„შემომიერთდი! “- თინი ბასილაიას შეუპოვრობა და ახდენილი ოცნება

by admin | Май 8, 2018 18:42

პირველად “სამუშაო” ჩემს თავზე 2015 წლის აგვისტოში, უკრაინაში, კარპატების მთებში, ტრენინგზე გამოვცადე. ჩემში ძლიერი გადატრიალება მოხდა. ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს მთელი ცხოვრება მას ვეძებდი… ეს იყო საკუთარ თავთან სიახლოვის საოცარი შეგრძნება… ძალიან მომინდა ჩემს ქვეყანაშიც ჰქონოდათ ამ ცოდნასსთან წვდომა.

და ყველაფერი დაიწყო ამ უდიდესი სურვილით და ოცნებით, რომ ბაირონ ქეითს შევხვედროდი, მასთან მესწავლა და მისგან ეს საოცარი ცოდნა და სიღრმე მიმეღო. შემდეგ კი ეს ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანაშიც ჩამომეტანა და ქართველებისთვისაც გამეზიარებინა.

ეს არ იყო მარტივი…

2016 წლის ივნისია. ჩემი ოცნება სრულდება, ბაირონ ქეითი მაძლევს უფლებას, რომ “სამუშაო” მის სკოლაში სიღრმისეულად შევისწავლო, საქართველოში ჩამოვიტანო, ქართულად ვთარგმნო და საქართველოში მისი წარმომადგენელი გავხდე.
მივდივარ ბაირონ ქეითის ორ ტრენინგზე — პირველი, რომელიც ტარდება 7 ივლისს, შევიცარიაში — 4-დღიანი სიჩუმის ტრენინგი, მეორე კი 22 ივლისს, გერმანიაში, “სამუშაოს” 9-დღიანი სკოლა.

მაგრამ… ვიღებ ძალიან დიდ ტკივილს და იმდგაცრუებას. შვეიცარიის საკონსულო ვიზაზე უარს მეუბნება. ვგრძნობ, რომ ამ უარით ჩემი ოცნებები იმსხვრევა… მაგრამ… შიგნით, რაღაც ძალა, არ მაძლევს დანებების უფლებას. რაღაცას ჩემში, რაც ჩემზე დიდია, სჯერა, რომ მე ეს ცოდნა აუცილებლად უნდა მივიღო, რომ ეს ცოდნა საქართველოს ძალიან სჭირდება და რომ მე აუცილებლად უნდა მოვხვდე ბაირონ ქეითთან…

მორიგი ალტერნატიული ცდა. საფრანგეთის საკონსულო. კიდევ ერთი უარი. კიდევ ერთი გულისტკივილისა და იმედგაცრუების ტალღა.

4-დღიანი სიჩუმის ტრენინგს ონლაინ რეჟიმში ვესწრები.
უკვე 15 ივლისია. 1 კვირაში გერმანიაში იწყება მეორე ტრენინგი, “სამუშაოს” სკოლა. ეს ტრენინგი ონლაინ არ ტარდება. და ეს არის «სამუშაოს» ყველაზე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ტრენინგი. გერმანიის საკონსულოში ადგილები არ არის, უახლოესი ადგილი, რომელიც შემიძლია დავიკავო ეს არის 8 სექტემბერი. ტრენინგი 22 ივლისს იწყება.

მახსოვს, შაბათი დღეა და ვიგებ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია გერმანიის საელჩოში 22 ივლისამდე შესვლა. ჩემს ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ან უნდა დავთმო ჩემი ოცნება და მასზე უარი ვთქვა, ან მთელი ძალა მოვიკრიბო, ყველაფერი ვცადო, ბოლომდე ვიბრძოლო და ვირწმუნო, რომ ჩემი ოცნება აუცილებლად ასრულდება და რომ მას არ აქვს უფლება არ ასრულდეს. ძალიან დიდ ძალას მაძლევს იმის გაცნობიერება, თუ “სამუშაო”-ს სიღრმისეულად შესწავლა და საკუთარ თავზე გამოცდა, როგორ შეცვლის ჩემს ცხოვრებას, ჩემს აზროვნებას, საკუთარი თავის განცდას, მისი საქართველოში ჩამოტანა კი — როგორც შეცვლის უამრავის ქართველის

ცხოვრებას. ვგრძნობ, რომ უფლება არ მაქვს დავნებდე. ვაწრიალებ მთელ სამყაროს, მათ შორის ბაირონ ქეითს და მის მეუღლეს. სამშაბათ დღეს ვიღებ ზარს, რომ საბუთები შევიტანო საელჩოში. ოთშაბათს საბუთები შემაქვს. ხუთშაბათს ვიზას ვიღებ. პარასკევს მივფრინავ და ტრენინგი იწყება.

მე არ ვიცი რა სიტყვებით შემიძლია ეს გამოცდილება, რომ ავღწერო… 2 წელი გავიდა თითქმის და დღესაც მიჭირს ეს გამოვხატო… ალბათ შეუფასებელია. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ 9 დღის შემდეგ, “სამუშაოს” ღრმად გაცნობის და დაუფლების შემდეგ ჩემი ცხოვრება აღარ არის ისეთი, როგორიც იყო და მეც ვეღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი. ჩემში მოხდა ძალიან დიდი გარდატეხა…

შემდეგ 2017 წელსაც ვიყავი 
სამუშაოს” სკოლაში მეორედ. კიდევ ერთი ძალიან ღრმა გარდატეხა და ტრანსფორმაცია…

ამ პერიოდში “სამუშაო” ქართველებმაც გაიცნეს, ძალიან ბევრი ქართველის ცხოვრება სრულიად შეცვალა და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოცნება ასრულდა და ის ნელ-ნელა ის კიდევ უფრო მასშტაბური ხდება 

სწორედ ეს ისტორია დგას ამ პროგრამის შექმნის მიღმა და მე ძალიან მინდოდა, რომ ეს ისტორია, თქვენც გცოდნოდათ.

და თუ გრძნობ, რომ ეს შენთან რეზონანსში მოდის, თუ გრძნობ, რომ გინდა დაეხმარო საკუთარ თავს, შემდეგ კი ძალიან ბევრ ადამიანს, შემომიერთდი, მე დიდი სიამოვნებით და სიხარულით გაგიზიარებ ამ პროგრამაში იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც ბაირონ ქეითისგან პირადად მივიღე და რომლის მისაღებადაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე და ვიმუშავე.

ქვემოთ პროგრამის სილაბუსია, სადაც დავწვრილებით შეგიძლია მის შინაარსს გაეცნო 

აქ კი რეგისტრაცია შეგიძლია გაიარო:

https://goo.gl/forms/QjCPTWF2bg7svevu2[1]

შემომიერთდი, 21 მაისს ვიწყებთ!
შენი ცხოვრებაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო და ვეღარც შენ იქნები, ისეთი როგორიც იყავი…

დიდი სიყვარულით, თინი ბასილაია 💛☀️

 

ნანახია:(111)-ჯერ


Endnotes:
  1. https://goo.gl/forms/QjCPTWF2bg7svevu2: https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fgoo.gl%2Fforms%2FQjCPTWF2bg7svevu2&h=ATN5XvFmSS0vlXU7Vq0N8z4pAk4tLvN01n_qcNoWByR_kWDkVixnwfYoBddoWgn2SuynkvZcvxqCmAXXPXafbNsULYE_O8SwwbS98GK7x0o8VfuoeiyRR1reAknQDNMcU1N5

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/shemomiertdi-tini-basilaias-sheupovroba-da-axdenili/