შეწყვიტეთ ფიქრი სრულყოფილებაზე… | Jolo.ge


შეწყვიტეთ ფიქრი სრულყოფილებაზე…

შეწყვიტეთ ფიქრი სრულყოფილებაზე…

სრულყოფილება — ის, რისკენაც ადამიანთა უმრავლესობა მიისწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომ იციან ამას ვერ მიაღწევენ. სრულყოფილი განათლება, სრულყოფილი ვიზუალი, სრულყოფილი სიყვარული, სრუყოფილი მეგობრობა და უამრავი სხვა რამ… გარემოც გამუდმებით იმას ცდილობს, სრულყოფილი გაგვხადოს და საბოლოოდ მივდივართ სასოწარკვეთილებამდე, ისმის კითხვები და ფრაზები: „რატომ არაფერი გამომდის?“ „რა იდიოტი ვარ!“ „განათლება არ მაქვს, ვერაფრის გაკეთებას შევძლებ.“ „არავის შევუყვარდები თუ ასეთი მსუქანი ვიქნები.“

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა გიკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და გიქვეითებთ თვითშეფასებას, ამას მიყავხართ არა იმ შედეგებამდე რაზეც ოცნებობთ, არამედ სრულიად საწინააღმდეგოსთან.

გახსოვდეთ, სრულყოფილი არავინაა, მაგრამ თავად შეგიძლიათ შექმნათ სრულყოფილება. ყველაზე მთავარი ცხოვრებაში წარმატებაა. თუ თქვენ მუდმივად იზრუნებთ იმაზე, რომ იყოთ წარმატებული ადამიანი, თავად მიხვდებით, რომ ყველაფერი სხვა მეორე პლანზე გადავა და თქვენ ბედნიერებას მოიპოვებთ.

თქვენ არავის შეუქმნიხართ იმისთვის, რომ სრულყოფილი ყოფილიყავით, თქვენ ამ ქვეყანას მოევლინეთ იმისთვის, რომ ბედნიერება მიანიჭოთ ადამიანებს, იცხოვროთ ლამაზად და ამით გაიხალისოთ ცხოვრება, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის დრო, რომელიც ამ ქვეყნად გაქვთ სასარგებლო და წარმატების მომტანი საქმისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

ნანახია:(916)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გინდა ბედნიერი იყო ურთიერთობებში ….

ძალიან ადვილად გამოიცნობ საკუთარ თავს. ზუსტად ისეთი ხარ, რასაც ფიქრობ სხვაზე. უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, რომელთაც კარგად არ იცნობთ და


პრაქტიკოსების მახე! (ანუ რატომ არ გვაქვს ადეკვატური შედეგები)

არსებობს ასეთი მოსაზრება რომ რაც არის შიგნით, ის არის გარეთ! (ანუ როგორიც ვართ ჩვენ შინაგანად, ისეთი არის ჩვენი გარე სამყაროც)


«თუ გული უბრალო და ნათელია » — ნეინეი

ნეინეი 1 მსუბუქად მიიღე დიდებაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც ეს წუთისოფელია … უბრალოდ იცხოვრე, — უ ბ რ ა ლ ო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*