„შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!!!“ | Jolo.ge


„შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!!!“

„შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მეშინია! გამიშვი!!!“

ფილოსოფიური ზღაპარი წყენაზე

არის ერთი პაწაწუნა, უწყინარი ცხოველი. ის არავის და არაფერს არ ერჩის, რა თქმა უნდა, თუ არ გადაწყვეტ მის მოშინაურებას.

მას ჰქვია წყენა. ის მშვენივრად ცხოვრობს თავისუფლებაში.

ადამიანის ყველა მცდელობა მოაშინაუროს ის,  მთავრდება ცუდად…

ცხოველი შესაძლებელია შემთხვევით მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ადამიანი ამ პროცესს გრძნობს – მას სწყინს.

როცა პაწაწინა ცხოველი ხვდება ადამიანში ის იწყებს ყვირილს:

„მე შემთხვევით მოვხვდი აქ! გამანთავისუფლე! აქ ბნელა და მე მეშინია! გამიშვი!!!“.

ადამიანების უმრავლესობა დიდი ხანია გადეჩვია ცხოველებთან საუბარს და აღარ ესმის მისი ყვირილი.

არიან ისეთებიც, ვინც იმ წუთშივე გაანთავისუფლებს ამ პატარა, უწყინარ ცხოველს. მათ კარგად იციან, საუკეთესო გზა, ეს არის – სანამ პატარაა გაუშვა.

მაგრამ სამწუხაროდ არიან ისეთებიც, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ სურთ მასთან დამშვიდობება. ისინი მას ისაკუთრებენ, ელოლიავებიან, გამუდმებით ფიქრობენ მასზე…

მიუხედავად იმისა, რომ მას ასე ეფერებიან ცხოველს მაინც არ მოსწონს ადამიანში. ის ტრიალებს, ეძებს გამოსავალს და რადგანაც, მას სუსტი მხედველობა აქვს, ამას ვერ ახერხებს. აი, ასეთი მოუხერხებელი ცხოველია. ადამიანიც კარგი ჯიუტია – დაიძაბება, მოიღუშება და არაფრით არ უნდა გაშვება. არა და პაწაწუნა ცხოველს შია. როცა მიხვდება რომ ვერსად გაიქცევა, იწყებს ყველაფრის ჭამას, რასაც კი იპოვის.

ადამიანი განა ვერ გრძნობს ამას? როგორ არა – ხან აქ ასტკივდება, ხან იქ… მაგრამ მაინც არ უშვებს, რადგანაც მიეჩვია ამ ტკივილით ცხოვრებას.

პატარა ცხოველი კი ჭამს… იპოვის რამე გემრიელს ადამიანის შიგნით, მიეკრობა და წოვს და წოვს… შესაბამისად ის იზრდება… ბოლოს და ბოლოს შეეზრდება სადმე და თავისდაუნებლიედ ხდება მისი ნაწილი. თუ ადამიანი სუსტია, თავს ცუდად გრძნობს. ამ დროს ცხოველი კი პირიქით – შეეგუა და იზრდება…

ადამიანი კი აზრზეც არ არის, იმისათვის რომ კარგად გახდეს საკმარისია, მცირედი რამ გააკეთოს  – აიღოს და გაუშვას!!! მისთვისაც კარგია და წყენაც განთავისუფლდება ტყვეობისგან…

მორალი: წყენა – ეს სულის მდგომარეობაა. ძირითადად ჩვენ ვწყვეტთ, ვიყოთ თუ არა გაბრაზებული.

მომავალში როცა გადაწყვეტთ – დარჩეთ თუ არა ვინმეზე ნაწყენი, დაფიქრდით: ნუთუ ასეთი სასიამოვნოა საკუთარი თავის შეცოდება? მტაცებელი კარგად გრძნობს სუსტს და თავს ესხმის მას. ასე რომ გაუშვით წყენა, იაროს მან თავისი გზით! თქვენ კი იხარეთ ცხოვრებით!

წყარო: https://zrda.wordpress.com/2014/12/21/philosofiuri-zgapari/

ნანახია:(813)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გავააქტიუროთ აზროვნების პროცესი და როგორ ვიფიქროთ ეფექტურად

ჩვენი ინტელექტის მუშაობას უზრუნველყოფს ნერვული სისტემა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: ცენტრალური ნერვული სისტემა, რომელიც მდებარეობს  თავში და პერიფერიული ნერვული სისტემა,


ზრდის ფაქტორი — გადადით ცხოვრების წარმატებულ ეტაპზე!

ნებისმიერი წარმატების საწყის წერტილს წარმოადგენს — სურილი. თქვენს გონებაში გამუდმებით უნდა გქონდეთ ეს სურვილი. სუსტი სურვილი მოგიტანთ სუსტ შედეგს, ისევე


5 ნაბიჯი ნამდვილი ლიდერობისკენ

წარმატებას 85%-ით განსაზღვრავს ეფექტური ურთიერთობის უნარი. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაღწევთ ცხოვრებაში, გარკვეულწილად ადამიანებთანაა დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*