შეიმოსე ქართულად „ეროვნული სამოსის დღეს“!

by Ann | Март 17, 2017 12:41

არსებობს დიდი პერსპექტივა, მთელი მსოფლიოსთვის “ეროვნული სამოსის დღე” საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს და საუკეთესო შედეგი მოიტანოს ისტორიული მემკვიდრეობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ამ დღეს, ნებისმიერი მსურველი ქუჩებში მისთვის სასურველი ეროვნული კოსტიუმით გამოსვლას შეძლებს, რაც წინასწარ დაგეგმილ გამოფენებთან და ღონისძიებებთან ერთად ეროვნული სამოსის დღეს ულამაზეს კოსტიუმირებულ დღესასწაულად აქცევს.

 

ამ გზას დიდი ხნის წინ ევროპის ბევრმა სახელმწიფომ მიმართა. მსგავსი ტიპის რამდენიმე კარნავალი აღნიშნული სახელმწიფოების ერთგვარ ბრენდადაც კი იქცა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ტურისტთა რაოდენობაზეც.

 

18 მაისის იდეის ავტორების აზრით კოსტიუმირებული მსვლელობების, კარნავალების, გამოფენების თუ სხვა სახის ღონისძიებების სახით, მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და როგორც ქართველები, ასევე უცხოელები ერთი დღის განმავლობაში შეძლებენ საქართველოს ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას.

 

პრეცენდენტი უკვე არსებობს. 2016 წელს 18 მაისი ეროვნული სამოსის დღის იდეის ავტორებმა საკუთარი ძალებით აღნიშნეს და დიდი რეზონანსი მოჰყვა. მათ თავისი ინიციატივით რამდენიმე რეგიონიც შეურთდა. თბილისის გარდა საქართველოს 13 მუნიციპალიტეტმა საკუთარი რესურსით მოაწყო ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რამაც ამ დღეს განსაკუთრებული მასშტაბები შესძინა.

 

ნანახია:(339)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/sheimose-qartulad-erovnuli-samosis/