შენ რომელი ტიპის ადამიანი ხარ?! — არჩევანი მხოლოდ შენზეა… | Jolo.ge


შენ რომელი ტიპის ადამიანი ხარ?! — არჩევანი მხოლოდ შენზეა…

შენ რომელი ტიპის ადამიანი ხარ?! — არჩევანი მხოლოდ შენზეა…

ტიბეტელ ბერს ესტუმრა მისი მოწაფე და შესჩივლა:
— მძიმე და გაუსაძლისი ცხოვრება მაქვს და მირჩიე, რა ვქნა და როგორ, თორემ ლამის ფარ-ხმალი დავყარო და წყალში გადავეშვა…

წამოდგა ბერი უსიტყვოდ, აავსო წყლით ოთხი ჯამი და შიგ ჩაყარა: ერთში — ხის კოვზი, მეორეში — სტაფილო, მესამეში — კვერცხი და მეოთხეში — ყავის მოხალული მარცვლები… ცოტა ხანში ყველა ნივთი უკან ამოიღო, მიუტრიალდა მოწაფეს, გადაუშალა თვალწინ ყველაფერი და კითხა:
— რა შეიცვალა?
— არაფერი… — მიუგო მოწაფემ.
ამის პასუხად ბერმა ოთხივე ჯამი ცეცხლზე შემოდგა. მცირე ხნის შემდეგ ადუღებულ წყალში ისევ ჩაყარა ხის კოვზი, სტაფილო, კვერცხი და ყავის მარცვლები. მოწაფე ინტერესით შეჰყურებდა ოსტატს, თუმცა მის მზერაში გაურკვევლობაც იკითხებოდა… გარკვეული დროის შემდეგ ბერმა კვლავ ამოიღო ჯამებიდან ხის კოვზი, სტაფილო და კვერცხი, ხოლო მეოთხე ჯამში მოდუღებული ყავა ჩამოასხა ფინჯანში.
— რა შეიცვალა? — ისევ იკითხა ოსტატმა.
— სტაფილო და კვერცხი მოიხარშა, დუღილის შემდეგ ყავა წყალში გაიხსნა, ხოლო ხის კოვზი უცვლელი დარჩა! — უპასუხა მოწაფემ.
— ეს შედეგის მხოლოდ ზედაპირული შეფასებაა… — უთხრა მას ოსტატმა და მიუთითა სტაფილოზე — კარგად დააკვირდი სტაფილოს — როგორც ხედავ, გარეგნულადაც კი შეიცვალა. ის გადაიხარშა და მყარი მასიდან გარდაიქმნა რბილ მასად, რომელიც მასზე ზეწოლის შემთხვევაში სრულად დაიშლება.

ახლა შეხედე ხის კოვზს… ის ისეთივეა, როგორიც იყო!

როგორც ხედავ, კვერცხმა არ იცვალა გარეგანი იერსახე, მაგრამ გამაგრდა შიგნით და მისთვის უკვე ნაკლებად საშიშია ზეგავლენა, რომლის შედეგად გატყდებოდა და იატაკზე გადმოიღვრებოდა მისი გული და ცილა…

ყავა კი შეერწყა წყალს, მიანიჭა მას ახალი გემო და არომატი…

ჩვენი ცხოვრება — წყალია. ცეცხლი კი — ცვლილებები და არახელსაყრელი პირობები. სტაფილო, ხე, კვერცხი და ყავა — ყველა მათგანი ადამიანის გარკვეული ტიპია, რომელიც თავისებურად იცვლება გარემოსთან ერთად.

ადამიან სტაფილოს (და ასეთი ბევრია ჩვენ გარშემო), მხოლოდ მოჩვენებითი სიმტკიცე ახასიათებს და რთულ ვითარებაში სუსტი, დამყოლი და მორჩილი ხდება. ყველაზე კრიტიკულ მომენტში ასეთი ტიპის ადამიანები ნებდებიან, ხელებდაშვებულები, თავდახრილები დგანან და თავის გაჭირვებაში ადანაშაულებენ ყველას და ყველაფერს… ასეთი ადამიანები გემრიელი ლუკმაა არაკეთილსინდისიერი ექიმებისთვის, ხარბი ვაჭრებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და მკითხავებისთვის.

ადამიანი ხე, რომელიც ცოტაა ჩვენში, არ იცვლება და არ ღალატობს თავის პრინციპებს რა რთულიც უნდა იყოს ვითარება. როგორც წესი, ცივსისხლიანი, შინაგანად გაწონასწორებული და მიზანდასახულია. ასეთი ადამიანები გაჭირვების ჟამს ხდებიან სამაგალითოები და უჩვენებენ ყველას იმას, რომ არაფერია მარადი, მათ შორის წუხილი და გაჭირვება და შავბნელ დროს შეცვლის ნათელი, ღამეს — დღე, წუხილს — სიხარული.

ადამიანი კვერცხი ისეთი ტიპის ადამიანია, რომელსაც აკაჟებს და აძლიერებს გაჭირვება… სამწუხაროა ის, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტანი არიან… ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რუტინულ ყოფაში ასეთი ადამიანები არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ ოქროს ზოდის ფასი ედებათ ძნელბედობის ჟამს და ჯიუტად მიიწევენ დასახული მიზნისკენ, არაფრად აგდებენ მათ წინაშე არსებულ დაბრკოლებებსა და წინააღმდეგობას…

— ყავაზე რას იტყვი, ისტატო? — იკითხა მოწაფემ.
— აი, ეს კი ყველაზე საინტერესოა! — უპასუხა ღიმილით ოსტატმა და მოსვა ფინჯნიდან არომატული ყავა — არახელსაყრელი ცხოვრებისეული გარემოებების გამო და პირობების ზეგავლენის ქვეშ, ყავის მარცვალი სრულად დაიშალა და შეერწყა გარემოს, რის შედეგად სრულიად უფერული და უგემური წყალი აქცია არომატულ და გამამხნევებელ სასმელად. არსებობენ განსაკუთრებული ტიპის ადამიანები და ისინი სანთლით საძებნელი გვიხდებიან. ისინი არ იცვლებიან არახელსაყრელი გარემოს და ვითარების წნეხის ქვეშ, არამედ თავად ცვლიან გარემოს, მოვლენებს და ცხოვრებას უკეთესობისკენ — მათთვის არ არსებობს პრობლემა, შეცდომა და წარუმატებლობა, არამედ არსებობს მხოლოდ ამოცანა, გამოცდილება და წინსვლა საკუთარი თავისა და კაცობრიობის სასიკეთოდ…

შენ რომელი ტიპის ადამიანი ხარ? არჩევანი მხოლოდ შენზეა.

თარგმანი გიორგი კალატოზიშვილი

ნანახია:(381)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გააზრება, ეს განვითარების ის საფეხურია, როცა ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია“…

რედაქციაში გამოგზავნილ შეკითხვას პასუხობს ფსიქოლოგი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი, რომლის სახელთანაც ბევრი ადამიანის გამოჯანმრთელება და ასევე ბევრის წარმატების ისტორიაა დაკავშირებული. 


გაუმერტივე სავალი გზები

ცხოვრებაში, ყველა ადამიანს აქვს, საკუთარი რთული ისტორია… უკლებლივ ყველას მოუწია რაღაცის გადალახვა… ბევრს მოუწია ბორკილების დამსხვრევა და განთავისუფლება.. ბევრსაც მოუწევს….


„შენი ცხოვრება, ნახატია, რომელსაც მხოლოდ შენ ხატავ!“

შვილიშვილი აკვირდება ბაბუას, რომელიც წერილს წერს, და ეკითხება: — რას წერ ბაბუ, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს? ბაბუამ შეწყვიტა წერა და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<