შენ თავისუფალი ქალი ხარ | Jolo.ge


შენ თავისუფალი ქალი ხარ

შენ თავისუფალი ქალი ხარ

შენ თავისუფალი ქალი ხარ

შენ გაქვს შინაგანი თავისუფლება… შენ ითხოვ შინაგან თავისუფლებას… შენც ჩემსავით გიყვარს თავისუფალი, ბედნიერი ცხოვრება… გარეთ სხვებს ჰგონიათ, რომ რაღაც შეუძლებელს ითხოვ… არადა შენ ფრთები გინდა, ყოველდღიური ფრენა, რომ გადმოხედო სამყაროს და შენს შიგნით არსებული ყველა სიყვარული, სითბო და სიკეთე აჩუქო ყველას, ვისაც შენი თვალი და გული მიწვდება…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

ხალხს კი ეშლები… ვერ გკითხულობს, ვერ იგებს შენს მიზანს, შენს სურვილებს… რატომღაც ჩვენში თავისუფლება — თავისუფალ ყოფა-ქცევასთან ასოცირდება… როგორი დასანანია, რომ თავისუფლებას ვართმევთ იმ უდიდეს არსს, რაც მასში დევს და რაღაც ბილწი და არა მართალი გვგონია… ამიტომაა ალბათ, რომ ჩვენი ერი მუდამჟამს «თავისუფლებისთვის» იბრძვის, გარეთ, გარეთ იბრძვის, არადა შინაგანად, თავადვე ებრძვის და უკუაგდებს ამ მუდამ სანატრელ თავისუფლებას…

შენ ხარ თავისუფალი ქალი

შენ იცი, რომ გაქვს ის ძალა, რაც აუცილებელია თავისუფლების მოსაპოვებლად… შენ ყველაზე კარგად იცი თავისუფლების ფასი და გემო… შენ იცი სიყვარული, შენ შეგიძლია, თავისუფლად იხადო ყოველი საფასური, რასაც სიყვარული, ბედნიერება და თავისუფლება მოითხოვს შენგან…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

მხოლოდ შენ შეგიძლია, აღზარდო თავისუფალი შვილები… მხოლოდ შენ იცი, როგორ უნდა შვილების გათავისუფლება… მხოლოდ შენ ძალგიძს მათთვის ფრენის სწავლება… შენ ყველაზე მართალი დედა ხარ დედათა შორის… შენ შვილები გინდა «მათთვის», მთელი სამყაროსთვის და არა — «შენთვის»… შენ ყველაზე კარგად გესმის სულის თავისუფლების…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

 მხოლოდ შენ იცი, როგორ გაათავისუფლო საყვარელი ადამიანი… როგორ მისცე განუზომელი რწმენა თავისა, უნარი ერთდროულად ფრენისაც და ფეხზე მყარად დგომისაც… შენ ყველაზე მართალი და ნამდვილი სიყვარული შეგიძლია… რადგან შენ ხარ თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი ქალი…

შენ თავისუფალი ქალი ხარ

 შენ გაქვს შინაგანი თავისუფლება… შენ სამყაროს ათავისუფლებ… და სამყაროც სანაცვლოდ გათავისუფლებს შენ…

ნატა თვალაძე

 

ნანახია:(260)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ერთ დღეში ნაშოვნი მილიონი დოლარი . . .

შესაძლებელია თუ არა, რომ 1 დღეში მილიონი დოლარი ვიშოვოთ? შესაძლებელია! — ამბობს ნაპოლეონ ჰილი წიგნში „იფიქრე და გამდიდრდი“ და შემდეგ ისტორიას


„ზოგჯერ სწორი საქციელი და გადაწყვეტილება არის ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში! “

გალაკტიონს თავი არ მოუკლავს! ის ჩვენ მოვკალით როცა დავაიგნორეთ. შალვა დადიანის გასვენებაზე მას ზურგი აქციეს, გვერდი აუარეს… არც მიესალმეს და


ათენიდან 21 წლის ბიჭის გადასარჩენად

რამდენიმე ხნის წინ „ჟოლომ“ მოგითხროთ ათენში მცხოვრები იმ ქართველი გოგონას შესახებ, რომელიც საკუთარ თავზე მეტად სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. ქველმოქმედების შედეგად შეგროვილი ფულით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*