შენობა, რომელიც ჰაერს წმენდს — იტალიელთა გენიალური გამოგონება | Jolo.ge


შენობა, რომელიც ჰაერს წმენდს — იტალიელთა გენიალური გამოგონება

შენობა, რომელიც ჰაერს წმენდს — იტალიელთა გენიალური გამოგონება

თანამედროვე მსოფლიოსთვის გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და უამრავი კონფერენცია ეძღვნება მის გადაწყვეტას. იტალიელებმა კი გადაწყვიტეს ნაბიჯი წინ გადაედგათ და ეჩვენებინათ  მსოფლიოსთვის, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

 

პალაცო იტალია გახლავთ შენობა, რომელიც მილანში მდებარეობს და ულამაზესი ვიზუალის გარდა იმითაც გამოირჩევა, რომ აგებულია სპეციალური დანიშნულებით, რათა დაიცვას გარემო.

 

სპეციალური მასალის წყალობით შენობას აქვს უნარი გაასუფთაოს ჰაერი გამონაბოლქვის, მტვრისა და მავნე ნივთიერებებისგან. ამ ყველაფრის საიდუმლო ტიტანიუმის დიოქსიდსა და ბეტონის კომბინაციაშია. მეცნიერების თქმით, მათ აქვთ უნარი არა მხოლოდ არ მიიღონ დაბინძურებული ჰაერი, არამედ იქ არსებული მავნე ნივთიერებები საერთოდ გააქრონ, რათა ჰაერში შეწოვის შემდეგ ისინი კვლავ დედამიწაზე არ მოხვდნენ, მაგალითად წვიმის საშუალებით.

 

გარდა ამისა, შენობა მოიხმარს 40%-ით ნაკლებ ენერგიას, რადგან მისი ზედაპირი დაფარულია მზის ენერგიის ამთვისებელი მასალით. იტალიელი მეცნიერების რწმენით, ასეთი შენობების არსებობა დედამიწის დაბინძურების დონეს 2-ჯერ შეამცირებს.

ნანახია:(1130)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბალი — ღმერთების კუნძული

დედამიწაზე უამრავი უნიკალური ადგილი არსებობს, ზოგიერთ ქვეყანაში ბუნება იმდენად ლამაზია რთულია დაიჯერო, რომ მას სინამდვილეში უყურებ. ხედავ საოცარ სილამაზეს და


„სათამაშო“ 40 წლის შემდეგ

ყველასთვის საყვარელი ფილმის „სათამაშოს“ გმირები, ერთმანეთს 40 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ხვდებიან და ამ შეხვედრის სამახსოვროდ ფოტოსაც იღებენ. ფოტო, რომელსაც


ჰალსტუხი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურმე ჰალსტუხი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს აქსესუარი იშვიათად ხვდება სარეცხ მანქანაში და უამრავი ბაქტერიის მატარებელია. ბრიტანულმა სამედიცინო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*