„შენ არასოდეს მომიკვდები მამი“ … | Jolo.ge


„შენ არასოდეს მომიკვდები მამი“ …

„შენ არასოდეს მომიკვდები მამი“ …

გამარჯობა მამი, შენი საოცნებო ჟამი დგება ჩვენს სოფელში. მალე რთველი გაჩაღდება კახეთს…

ვერ დაგიმალავ, წელსაც შენმა დედაკაცმა სიცოცხლის ფასად მოიყვანა ვენახი დღემდე. უცნაური ქალი აგირჩევია. ყველა ვაზს შენეულად ეფერება. ისიც უმამოდ დარჩენილი ობოლი ქვრივი შენს მიზანს ეწირება.

იცი, ერთხელ, ერთმა გოგომ მითხრა, — ყველა კაცი ღალატობს ცოლსო.
— არა, ზუსტად ვიცი მამაჩემს არასოდეს უღალატია დედაჩემისთვის მეთქი….
დამცინა…
როცა სავადმყოფოში ღამეებს გითენებდი, რამდენჯერმე ვიფიქრე მეკითხა, — გიღალატია ოდესმე დედასთვის? — მაგრამ შემეშინდა… არ მინდოდა რამე ისეთი გამეგო რაც ჩემს 34 წლიან წრმენას შეარყევდა. ეშმაკის ხარხარივით მესმოდა იმ გოგოს ნათქვამი სიტყვები….
მერე…
მერე შენ წახვედი… და როცა კუბოსთან მდგარმა 70 წლის დედაჩემმა ჩუმად ამოიქვითინა, — მოკვდი გულო, რად მინდა უშენოდ სიცოცხე?! მივხვდი რომ ტყუილად შემეპარა ეჭვი და მუხლები სირცხვილისგან ამიმანკალდა. როცა შენმა მოხუცმა და თვალციმციმა ცოლმა კიდევ სიცოცხლის ფასად მოუარა შენს ვენახებს, ახლა ფიქრობ, — შენ არასოდეს მომიკვდები მამი.

გიგი გილიგაშვილი

ნანახია:(58)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სამი ჯიშის ადამიანებს ვერ გავუგებ ვერასდროს“ — გურამ შეროზია

სამი ჯიშის ადამიანებს ვერ გავუგებ ვერასდროს 1. შუქნიშანზე პირველი რომ დგახარ, მწვანე აინთება თუ არა, მომენტალურად რომ გისიგნალებენ, თითქოს ანთება


ოთარ ჭილაძის საუკეთესო ციტატები-,,„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია»

ოთარ ჭილაძე ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. დაიბადა 1933 წლის 20 მარტს გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს.   „რაც არ


„გაზუნთხლულო ვირიშვილებო… ტრაკი გაანძრიეთ ყველამ“…

„სიმართლეს ამბობ“ … „ჩვენი საშველი იქამდე არ იქნება სანამ თითოეული ჩვენგანი არ შევიცვლებით და არ გავითავისებთ იმას რასაც შენ წერ“…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*