„შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა იბადებოდეს ამ ქვეყანაზე“ — გია ჯაჯანიძე | Jolo.ge


„შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა იბადებოდეს ამ ქვეყანაზე“ — გია ჯაჯანიძე

„შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა იბადებოდეს ამ ქვეყანაზე“ — გია ჯაჯანიძე

„რამდენი წელია ვმეგობრობთ და მე შენთვის ეს სიტყვები არასოდეს მითქვამს, ყოველთვის გულში მყავხარ და სამაგალითო ადამიანი ხარ ჩემთვის“ — წერს „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე და ნანა პატარკაციშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით ულოცავს.

გია ჯაჯანიძე: „გულიანო, კეთილო, სანდო, საიმედო, უღალატო, უკეთილშობილესო, ღირსეულო, ერთგულო, მოსიყვარულე და მზრუნველო მეგობარო, შეუფასებელი ამაგი გაქვს გაწეული ადამიანების კეთილდღეობისთვის. მეამაყები და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრობ შენი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და კეთილი საქმეებისთვის.

რამდენი წელია ვმეგობრობთ და მე შენთვის ეს სიტყვები არასოდეს არ მითქვამს, ყოველთვის გულში მყავხარ და სამაგალითო ადამიანი ხარ ჩემთვის. მინდა ბედნიერი და გახარებული იყო შენ დიდ ოჯახთან ერთად, მთელი ცხოვრება ჯანმრთელობა, წარმატება და სიხარული არ მოგკლებოდეს, შენ ამას იმსახურებ. შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა იბადებოდეს ამ ქვეყანაზე. გილოცავ“.

„ჟოლო,“ ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხანში ტელეწამყვანს დაუკავშირდა — „პატარკაციშვილების ოჯახის წევრებმა ჩემი ცნობიერება შეცვალეს.“ — განაცხადა გია ჯაჯანიძემ.

გია ჯაჯანიძე: მე დავინახე რა ძალა აქვს სიკეთეს. ამას ყველაფერს ჩემს წიგნში ვიტყვი. ზოგჯერ ისინი არც ჩნდებოდნენ, ისე ეხმარებოდნენ ხალხს.

-გია მხოლოდ ამ პოსტით შემოიფარგლეთ, თუ სხვა საჩუქარიც ახლდა პოსტს?

-როგორ შემოვიფარგლებოდი მარტო სიტყვებით? ვაჩუქე ძალიან ლამაზი სამაჯური.

ნანახია:(685)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ამის მერე ნელ-ნელა, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება“…

„ჩვენ არასოდეს ვიცვლებით როდესაც გვაკრიტიკებენ, განგვსჯიან, ვძულვართ ან ჩვენთვის „განაჩენი გამოაქვთ“. ჩვენ ვიცვლებით როდესაც გვპატიობენ, ვუყვარვართ და ჩვენი სჯერათ. ყველაზე


ქართული ცეკვა და მსოფლიო ვარსკვლავები რუსულ ქორწილში

  რუსულ ქორწილებში სხვადასხვა ქვეყნის ვარსკვლავები საკმაოდ ხშირია, თუმცა ისეთი დონის კონცერტ-ქორწილი, რომელიც გუშინ მილიარდელ მიხაილ გუცერიევის ვაჟის ქორწილში გაიმართა


მასწავლებელი „პიჟამოში“

ამერიკის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილებზე პიჟამოებში გამოწყობილი მიდიოდა. ამ საქციელით ის პროტესტს უცხადებდა სკოლის დირექციის გადაწყვეტილებას, რომლის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<