„შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია.» — ბაირონ ქეითი | Jolo.ge


„შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია.» — ბაირონ ქეითი

„შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია.» — ბაირონ ქეითი

„ერთხელ, ჩემმა ბიძაშვილმა, ძალიან დათრგუნულმა, ღამის ორ საათზე დამირეკა და მითხრა, რომ თავთან დატენილი პისტოლეტი ჰქონდა მიდებული. მან მითხრა, რომ თუ ერთ დამაჯერებელ მიზეზს ვერ ვეტყოდი, ჩათვლიდა, რომ მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს და შუბლს გაიხვრეტდა. კარგა ხანს ვფიქრობდი.

ნამდვილად მინდოდა მისთვის მიზეზი მეთქვა, მაგრამ კარგი მიზეზი არ მომაფიქრდა. ველოდე და ველოდე ტელეფონის მეორე ბოლოში. ბოლოს კი ვუთხარი, რომ ვერ შევძელი მიზეზის პოვნა. ის ძლიერ ატირდა. აშკარაა, რომ სწორედ ამ სიმართლის მოსმენა სურდა. მან თქვა, რომ თავის ცხოვრებაში გულწრფელი პასუხი პირველად მოისმინა და სწორედ მას ეძებდა. მე რომ რაიმე მიზეზი შემეთხზა იმიტომ, რომ მას თავი არ მოეკლა, იმაზე ნაკლებს მივცემდი, ვიდრე იმ ერთადერთს, რაც უნდა მიმეცა იმ მომენტში — ჩემი სიმართლე.

შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაც დროის განმავლობაში „სამუშაოს“ ასრულებენ, ცხადად ხედავენ სიმართლე რა არის. მარტივი ხდება საკუთარ პოზიციაზე დარჩენა და მარტივი ხდება იყო მოქნილი და აზრი შეიცვალო. მოცემულ მომენტში იყო გულწრფელი — ეს ძალიან კომფორტულია.

იცნობ ისეთ ვინმეს, ვისაც აზრი არ შეუცვლია? ეს კარები ხე იყო, შემდეგ ის ვიღაცისთვის შეშა გახდება და შემდეგ ჰაერს და მიწას კვლავ დაუბრუნდება. ჩვენც ასე ვართ, მუდმივად ვიცვლებით. ეს მარტივი გულწრფელობაა — შეატყობინო, რომ აზრი შეგეცვალა, როდესაც ასე ხდება. როდესაც გეშინია სხვა ადამიანები რას იფიქრებენ თუ გულწრფელად ილაპარაკებ — სწორედ მაშინ იბნევი.»

***

„სამუშაოში“ რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ის, რომ საშუალებას გაძლევს შეხვიდე ღრმად საკუთარ თავში და იპოვო შენი, საკუთარი ბედნიერება, გამოსცადო ის, რაც შენში უკვე არსებობს — შეუცვლელი, უძრავი, ყველგან მყოფი, მუდმივად შენს მოლოდინში.

მასწავლებელი არ არის საჭირო. შენ ხარ ის მასწავლებელი, რომელსაც ელოდებოდი.

შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია.» — ბაირონ ქეითი, ნაწყვეტი წიგნიდან «გიყვარდეს ის, რაც არის»

თინი ბასილაია

 წიგნის შეძენა: www.bit.ly/წიგნი

(წიგნი ქართულ ენაზეა, ბეჭდური ფორმატით)

 

ნანახია:(364)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ზომიერებას ბედნიერება მოაქვს

ზოგიერთი ადამიანი ზომიერების თვისებით იბადება. ზომიერების სწავლა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია. ზომიერი ადამიანი ბედნიერია იმიტომ, რომ მან იცის, გრძნობს, ვისთან


ყოველდღიური ბედნიერება თქვენს ხელთაა…  

  თქვენ შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი ყოველდღე, უბრალოდ ამ ბედნიერებას შემჩნევა სჭირდება. მთავარი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ არის ის, რომ


თუ ჯერ ვერავინ შეძლო, მაშინ თქვენ იქნებით პირველი

„იმედგაცრუების დროს ყოველთვის დამანშავეა ის, ვინც მოიხიბლა და არა ვინც მოხიბლა, ამიტომ ნუ უბრაზდებით შუშას რომელიც მოგეჩვენათ ბრილიანტად“ »როცა ოცნებები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*