„შეირგე აწმყო, იყავი ლაღი“ …

by admin | Ноябрь 3, 2016 16:02

„ადამიანი ასაკში რომ შედის, მაშინ ხვდება რა სისულელეზე დარდობდა და განიცდიდა.
ცხოვრება რომ წარმავალია ყველამ ვიცით და ვერ ვაცნობიერებთ.
აბა თუ გაიხსენებთ, შარშან ამ დროს 3 ნოემბერს რას განიცდით და რას დარდობდით. ასე იქნება ერთი წლის შემდეგ.
გადის ცხოვრება, წვალების და ტანჯვის მეტი არაფერი გვრჩება. აქა იქ თუ გავიხსენებთ კარგს და ამ კარგსაც სინანულით და სევდით მოვიგონებთ.
სიღრმით არ ვუცქერთ ულამაზეს, სურნელოვან ყვავილს, რომელიც ჭკნება და კვდება ჩვენს თვალწინ. გაცნობიერებულად ვერ ვიაზრებთ ჩვენს ახალგაზრდობას და შესაძლებლობას.
ახალს არაფერს ვამბობ, ყველამ ვიცით ეს, ყველა დამეთანხმებით და უცებვე ყველა დაივიწყებთ.
წარსული მხოლოდ ამბავია და ანარეკლი. მომავალი ბუნდოვანი. შეირგე აწმყო, იყავი ლაღი.

ისევ ბედნიერი ვარ“.

გიორგი ჯაჯანიძე

წყარო: facebook.com

ნანახია:(564)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/sheirge-awmyo-da-iyavi-lagi/