შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ — ბრაიან ტრეისი | Jolo.ge


შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ — ბრაიან ტრეისი

შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ — ბრაიან ტრეისი

»არ არის საჭირო იყოთ ვუნდერკინდი წარმატების მიღწევისთვის. მთავარია, ზუსტად განსაზღვროთ სად გსურთ იყოთ წარმატებული, რა სფეროში და ამისათვის რისი ცოდნაა საჭირო. თუმცა, ზოგჯერ ეს არც თუ ისე ადვილი საქმეა.» ნათქვამია ბრაიან ტრეისის წიგნში »მიზნები», სადაც მოცემულია რამდენიმე საჭირო შეკითხვა, რომელზეც  წერილობითი პასუხის გაცემა, წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

»გაარკვიეთ რისი ცოდნა გჭირდებათ» შეგიძლით უპასუხოთ ყველა ამ შეკითხვას?
უპირველეს ყოვლისა დაუსვით თავს ასეთი შეკითხვა: რა დამატებითი ცოდნა და უნარი დამჭირდება, რათა წინ გავუძღვე ჩემი საქმიანობის სფეროს ხანგრძლივი პერიოდით?

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი 3, 5 წლის შემდეგ, თქვენ ხართ ყველაზე საუკეთესო და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი თქვენს მიერ არჩეულ სფეროში. რა უნდა გქონდეთ და როგორ უნდა მოქმედებდეთ, რომ ეს მართლაც მოხდეს 3-5 წლის შემდეგ? რა უნდა გააკეთოთ დღეს ამისთვის? რა უნდა ისწავლოთ ან რა უნდა სრულყოთ საკუთარ თავში, რომ მიაღწიოთ წარმატების ასეთ ნიშნულს?

დაფიქრდით, რა უნარების გაუმჯობესება დაგჭირდებათ ამისათვის თქვენ სფეროში და გაცნობიერებული ფიქრის შემდეგ, ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, გაითვალისწინეთ, სია მინიმუმ 20 პასუხს უნდა შეიცავდეს. როდესაც დაასრულებთ წერას, ეს იქნება თქვენი განვითარების გეგმა, ამიტომ შემდეგ ეტაპზე საჭიროა ამ სამოქმედო გეგმის დახვეწა. დაყავით პრიორიტეტებად თქვენი სია, მიუწერეთ მათ შესრულების ვადები და წერის დასრულებისთანავე შეუდექით მუშაობას!!»

მართალია სამუშაო ბევრი გექნებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის მიღწევისთვის საჭიროა 10 000 საათიანი მუშაობა და პრაქტიკა, ამიტომ გაბედეთ და აიღეთ სრული პასუხისმგებლობა თქვენ ცხოვრებაზე და სრულიად შედეგებზე, გამოიჩინეთ ნებისყოფა და გქონდეს რწმენა იმისა, რომ თქვენ იმსახურებთ წარმატებას და შეგიძლიათ ყველა  დასახული მიზნის მიღწევა. 

ბრაიან ტრეისის წიგნი — »მიზნები»

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი: მარიამ შარიქაძე 

ნანახია:(248)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შესაძლოა ძლიერი ან სუსტი იყოთ დღეს, მაგრამ თქვენი ცხოვრება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს

ერთხელ ჩინელ ფერმერს ცხენი გაექცა. მას მეზობლები ეწვივნენ მწუხარების გამოსახატავად და უთხრეს: „ვწუხვართ, რომ ცხენი გაგექცა, ეს დიდი უბედურებაა.» ფერმერმა


„გახდით კარგი კაპიტანი თქვენი ცხოვრების“…

„მარტო გამარჯვებებით წინ ვერ წახვალთ…დამარცხებაც უნდა გამოცადოთ….ანუ კარგმა კაპიტანმა შტორმის დროს იდეალურად უნდა მართოს ხომალდი“ — წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი


მოაწესრიგეთ მოსაწესრიგებელი — რა გვაცლის სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიას

მოაწესრიგეთ მოსაწესრიგებელი… დაალაგეთ დასალაგებელი… მიოცილეთ მოსაცილებელი, უვარგისი და გამოუსადეგარი… გაუშვით გასაშვები… აპატიეთ და დაივიწყეთ… გააჩუქეთ, „წერტილი დასვით“,  ისე უბრალოდ ნურავის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*