონ, უთხრან კომპლიმენტი, ეძახონ ლამაზი, ჭვიანი, ერთად ერთი.
მთავარია, რომ მან, ეს გაიგონოს. სულ არ აინტერესებთ რას ამბობენ მის ზურგს უკან.

შენ მაშინ ხარ დიდი ადამიანი, როცა იცი სინამდვილეში ვინ ხარ.
შენ მაშინ ხარ დიდი ადამიანი, როცა სიმართლეს უყურებ თვალებში. რთულია, მაგრამ მაინც.

… და კიდევ, არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სპეციალურად იმისთვის, რომ ილუზიაში ამყოფონ სხვები.

დაუსვი საკუთარ თავს ბევრი კითხვა.
შეხედე საკუთარ თავს გარედან.
არ დაივიწყო როგორ გექცეოდნენ.
არ დაივიწყო საიდან მოდიხარ.
არ დაივიწყო როგორ მიაღწიე.
და ბოლოს… იცი მაგრამ მაინც: ყველაფერი წარმავალია.
იყავი მშვიდი, რეალისტი, გამგები და კეთილი, სანამ ხარ, სანამ ცხოვრობ და ცოცხლობ.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(237)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 მძლავრი მტკიცებულება, რომელიც შეგცვლით და შეგიცვლით ცხოვრებას

გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ცალკე აღებული ყოველი აზრი, ყოველი ემოცია და  ყოველი მოქმედება განაპირობებს იმას ვინ ხართ. ე.წ. რეალობა


„დართეთ სამყაროს ნება გააკეთოს რაიმე თქვენთვის“

დართეთ სამყაროს ნება გააკეთოს რაიმე თქვენთვის. ეს დაიწყეთ საკუთარი ახლობლებიდან, რომლებიც კომპლიმენტს გეტყვიან და ამის გამო მაშინვე არ მიახლით: *


რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას?!

დამეთანხმებით ალბათ, წარმატების მიღწევა არ არის ადვილი, თუმცა ყველას სურს იყოს წარმატებული. გიფიქრიათ ოდესმე რატომ ვერ აღწევთ მას? რატომ რჩება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*