„შენ ყველაფერი გახსოვს მთავარის გარდა“

by admin | Июнь 23, 2017 07:13

ადმიანი ჩქარობს, ვერ ითმენს. ყველაფერი უნდა მოასწროს. ოღონდ, გააზრებული არ აქვს, სად და რატომ ჩქარობს. არც ის იცი-ს, რისთვის და ვისთვის უნდა მოასწროს.

მე არასოდეს არ ვაძლევ რჩევას ურჩ ადამიანს, რომელიც მიმტკიცებს, ჭკვიანია და ინტუიცია აქვს.

ხშირ შემთხვევაში, ურჩ ადამიანს ვაძლევ საშუალებას წაიქცეს, რათა გამოსცადოს თავისი ძალა, მოქმედება და აზროვნება. თავისი თვალით და გულით დაინახოს შეცდომა სად დაუშვა.

ადამიანი მხოლოდ სულის ტკივილის შემდეგ იგებს ბედნიერების ფასს.

ადამიანი მხოლოდ ავადმყოფობის შემდეგ იგებს ჯანმრთელობის ფასს.

ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ ადრე ბედნიერი იყო. არადა, მაშინ ვერ ხვდებოდა და ვერ იაზრებდა ბედნიერებას.

შენ ყველაფერი გახსოვს მთავარის გარდა.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(243)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/shen-yvelaferi-gaxsovs-mtavaris-garda/