შენ – არ ხარ შენი წარსული | Jolo.ge


შენ – არ ხარ შენი წარსული

შენ – არ ხარ შენი წარსული

იცოდე: ყოველი წამის გაელვებაში სამყარო იქმნება თავიდან. ნუ გეშინია იფიქრო იმაზე, რომ ყოველ წამს ყველაფრს იწყებ თავიდან, რადგან ამ აზრებშია – უდიდესი თავისუფლება. ის იქმნება ახლა. ამის გაცნობიერება ნიშნავს, — შენ ცხოვრობ უსასრულობაში. შენ არ ხარ შეზღუდული იმით რაც იყო შენამდე. ყოველ წამს სამყარო იქმნება თავიდან.

გაკეთე, შექმენი ის ყოველთვის ახლებურად, გატაცებით. ნებისმიერ წუთს შეგიძლია დაიწყო შენი ოცნებების განხორციელება. თითოეულ წამში ჩადებულია, ყველაფრის შეცვლის პოტენციალი. ყოველ წამს ყველაფერი იცვლება. ყველა გაელვება ტოლფასია.

გააცნობიერე, შენი წარსული კი არ განაპირობებს, ახლა როგორი ხარ – ამას განსაზღვრავ შენ თავად. ის, თუ როგორ დონეზეა შენი „ ახლა“ წარმოადგენს, მხოლოდ შენი წარსულის ანარეკლს და გაგრძელებას, რომელიც განპირობებულია წარმოდგენებით და დამოკიდებულებით, რომლის თანახმადაც, წარსული გკარნახობს, როგორი უნდა იყოს მომავალი.

ამ ხაფანგში ებმება ყველა: სჯერათ, რომ წარსულს დიდი ძალა აქვს და ადამიანები დამოკიდებლნი ხდებიან მასზე, ამიტომ ოდესღაც განცდილ ტკივილს ხელახლა გადიან, ისევ და ისევ.

სანამ, წარსული ტკივილი აყალიბებს მომავლის შიშს, შენ გებადება მტკივნეულ წრეზე სიარული . წრის გასაწყვეტად, ტკივილს უნდა წაერთვას მიცემული ძალა. ამისათვის საჭიროა მთელი ძალით შეიგრძნო ტკივილი. დაე, მან დაგიბრუნოს ის ძალა, რომელიც თავის დროზე მიეცი. ამით გახდები გაცილებით ძლიერი.

გაიგე: თუ გადწყვეტილი გაქვს წარსულის ტკივილი თან ათრიო, გამოდის, რომ გარკვეულ დნეზე გგონია – ის შენ გჭირდება. მაგრამ ის არ გჭირდება. არაფერში გჭირდება მსგავსი შემზღუდველები.

ის, რაც მოხდა წარსულში, სრულებითაც არ გულისხმობს, რომ მომავალიც უნდა იყოს შესაბამისი – თუ კი თავად არ დამორჩილდები მსგავს რწმენას. არ მისცე, მძიმე მოგონებებს უფლება შეგზღუდონ. დაიბრუნე ძალა, რომელიც მიეცი წარსულს.

გაიგე, არსებული ეჭვი, საგრძნობ კვალს ტოვებს შენს რეალობაზე. აუჯანყდი და დაუმტკიცე, რომ ეს ეჭვები საფუძველს მოკლებულია. შენ – არ ხარ შენი წარსული. გაუთავებლად გაიხსენო წარსული, ნიშნავს – იცხოვრო მასში.

თუ კი შენი აზრები მუდმივად წარსულში გაბრუნებს, გაეხსენი მას, მთელი ძალით ერთხელ და საბოლოოდ განიცადე და მერე გაუშვი. იცოდე, რომ მთელი ძალით განცდილი წარსული, წყვეტს თავის არსებობას, რადგან უკვე აღარ შეიცავს შენთვის გარკვეულ გზავნილს.

შენი წარსული –  მხოლოდ იდეაა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ძალის დასაბრუნებლად ან მისცე მას და წაართვა საკუთარ თავს. მიეცი თავს ძალა, წარსულისკენ სახის მოტრიალებით.

© ეკხარტ ტოლლე «გაცნობიერებული სიკვდილი»

 

გაეცანით ჩემ საყვარელ ავტორს, ვთვლი, რომ ის თანამედროვეობის უდიდესი მოაზროვნეა ❤

პატივისცემით, თამარ კვარაცხელია

ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე ინფორმაცია, დაკავშირება, ჩაწერა ამ ბმულით:

http://kvaratskhelia.pro

ნანახია:(418)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გინდა გახდე ბოსი? უპასუხე ამ შეკითხვებს…

წარმოიდგინეთ, წინ გიდევთ ნახაზი და აგებთ ნავს ამის მიხედვით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის თქვენი სიცოცხლისთვისაა აუცილებელი, სხვა შემთხვევაში ყველაფერი იმის


100 საუკეთესო წიგნი პიროვნული განვითარებისთვის

«მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარი» — სტივენ კოვი «წარმატების 7 სულიერი კანონი» — დიპაკ ჩოპრა «კანონი» — ჯეკ კემფილდი «პასუხი» —


ერთხელ მათემატიკის მასწავლებელი …

ერთხელ, მინესოტაში მცხოვრებმა მათემეტიკის მასწავლებელმა , მოსწავლეებს მისცა დავალება: ჩამოეწერათ თანაკლასელების სია, დაფიქრებულიყვნენ და თითოეული სახელის და გვარის გასწვრივ მიეწერათ, მათთვის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*