„შენი ცხოვრება, ნახატია, რომელსაც მხოლოდ შენ ხატავ!“

by admin | Декабрь 19, 2016 17:22

შვილიშვილი აკვირდება ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება:

— რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს?


ბაბუამ შეწყვიტა წერა და ღიმილით უპასუხა შვილიშვილს:


— შენ გამოიცანი, მე შენს შესახებ ვწერ. მაგრამ ახლა, მთავარი ის კი არ არის, რას ვწერ, არამედ ის, თუ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილია, როდესაც გაიზრდები, გახდე ისეთი, როგორიც ეს ფანქარია…


ბავშვმა ცნობისმოყვარე თვალებით შეათვალიერა ფანქარი, მაგრამ განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია.


— ეს ზუსტად ისეთი ფანქარია, როგორებიც მე ბევრეჯერ მინახავს, წამოიძახა გაუგებრობაში მყოფმა შვილიშვილმა!


— ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ ჩვენ საგნებს, ფაქტებსა და მოვლენებს. ამ ფანქარს გააჩნია ხუთი თვისება, რომლებიც აუცილებელია შენთვის, რა თქმა უნდა, თუ გინდა, იცხოვრო ამ სამყაროსთან თანხმობაში.


— რა თვისებები? — ცნობისმოყვარედ ჰკითხა შვილიშვილმა ბაბუას.


პირველი: შენ შეიძლება იყო გენიოსი, მაგრამ არასოდეს უნდა დაივიწყო, მმართველი ხელის არსებობის შესახებ. ამ მმართველ ხელს ჩვენ ღმერთს ვეძახით. მუდმივად ამოწმე შენში მისი ნება.


მეორე: იმისათვის, რომ ვწერო, მე მიწევს ფანქრის გათლა. ეს ფანქრისთვის საკმაოდ მტკივნეული პროცესია, მაგრამ სამაგიეროდ შემდეგ ის ბევრად გამოკვეთილად და ლამაზად წერს. ასე რომ უნდა შეგეძლოს იმ ტკივილის ჯერ მიღება და შემდეგ ატანა, რომელიც შენს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და ზრდას უწყობს ხელს.


მესამე: ფანქრით სარგებლობისას, ყოველთვის შეგიძლია წაშალო საშლელით ის, რასაც შეცდომად ჩათვლი. გახსოვდეს, რომ – მხოლოდ შეცდომების დაშვებით, მათი გამომჟღავნებით, ანალიზით, შემდეგ საშლელით წაშლითა და გამოსწორებით, შეძლებ ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ხშირად ეს ერთადერთი გზაა სწორ გზაზე თავის შესანარჩუნებლად.


მეოთხე: ფანქარში მთავარი მნიშვნელობა არა ხეს, რომლისაგანაც იგი არის დამზადებული, არა ფორმას, როგორც ის გამოიყურება, არამედ მის გულს ენიჭება, რომელიც მის შიგნით იმყოფება. ამიტომ მუდამ იფიქრე იმაზე, თუ რა ხდება შენს შიგნით. გახსოვდეს, რომ ადამიანი ღმერთის ხატებაა, ღმერთი კი შენს შიგნით არის და შენი ცხოვრებისეული დანიშნულებაა, აღმოაჩინო შენში – ის.


და ბოლოს, მეხუთე: ფანქარი, ყოველთვის ტოვებს კვალს. ასევე, ხარ შენც, თითოეული შენი ქმედების შემდეგ ტოვებ გარკვეულ კვალს, რომელიც შემდგომ შედეგად გარდაისახება, ასე რომ ყოველთვის წინასწარ გაიაზრე და ისე გადადგი ნაბიჯი.


გახსოვდეს, რომ თითოეულ შენს ნაბიჯს, კარგი იქნება ის თუ ცუდი, შესაბამისი შედეგი მოყვება. ასე რომ ეცადე ყოველთვის წინასწარ გათვლილი და გაწონასწორებული ნაბიჯი გადადგა.


P.S. შენი ცხოვრება, ნახატია, რომელსაც მხოლოდ შენ ხატავ!

 

წყარო: INTELEQTIKA

ნანახია:(428)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/sheni-cxovreba-naxatia-romelsac/