შემოდგომა საკუთარი თავის შეცნობას და შინაგან რეგენერაციას უნდა დავუთმოთ | Jolo.ge


შემოდგომა საკუთარი თავის შეცნობას და შინაგან რეგენერაციას უნდა დავუთმოთ

შემოდგომა საკუთარი თავის შეცნობას და შინაგან რეგენერაციას უნდა დავუთმოთ

სეზონური ცვლილება რაღაცა ახლის დასაწყისთან ასოცირდება, ეს არის გარდამავალი პერიოდი ზაფხულში დაგროვილი პოზიტიური ენერგიები რომ ახალ დასაწყისში ჩავდოთ. ბევრი ჩვენგანი ამ პერიოდს იმისთვის იყენებს რომ ახალი თვისებები გამოიმუშავოს და საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდეს.

სკოლის, სწავლისა და სამსახურის დაწყებასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში სტრესი და პასუხისმგებლობები იმატებს, რაც ერთის მხრივ საუკეთესო მოტივატორია რომ კიდევ უფრო მეტად დავაბალნსოთ ჩვენი ენერგია და ჩვენი თავი გარე სამყაროსთან, მაგრამ აგრეთვე გვაყენებს ახალი გამოწვევების წინაშე როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა ამ ქაოსურ გარემოში.

შემოდგომა საკუთარი თავის შეცნობას და შინაგან რეგენერაციას უნდა დავუთმოთ. ვიცი მზის ნაკლებობა და გაუთავებელი წვიმიანი დღეები შენს განწყობაზე აუცილებლად იმოქმედებს და შეიძლება უფრო მეტადაც მელანქოლიური გახდე ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ არაუშავს ესეც იმ ემოციებისგან გათავისუფლებაა რომელიც აღარ გემსახურება. რეგენერაცია ხომ ზუსტად იმას ნიშნავს განიკურნო და შენი დაზიანებული შიანაგანი ნაწილები აღადგინო. ამიტომ ჩაუკვირდი მთელი პასუხისმგებლობით საკუთარ თავს, მიეცი ზოგჯერ უფლება დასევდიანდეს, ნუ დახარჯავ ენერგიას იმ მომენტში როცა გეტირება გაღიმებაზე, რადგან  ყოველი ემოცია  შენ გემსახურება. ეს პერიოდი მოგცემს საშუალებას ახლიდან შეიცნო ის რაც უკვე დავიწყებული გეგონა…

იოგის ვარჯიში დაგეხმარება შეიგრძნო მომენტი აქ და ამჟამად, დააბალანსო კავშირი შენს როგორც შინაგან ასევე გარეგან სამყაროსთან და იდგე მყარად დედამიწაზე.

შემოდგომის იოგის რუტინისთვის მინდა რამდენიმე მარტივი ასანა შემოგთავაზო, რომელიც არამხოლოდ სხეულის გაჯანსაღებაში დაგეხმარება, ასევე დაგეხმარება მიმართო ფოკუსი შენს შინაგან სამყაროზე და იგრძნო ბალანსი ყოველდრიურ ცხოვრებაში.

ლოტუსის პოზა, — რომელიც ძირითადად მედიტაციისთვის გამოიყენება, მაგრამ ყოველ საღამოს ლოტუსის ან ნახევად ლოტუსის პოზაში რამდენიმე წუთიანი მოდუნება და საკუთარი თავის ჩაკვირვება საშუალებას მოგცემს მოიხსნა მთელი დღის დაღლილობა და სტრესი. არ დაგავიწყდეს ზურგი გასწორებული ! მხრები მოდუნებული ! ისუნთქე ღრმად და მშვიდად.

სამკუთხედის პოზა, — ამისათვის ჯერ დადექი მუხლებზე და ხელებზე, ხელები მკაცრად შენი მხრების ქვეშ, ხოლომუხლები თეძოების ქვეშ. ჩაისუნთქე ღრმად და ამოსუნთქვაზე აწიე სხეული მაღლა ისე რომ სამკუთხედი გამოვიდეს. თუ ფეხები იატაკზე არ გედება შეგიძლია დაახვიო პირსახოცი და მასზე დადგე ან ფეხები მოხარო მუხლებში, გადახრა ხდება წელიდან. დაიცავი შენი სხეულის საზღვრები, გააკეთე რამდენიმე ღმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ამ პოზაში და შემდეგ ნელ ნელა დაუბრუნე სხეული საწყის მდგომარეობას.

ხის პოზა, — დადექი ერთ ფეხზე მყარად, ხოლო მეორე ფეხი მოხარე მუხლში და თეძოზე შიგნიდან მიიდე ისე რომ წონასწორობა დაიცვა, ხელები ასწიე მაღლა და მიადე ერთმანეთს. თითო ფეხისვით გააკეთე რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, დახუჭე თვალები თუ ეს გამოგდის და წონასწორობას იცავ და იგრძენი თავი მყარად დედამიწაზე ისე როგორც ხეს აქვს ფესვები გადგმული.

სატ კრია, ვარჯიში მზის წნულისათვის, — დაჯექი კლდის პოზაში ანუ ქუსლებზე, ხელები ვენუსის ხელჭიდში, თითები ერთმანეთში გადაწნული მხოლოდ საჩვენებელი თითები მაღლა აწეული, კონცენტრაცია მესამე თვალზე, ჩასუნთქვაზე ვამბობთ სატ ამოსუნთქვაზე ნამ. ჩასუნთქვაზე მუცლის კუნთს შიგნით ვწევთ ამოსუნთქვაზე ვადუნებთ.  მკლავები მაღლა აწეული.

ივარჯიშე იოგა, ამით გაიუმჯობესებ სისხლის მიმოქცევას, განწყობასა და დაიბრუნებ ძალას, რათა არასდროს იგრძნო ენერგიის ნაკლებობა, ხოლო ამისთვის მინდა ენერგიის ასამაღლებელი სავარჯიშოების კრებული გაგიზიარო, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სტრესის დაძლევაში.

მე კი გისურვებ ბედნიერ და სიხარულით სავსე შემოდგომას !

სათ ნამ

მარინა კვატაია

ნანახია:(565)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ დაკარგოთ დრო, გააკეთეთ ეს დაუყოვნებლივ ….

მზერა, რომელიც მიმართულია იმ ადამიანისკენ, რომელსაც განსაკუთრებულად ვეპრანჭები, რომელსაც თვალებით ვეუბნები, რომ მიყვარს, რომელმაც ყოველთვის იცის როგორ გამამხნევოს, როდის შემაქოს,


როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან და უფულობიდან?

რედაქციაში მოსულ შეკითხვას „როგორ გამოვიდეთ დეპრესიიდან და უფულობიდან“ პასუხობს ქოუჩი და წარმატების ტრენერი დონარი სამადაშვილი.   მინდა დავიწყო შიმონ პერესის


ნებისმიერ ადამიანს უამრავი მიზეზი აქვს ბედნიერებისთვის

«…ბევრს შეუძლია იყოს კეთილი, როცა ამის მიზეზი აქვს. მთავარია მაშინ როგორია, როცა გაბოროტების მიზეზი აქვს. სატანაც ანგელოზი იყო დაცემამდე. დაცემა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<