შემთხვევა ავიალაინერში | Jolo.ge


შემთხვევა ავიალაინერში

შემთხვევა ავიალაინერში

1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ-ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, მოითხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ.

ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით.

სტიუარდმა  ქალს უთხრა:

– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.

ამან მთლად აღაშფოთა მგზავრები. „ის არ იყო საკმარისი, რომ ქალი ასე უტაქტოდ იქცოდა? ახლა კიდევ ბიზნეს–კლასით გააგრძელებს ფრენას“ – ფიქრობდნენ ისინი.

შავკანიანი მამაკაცი, რომელიც საკმაოდ უხერხულ და დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა.

ქალი, დარწმუნდა რა, რომ ცოტა ხნის მერე, არ მოუწევდა ამ კაცის გვერდით ჯდომა და თანაც ფრენას ბიზნეს–კლასით გააგრძელებდა, კმაყოფილი სახით, მოუთმენლად ელოდა სტიუარდის დაბრუნებას.

რამოდენიმე წუთის მერე ის დაბრუნდა და ქალს მიმართა:

– მაპატიეთ, რომ შევყოვნდი. ვიშოვე ერთი ადგილი ბიზნეს–კლასში, ამან ცოტა დრო წამართვა, თანაც კაპიტნისგან უნდა მიმეღო ნებართვა ადგილის შეცვლაზე. მან მითხრა, რომ – „არ შეიძლება ვინმე ვაიძულოთ იჯდეს იმის გვერდით, ვინც პრობლემებს უქმნის“ – და მომცა ნებართვა.

ქალმა ტრიუმფატორის სახით გადახედა სხვა მგზავრებს და ის-ის იყო წამოიწია ასადგომად, რომ სტიუარდი მიუბრუნდა შავკანიან მამაკაცს და უთხრა:

– მისტერ, გთხოვთ გამომყვეთ, მე მიგაცილებთ თქვენს ახალ ადგილამდე ბიზნეს–კლასში. კაპიტანი ბოდიშს გიხდით ჩვენი ავიაკომპანიის სახელით, რომ თქვენ მოგიწიათ იმ ადამიანის გვერდით ჯდომა, ვინც შექმნა ასეთი არასასიამოვნო სიტუაცია.

ყველა მგზავრი, ერთხმად, აპლოდისმენტებით მიესალმა ავიალაინერის პერსონალის გადაწყვეტილებას, ასეთი გზით მოეგვარებინათ პრობლემა.

იმ წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ კაპიტანი და სტიუარდი პრემიებით დააჯილდოვა, ხოლო კომპანიის პერსონალისთვის, ყველა ოფისში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს შემდეგი ფრაზა:

„ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც მათ უთხარით;

ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც მათ გაუკეთეთ;

მაგრამ ადამიანები ვერასდროს დაივიწყებენ იმას, თუ როგორ იგრძნეს მათ თავი თქვენი სიტყვებისგან და თქვენი საქციელისგან.“

 

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო:http://mebonia.com/

ნანახია:(94)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ჩვენ კეთროვანებად შეგვრაცხეს…» — გუკა რჩეულიშვილის წერილი ციხიდან

სალამი უკვე მეოთხე თვეა რაც წინასწარ პატიმრობაში ვიმყოფები. აქ ყოფნის პერიოდში თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების ყურება მომიწია და ჩემდა გასახარად


„გადამარჩინე მეგობრის გადარჩენით» — გზავნილი საბერძნეთიდან

„ბიჭს, რომელსაც ლეიკემია აქვს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვენი დახმარება სჭირდება!,“ — ამ მესიჯს საბერძნეთიდან ვიღებ, ნესი მწერს. ყოველთვის, როცა გამოჩნდება ხოლმე,


«საფულე გახსნა და 100 ლარიანი გაუწოდა» — გოგა ჩანადირი

«11 წლის ბიჭია სანდრო ტავალიუკი. სამგორში ცხოვრობს. მას ძველი თბილისის უბნებში ხშირად ნახავთ. უმეტესად რაღაცებს ჰყიდის, რომ საარსებო სახსრები იშოვოს.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<